x
image
თორ ნიკე
გაოცებული ინდოელი - "ვინა ხართ თქვენ, ქართველები...?!"
მწერალი და ასტროლოგი რამაზ გიგაური


ცნობილმა ქართველმა ასტროლოგმა და მწერალმა რამაზ გიგაურმა ასეთი ამბავი მოყვა, რაც თავს გადახდა:

"ინდოეთში ყოფნისას უდაიპურისკენ მიმავალ გზაზე, ინდოელი გიდი შემეკითხა:

- ალბათ, ქართული ენა ინდო-ევროპულ ოჯახს განეკუთვნება არა?


- არა, ქართულ ენას თავისი, საკუთარი ოჯახი აქვს.

- რამდენი ხართ ქართველები? მოწკურა თვალები დამცინავად.

- საქართველოში დაახლოებით 4.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საქართველოში ქართველები ვიქნებით ალბათ, ასე 3 მილიონი... - ვუპასუხე მე.

- და 3 მილიონ ადამიანს საკუთარი ენობრივი ოჯახი გაქვთ? შეუძლებელია! - შეიცხადა.

- დაგუგლე სუშანტ - ვუთხარი მე, რადგან იგი ინტერნეტს აქტიურად იყენებდა.

დაგუგლა.. არის ჩუმად, ხმას არ იღებს... იყურება ფანჯარაში... კიდევ დაგუგლა, კითხულობს... ისევ ჩუმად იყურება ფანჯარაში.

- რაო? რა წერია? - ვერ მომითმინა გულმა, უცბათ მოტრიალდა გიჟივით:

- თითქმის მთელი ევროპის ენები ინდო-ევროპული ენის ოჯახს ეკუთვნის (ინდო-ევროპულს ხაზს უსვამდა ხოლმე) და ვინა ხართ თქვენ - ქართველები, რომ ასეთ მცირე ხალხს ენის საკუთარი ოჯახი გაქვთ?

უცებ ამიდუღდა სისხლი:

- ჩვენ ქართველები.... - აქ ჩამეხრინწა ხმა და ვეღარ ამოვიღე. თვალები ცრემლით ამევსო, ახლა მე გავიხედე ფანჯარაში.

მანქანა მიჰქროდა უდაიპურისკენ და მე გულში ვიმეორებდი: "ჩვენ ქართველები"...



