სხვა მინიატურული Ferrari F40 საკუთარი ხელებით 2012, 5 ივლისი, 21:02 დღეს მე მინდა წარმოგიდგინოთ მინიატურული Ferrari F40...ზომით 1 : 8 - თან.ძნელია მას სიტყვა “სათამაშო'' დავარქვათ, მისი თითოეული დეტალი ორიგინალ მანქანისაგან არაფრით განსხვავდება, სხვაობა მხოლოდ ზომებშია...ყველა დეტალი განსაკუთრებული სიზუსტით არის დამზადებული.მინიატურული ფერარი ჩვეულებრივ 8 ცილინდრიანია ნამდვილის მსგავსად და ჩვეულებრივ ბენზინზე მუშაობს...ყველაფერი ნამდვილს ჰგავს, იქნება ეს ავტომობილის დაქოქვა გასაღებით, სიჩქარეთა კოლოფი, სავალი ნაწილები, ნამდვილის მსგავსი მუხრუჭები თუ უბრალოდ საჭით მართვა.აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მისი შეძენა და შემდეგ აწყება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ამაზე გერმანული კომპანია ზრუნავს..რომელიც ამზადებს თითოეულ დეტალს და შემდეგ ერთ, მთლიან ნაკრებად ყიდის.თითოეულ დეტალზე კი გარანტიას თვითონ კომპანია იძლევა გარანტიას.თუმცა გასაკვირიც არ იქნება ეს ფაქტი, ფერარის ეს გასართობი კომპლექტი სულ რაღაც 2500 ევრო ღირს!!! იმედია მოგეწონებათ 64 1-ს მოსწონს
|