x
image
თორ ნიკე
ექვთიმე თაყაიშვილი - საქართველოს განძის მცველი
ექვთიმე თაყაიშვილი - საქართველოს განძის მცველი


ექვთიმე თაყაიშვილი (1863-1953) იყო დიდი განმანათლებელი, მკვლევარი, პოლიტიკოსი, ქველმოქმედი და საზოგადო მოღვაწე. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერთა შეგროვებისა და მათი ანალიზის საქმეში. ასევე გახლდათ "საქართველოს საისტორიო და ეთნოგრაფიული საზოგადოების" და "თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. ასევე იყო "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების" წევრი. ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და ანექსიის შემდგომ ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველო დატოვა. გახიზნულმა მთავრობამ თან წაიღო საქართველოს ეროვნული საგანძურის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ გადაერჩინა იგი კომუნისტების მიერ საქართველოდან გატანას და რუსეთის სხვადასხვა მუზეუმში დადებას ან შავ ბაზარზე გაყიდვას, რაც ამ განძს სამუდამოდ დაუკარგავდა საქართველოს. ეს განძი ექვთიმე თაყაიშვილის, როგორც ყველაზე სანდო და პატიოსანი ადამიანის მეთვალყურეობით ინახებოდა საფრანგეთის ქალაქ მარსელის ბანკში. მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმის დიდი დაინტერესების მიუხედავად, მას საგანძურიდან აბსოლუტურად არაფერი გაუსხვისებია და 1945 წელს საქართველოში ჩამოიტანა. 1951 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ მისი შვილიშვილი დააპატიმრა და მოგვიანებით თავად თაყაიშვილიც კი გაათავისუფლეს თავისივე დაარსებული უნივერსიტეტიდან. ექვთიმე თაყაიშვილი 1953 წელს უკიდურეს გაჭირვებაში, გულის დამბლის შედეგად გარდაიცვალა - საბჭოთა კავშირისგან ასე "ფასდებოდნენ" საქართველოს უდიდესი პატრიოტები...



როდესაც ექვთიმე 1945 წელს თბილისში დაბრუნდა, აეროპორტში ქართველი საზოგადოება ელოდებოდა. ექვთიმეს კი თვითმფრინავიდან ჩასვლა ერიდებოდა. როდესაც მიზეზი ჰკითხეს, უპასუხა: "ძალიან შელანძღული და დახეული პიჯაკი და ფეხსაცმელი მაცვია და ამდენი ხალხის მერიდებაო. არადა, ევროპაში ხომ მასთან ინახებოდა ქართული ოქრომჭედლობისა და სხვა უძველესი შედევრები, რომელთა ფასი იმდენად დიდი იყო, რომ თუნდაც ერთი მათგანი რომ გაეყიდა, ფუფუნებაში იცხოვრებდა.


სამშობლოში ერისთვის თავგამოდებული მოღვაწე პატივით მიიღეს. აღადგინეს თბილისის უნივერსიტეტში პროფესორად. აირჩიეს აკადემიის წევრად. მაგრამ შემდეგ მოხდა ის, რაც უკვე ვთქვით და ეს სტალინმა დაუშვა!

1953 წლის 21 თებერვალს იგი მიწას მიაბარეს ვაკის სასაფლაოზე. დაბადებიდან 100 წლის თავზე კი დამოუკიდებელი საქართველოს შვილებმა მისი ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. საქართველოს მართლმადიდებლურმა ავტოკეფალურმა ეკლესიამ კი იგი წმინდანად შერაცხა და უწოდა "ექვთიმე ღვთისკაცი".


ახალგაზრდა ექვთიმე თაყაიშვილი



ასევე დაგაინტერესებთ:

1. უძველესი ქართული საგანძური

2. უძველესი ქართული საგანძური (ნაწილი II)

3. ილია ჭავჭავაძის აზრები და გამონათქვამები

4. აკაკი წერეთელი - პარიზი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


7
1972
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1972
  
2020, 15 მარტი, 4:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მანჩო 777-ის კომენტარზე
2020, 15 მარტი, 4:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 11 მარტი, 1:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 11 მარტი, 1:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მანჩო 777-ის კომენტარზე
2018, 7 სექტემბერი, 23:59
კაი ახლა,,,,დაგვინდე. ბომბებს ნუ აგვიფეთქებ :)
2018, 7 სექტემბერი, 23:55
:)))))))))) არადა ბომბები მქონდა კიდევ მზად რომ დამედო :)))))
2018, 7 სექტემბერი, 23:48
ეს არ ჯობია?:)
0 1 7