x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ბოდბის მონასტერში რუსი ტურისტების საცურაო კოსტიუმებით გამოჩენას ხმაური მოჰყვა

image


სიღნაღში რუსი ტურისტები ბოდბის მონასტერში საცურაო კოსტიუმებით მივიდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა - ფაქტის ამსახველ ფოტოს ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი ნინო მაჭარაშვილი ავრცელებს და პოსტს წერს. როგორც სოციალურ ქსელში იკვევა, მონასტრის ტერიტორიაზე ასეთი ჩაცმულობის გამო, რუსმა ტურისტებმა შენიშვნა მიიღეს, რაც მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ტერიტორია დატოვეს.


"დღეს ვიყავით საოცარი ამბის მომსწრენი. ბოდბის მონასტერში წმინდა წყალთან რიგში დგომის დროს, შემოვარდა შავი ჯიპი რუსული ნომრებით... გამოვარდნენ ქალი და კაცი საცურაო კოსტიუმებით (პირდაპირ პლაჟიდან) და შეუერთდნენ მომლოცველებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. შენიშვნა მისცეს, რამაც პირიქით, მათი აგრესია გამოიწვია (როგორც სჩვევიათ ხოლმე ოკუპანტებს) და დემონსტრაციულად დატოვეს ტერიორია. აი, რისი გადაღებაც შევძელით" - წერს ნინო მაჭარაშვილი.


image

3
1278
4-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1278
  
2018, 10 სექტემბერი, 17:53
რუსების აგიტაციას არ ვეწევი არ ატყდეს აქ ახლა ერთი ამბები მაგრამ ქართველებიც არანაკლებ სქონლობებს ჩადიან საზღვარგარეთაც და საზღვრებს შიგნით ხო საერთოდ. ჯერ ჩვენი შეგნება ავამაღლოთ და მერე ვზდიოთ რუსებსაც და სხვებსაც და ვეცადოთ მათი გამოსწორება
2018, 10 სექტემბერი, 12:19
ადამიანს რომ პირუტყვობამდე ბევრი არაფერი აშორებს, ამის ნათელი მაგალითია.
2018, 9 სექტემბერი, 23:51
სიშიშვლეზე კარგი არაფერია ამ ქვეყანაზე. აბრამიტული რელიგიები უდიდესი ბოროტებაა. აქაც გამოჩნდა კიდევ ერთხელ.
0 1 3