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


14
3026
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
3026
  
2018, 12 სექტემბერი, 10:40
გეოპოლიტიკური პრობლემები სხვაა,კარგ ადგილზე ვცხოვრობთ და იმიტომ.გასაგებია და მანდაც სახელმწიფოს ბრალია ბევრი რამე...და მე რაზეც ვსაუბრიბ სხვა...
2018, 12 სექტემბერი, 10:33
ჩვენ კიდევ კარგად ვართ, შეხედეთ დღევანდელ გეოპოლიტიკას და მიმოიხედეთ ჩვენ გარშემო... რეგიონში გვაქვს 3 ცხელი კონფლიკტი, ყარაბაღი, აფხაზეთი და ცხინვალი. ამერიკა ჩვენს უდიდესი სავაჭრო პარტნიორს თურქეთის ლირას ურტყამს და აქვე სირიაში ომი მიმდინარეობს და უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფა ხდება და ამ სიტუაციაში 5%-იანი წლიური სასუალო ზრდა გვაქვს, როდესაც სომხეთს 1.5%-იანი ზრდა აქვს, თურქეთს მგონი 1%-იანი და აზერებსაც 3%-მდე ეგრე, მიუხედავდ იმისა რომ დიდი გაზის მარაგები აქვს...
2018, 12 სექტემბერი, 10:27
ვერ დაგეთანხმებით სამწუხაროდ...სიმართლეს ამბობთ მაგრამ ის რა დღეშიც ვართ მხოლოდ მაგას ვერ დავაბრალებ...ჩვენი ბრალიც დიდია სამწუხაროდ...თუნდაც ეგ რომ გაქვთ ეხლა მიზეზად და თუ რამე გიჭირთ ყველაფერს რომ ამ ისტორიას აბრალებთ ეგეც არაა სწორი...
2018, 12 სექტემბერი, 10:18
იძლია შენმა შვილმა ან შვილიშვილმა ვალების და ბანკის კრედიტების გარეშე იცხოვროს და საცხოვრებელი სახლი მაინც ჰქონდეს მინიმუმ...სოფლის მეურნეობა განვითარდეს რაც მთავარია... სოფელში მშიერი როგორ უნდა იყო ადამიანი როცა მიწა გაძლევს ყველაფერს...თუ იმდენს ვერ მოახერხებ გაყიდო შენ მაინც ხო შეჭამ ჯანმრთელ პროდუქტს და სახლსაც შეავლებ ხელს და იცხოვრებ ბუნებაში და სუფთა ჰაერზე...ყველა თბილისში რომ მორბის..კი ბატონო მაგრამ აქაც რომ ზარმაცობენ? და ქირაში იხრჩობიან? რამდენი ტქასისტია მიწაზე მუშაობა მეზარებაო და თბილისში ტაქსაობს და ღამეს ქირას თავი დაანებე მანქანაშივე ათევს,ესეთი ადაიანი მუშა კიარა ზარმაცია! რო წივიხართ უცხოელებმა გვიყიდეს და ვკარგავთ საქართველოსო,მე არ გამიგია უცხოელს ეს ჩემიაო და ვინმე საიდანმე გამოეგდოთ...ყიდულობენ! და თქვენი ნებით! თუ არ გინდათ გაყიდოთ თეთრებად ნუკი აძლევთ ერთ ადგილს,,ან თუ არ გინდა საერთოდ ნუ ყიდი!იმათ სხვა მენტალიტეტი და ჟილკა აქვთ და ყველაფერს მიაღწევენ!ყველამ ის რომ გავაკეთოთ რაც შეგვიძლია და მხოლოდ იმით არ ვკმაყოფილდებოდეთ რომ დღეს ხო ვჭამე მშიერი არ ვარო ბევრად ძლიერი და შემდგარი ერი ვიქნებით! აი ესაა რეალობა! მომიტევეთ ავღელდი და ცოტა მგონი გრამატიკული შეცდომებიც დავუშვი მაგრამ ვინც აზროვნებს აზრი გასაგებია და კიც დამეთანხმება...ესეა საწუხაროდ....
2018, 12 სექტემბერი, 10:11
