განათლება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 2018, 10 სექტემბერი, 17:37 შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.გადაწყვეტილება განათლების მინისტრმა მიიღო და აღნიშნული საკუთარ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა.გარდა ამისა, მიხეილ ბატიაშვილის განკარგულებით თანამდებობას ტოვებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძეც. „განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის არსებითი ზრდა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია კონკურენტუნარიანი განათლების სისტემის შექმნა, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება, რისთვისაც იგეგმება არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა. შესაბამისად, ამ პროცესს ახალი ენერგია, ახალი ხედვები და ახალი საკადრო პოლიტიკა სჭირდება. სწორედ ამის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილებები და თანამდებობას ტოვებენ მინისტრის მოადგილეები – თემურ მურღულია, ლია გიგაური, თამარ სანიკიძე – განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორი, გიორგი მაჩაბელი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მანანა მიქაბერიძე – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, მაია მიმინოშვილი – შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას გაწეული სამუშაოსთვის“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. 117 1-ს მოსწონს
|