ფეხბურთი 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელის მოლოდინში 2012, 5 ივლისი, 20:00 დასრულდა საინტერესო საფეხბურთო სეზონი, საკლუბო თამაშებიც ძალიან მაღალი დონის იყო და ევროპის ჩემპიონატიც რომელიც ახლახანს დასრულდა. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ დარჩენილია ერთი რამ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ფეხბურთელის კარიერაში, ვინ გახდება საუკეთესო და ვინ დაიმსახურებს ოქროს ბურთს. ამ ტიტულის მთავარ კანდიდატად რონალდოს და მესის თვლიდნენ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მათ ესპანელთა კიპერი იკერ კასილასი დაემატა. თავად რონალდო ამ ტიტულს თავის თანაგუნდელს იკერ კასილასს უწინასწარმეტყველებს და ამბობს, რომ ოქროს ბურთი იკერმა დაიმსახურა, ოქროს ბურთი კასილასისაა. ოქროს ბურთის ახალი მფლობელის ვინაობა დეკემბერში გახდება ცნობილი.ისტორიიდან გამომდინარე, არაერთ მეკარეს უწინასწარმეტყველებდნენ ოქროს, თუმცა ვარაუდი მხოლოდ ერთზე გამართლდა.1960 წელს ფრანს ფუტბოლმა რუს მეკარეს, ლევ იაშინს მიულოცა აღიარება.საბჭოთა კავშირისა და მოსკოვისდინამოს კარის დარაჯი, მართლაც შეუდარებელი გახლდათ.კლუბში ჩატარებული 326 თამაშიდან, 270-ის მშარალად შენახვა მოახერხა.ნიშანდობლივია, რომ ლევმაევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარა ოქროს ბურთი(ერთი გაშვებული გოლი ტურნირზე (ევრო 1960, ფინალურ მატჩში საბჭოთა კავშირმა 2-1 დაამარცხა იუგოსლავია)).აღნიშნულამდე კიპერის საუკეთესო შედეგად ითვლებოდა, ოლიმიადისოქროს მედალი და მსოფლიო ჩემპიონატზე მე-4 ადგილი.ცნობისთვის, 2000 წელს, ფიფამ, იაშინს, საუკუნის მეკარის წოდება მიანიჭა. საინტერესოა ვინ გახდება საუკეთესო ფეხბურთელი, მესი, რონალდო თუ კასილასი. 267 5-ს მოსწონს
|