დღეს არსებული 6000-მდე ეთნოსიდან მხოლოდ დაახლოებით 195-მა შექმნა ოფიციალურად აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფო და ერთ-ერთი წარმატებულთაგანი ქართველებიც არიან. და მერე გადავრჩით სად, შევქმენით სად, როგორ არამდგრად და დაძაბულ რეგიონში - კავკასიაში, ევროპისა და აზიის შესაყარზე, სადაც ეჯახებიან ერთმანეთს კონტინენტები, ცივილიზაციები, რელიგიები, იმპერიები, ცხოვრების წესები და იდეოლოგიები. სადაც 50-მდე ეთნოსი ცხოვრობს და გვხვდება თითქმის ყველა რელიგია რაც კი არსებობს. რა არ გამოვიარეთ, ისტორიის მანძილზე გავუძელით რომს, ბიზანტიას, არაბებს, სპარსელებს, მონღოლებს, ოსმალ-თურქებს, რუსებს და დღესაც კი ამ კოსმოსურ ეპოქაში, როდესაც მსოფლიო გადადის კიბორგიზაციასა და რობოტიზაციაზე, როდესაც კაცობრიობა უკვე სერიოზულად ფიქრობს და გეგმავს მუდმივი ბაზების (ფაქტობრივად დასახლებების) შექმნას სხვა პლანეტებზე, ამ განვითარებულ ეპოქაშიც კი მტერი არ გვაძლევს ნორმალური, ადამიანური, მშვიდობიანი არსებობის საშუალებას... და თან ვინ გვეჭიდავება - მსოფლიოს უდიდესი იმპერია და ამავე დროს მოქცეულნი ვართ ისლამურ ოკეანეში და ისლამურ რკალში. მაინც ჩვენს "ცუდ ქართველობას" ვაბრალებთ ჩვენს გაჭირვებას. დღეს ჩვენი ხალხი გადავარდნილია ზედმეტად საკუთარი თავის, თავისი ქვეყნის და ხალხის ძაგებაში. ბევრს ჰგონია რომ თურმე ჩვენი "სიზარმაცის" ბრალია ის, რა სიღარიბე და გაჭირვებაც გვჭირს. ეს დეზინფორმაციაა და ნახეთ რატომ - დღეს რომ საქართველო მთლიანად გენიოსებით იყოს დასახლებული და ამავე დროს ყველა მოსახლე რომ იაპონელებივით ან ჩინელებივით მშრომელი იყოს, მაინც გაჭირვებული იქნებოდა ეს ქვეყანა ისეთ გეოპოლიტიკურ ჩიხშია შესული. როცა ბოლო 30 წელიწადში 4 ომს გადაგატანინებენ 4 მილიონ ადამიანს, ქვეყნის 22% ტერიტორიას ოკუპაციის ქვეშ მოგიქცევენ და ნახევარ მილიონ ადამიანს იქიდან გამოგიდევნიან ძალის გამოყენებით, 30 ათას კაცს დაგიხოცავენ ამ ომებში და ჩაგიტარებენ ეთნიკურ წმენდას (საერთაშორისოდაა აღიარებული) და გენოციდს (ჯერჯერობით არაა აღიარებული), მერე ეკონომიკურ ბერკეტებს გამოიყენებენ, რომ ბოლომდე გაგტეხონ როგორც ერი და ამას აკეთებს შენზე ზუსტად 246-ჯერ დიდი სახელმწიფო, მანდ უკვე შენი ბრალი არაა არაფერი.
2018, 12 სექტემბერი, 10:05
რა სამწუხაროა...როცა საამაყო მხოლოდ წარსული გვაქ... მეც ვერაფერს ვიტყოდი იმიტომ რომ კარგს და საამაყოს დღევანდელ საქართველოში ვერაფერს ვხედავ...კი ბევრი ტანჯვა-წამება გამოვიარეთ,ყველა ჩვენ გვერჩის მაგრამ მეტნაკლებად ხომ გამოვდივართ სიტუაციიდან...როგორ არაა ჩვენი ბრალი როდესაც ბევრად ძლიერი და შეძლებული ერი შეგვიძლია ვიყოთ,მარტო მტრებს ნუ დავაბრალებთ,ესეც რომ იყოს ყველა ჩვენ გვებრძვისო და უნდა დავნებდეთ? გამოვა თუ არ გამოვა ჩვენი მაქსიმუმი ხომ უნდა გავაკეთოთ და ვცადოთ.არაფერს არ ვაკეთებთ და მაინც ვღაფავთ სულს და როგორ დავიჯერო უკეთესი ქვეყანა ვერ ვიქნებით თუ შეიქმნება სამუშაო ადგილები და ყველა თავისი პროფესიით იმუშავებს;სოფლებს არ მიატოვებენ და ყველა თბილისის სოროებში ქირაში არ იცხოვრებენ,განვითარდება მეურნეობა,ჩვენი ხილ-ბოსტნეული გვექნება,რათ გვინდა ვინმესი რამე,ჯერ მარტო იმდენი ბუნებრივი წყალი მოდის,ლიკანი,საირმე,ბორჯომი....