მხატვრობა გიორგი გეგეჭკორი - დიდი ქართველი მხატვრის კოლექცია - ქართველი მეფეები და მოღვაწეები 2018, 9 სექტემბერი, 2:31 გიორგი გეგეჭკორი არის ცნობილი ქართველი მხატვარი, რომლის ფერწერული ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში, ასევე სხვადასხვა დაწესებულებაში და კერძო კოლექციებში როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მხატვარი ინტენსიურად მუშაობს პორტრეტულ ჟანრში. მას შესრულებული აქვს მრავალი ჯგუფური და ინდივიდუალური პორტრეტი. 1995 წლიდან გიორგი გეგეჭკორი ინტენსიურად მუშაობს ქართველმეფეთა და მოღვაწეთა პორტრეტების სერიაზე და შექმნილი აქვს ამ სერიის 40-მდე ძალიან მაღალი ხარისხის ნამუშევარი, რომელთაგან ზოგიერთსაც ამ სტატიაში წარმოგიდგენთ: 1) თამარ მეფე ბაგრატიონი (მეფობის წლები - 1184-1207/1210 წწ.) - ერთიანი საქართველოს მეფე 2) ერეკლე II ბაგრატიონი (კახეთის მეფე იყო 1744-1762 წლებში, ხოლო ქართლ კახეთის მეფე იყო 1762-1798 წლებში) - ქართლ-კახეთის მეფე, რომელმაც ცხოვრებაში 500-მდე დიდი და მცირე ბრძოლა გადაიტანა. 3) ვახტანგ V ბაგრატიონი (შაჰნავაზ I) - ქართლის მეფე (1658-1675 წწ.) 4) გიორგი V ბაგრატიონი (ბრწყინვალე) - ერთიანი საქართველოს მეფე (1299-1302 და 1318-1346 წლებში) 5) გიორგი III ბაგრატიონი - ერთიანი საქართველოს მეფე (1156-1184 წწ.) 6) სოლომონ I - იმერეთის მეფე (1752-1784 წწ.) 7) ფარნავაზ I - იბერიის მეფე (ძვ.წ. 302 - ძვ.წ. 237 წწ.) 8) ქუჯი - კოლხეთის მეფე (ძვ.წ. 325 - ძვ.წ. 280 წწ.) 9) ბაგრატ III ბაგრატიონი - გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე (975-1014 წწ.) 10) ვახტანგ I გორგასალი (სრული სახელი - ვარან ხუასრო თანგ ხოსროიანი, ზედმეტსახელად "გორგასარი", რაც მგლისთავას ნიშნავს) - ქართლის მეფე 449-502/522 წწ.) 12) დემეტრე II ბაგრატიონი (თავდადებული) - ერთიანი საქართველოს მეფე 1270-1289 წლებში. 13) დავით IV ბაგრატიონი (აღმაშენებელი) - ერთიანი საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში. 14) ცოტნე დადიანი - გაერთიანებული საქართველოს ფეოდალი - დაბადების თარიღი უცნობია, გარდაიცვალა 1260 წელს. 15) გიორგი ჭყონდიდელი - მწიგნობართუხუცესი. დავით აღმაშენებლის აღმზრდელი და უახლოესი გარემოცვის წევრი. დაბადების თარიღი უცნობია. გარდაიცვალა 1118 წელს. 16) შოთა რუსთაველი (1172-1216 წწ.) - ქართველი პოეტი. გენიოსი, რომელმაც შექმნა შედევრალური პოემა - "ვეფხისტყაოსანი" 17) ილია ჭავჭავაძე (1837-1907) - საქართველოში პირველი ბანკის დამფუძნებელი, მწერალი, პუბლისცისტი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, განმანათლებელი. 18) ფილიპე გოგიჩაიშვილი (1872-1950) - ეკონომისტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. 20) ივანე მაჩაბელი - მწერალი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. 21) ნიკო ნიკოლაძე - ილია ჭავჭავაძის უახლოესი თანამებრძოლი. პუბლიცისტი, კრიტიკოსი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. 22) დავით სარაჯიშვილი, ნიკო ნიკოლაძე და დავით ხოშტარია. 23) წმინდა ნინო - IV საუკუნის ქრისტიანი მქადაგებელი ქალი კაბადოკიიდან, რომელმაც კავკასიის იბერია (ქართლი) გააქრისტიანა და ქრისტიანობა მისი მოღვაწეობის შემდეგ გამოცხადებულ იქნა ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად. ასევე დაგაინტერესებთ: 1. თავადი გრიგორი გაგარინის ნახატები - კავკასიის ეთნოსები 2. კასტელის ნახატები XVII საუკუნის საქართველოს და ქართველების აღწერით 3. ლეონარდო და ვინჩის შემოქმედება 4. ადოლფ ჰიტლერის შემოქმედება - უცნობი ავსტრიელი მხატვარი ავტორი: თორნიკე ფხალაძე 1143 6-ს მოსწონს
|