ესეც რამხელა მოგება იქნება ნორმალურად რომ გააექსპორტო,რამდენი ქვეყანაა უწყლობით იხოცება და იწამლება ხალხი საჭმელს თავი დაანებე...და რაც ყველაზე დიდი მინუსია ქართველების... სიზარმაცე! მე არ ვიცი ადრე როდინდელ საქართველოზე საუბრობთ,მაგრამ დღეს რასაც ვხედავ რაც გვჭირს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი თავის ბრალია!ევროპიდან მხოლოდ უზნეობებს რომ ვიღებთ...აი არის ცოლ-ქმარი...აჩენენ შვილებს და აძლევენ რას...დიდი დიდი საკუთარი სახლი გააჩნდეთ,ცალკე შვილს არა,თვითონ და ქირაში არ ცხოვრობდნენ,ეგეც კარგია..სხვა? ის ადამიანი ნულიდან იწყებს ცხოვრებას,არაფერი არ ხვდება და როცა გაჭირვებაში და ვალებში იზრდები და არანაირი ბექგრაუნდი არ გაქვს ძალიან ძნელია წარმატბას მიაღწიო...შე კაი ადამიანო..კაი 1 ადამიანი ვერ ააშენებს ყველაფერს,მაგრამ,ცოტაცოტა ბებია ბაბუებმა რო გააკეტონ და შვილებს რამე დაუტოვონ,მერე შვილებმაც რომ გაანძრიონ ერთი ადგილი და მშობლების ნამოღვაწარს კიდე რამე მიამატოს,ამ შვილებს კიდე ხომ ეყოლებათ შვილები და სახლი კარი განათლება რო მისცე და რამეში დაეხმარო ეს თაობების ნამოღვაწარი ხო დაემატება ერთმანეთს..საგვარგარეთ რამდენი თაობა ბებია-ბაბუის დანატოვარი ქონებით ცხოვრობს,9-10 თაობას ისე ეყოფა ხელი რომ არ გაანძრიონ...იმათ ვერ შევედრებით მაგრამ მინიმუმ ის მაინც არ შეგ
2018, 7 სექტემბერი, 1:12
დღევანდელი „ვიღაც“ 5–10–100 და 1000 ქართველით ნუ ილაპარაკებთ მთლიანად საქართველოზე და მითუმეტეს ქართველ ერზე. ეს ერი დიდი და დიადია ამიტომ მარტივია გააგრძელო საუბარი, ფაქტების მოყვანა თუ მთელი გულით გიყვარს და როცა მთელი გულით გიყვარს აუცილებლად გექნება ბევრი სათქმელი რადგან გეცოდინება თუ რას ნისშნავს ქართველობა, საქართველო, კავკასია, იბერია...... და.......
2018, 5 სექტემბერი, 19:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი თორ ნიკე-ის კომენტარზე
2018, 5 სექტემბერი, 18:09
200 წელი გამოვიარეთ ისე, რომ გიმნაზიებში აღგვიზარდეს მონები და ეროვნული სული ჩაკლეს ქართველების მმართველ ელიტებში. რუსეთის იმპერიამ რა ქნა ზუსტად ეგ არ ვიცი, მაგრამ საბჭოთა კავშირმა 1917 წლიდან 1991 წლამდე გადააშენა 101 ეთნოსი თავის ტერიტორიაზე, ჩვენც ასე დაგვემართებოდა კიდევ დიდხანს რომ გაგრძელებულიყო რუსიფიკაცია და საბჭოეთის ანტი-ეროვნული და ასიმილაციურ პოლიტიკა. მტრის მიერ აღზრდილმა ელიტებმა გაგვყიდის, ნუ დააბრალებ ამას ქართველ ხალხს. ელიტა არის ხალხის ტვინი. ჯერ ის უნდა იყოს ჯანსაღი რომ აღზარდოს შესაბამისი საზოგადოება. ჩვენ უნდა გავხდეთ ელიტა და გავატაროთ შესაბამისი პროპაგანდა რომ 200 წლის განმავლობაში მონობას ნაჩვევ ხალხს ეროვნული თვითშეგნება აღვუდგინოთ. ეს ერთ და ორ დღეში არ მოდის, თაობების საბრძოლია. მე რაც შემეძლება ჩემს წილს გავაკეთებ ამ ბრძოლაში.
2018, 5 სექტემბერი, 17:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

წინა კომენტარების ნახვა
0 0 10