x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
ინდოეთში ერთი სქესის ადამიანებს შორის სექსი ლეგალური გახდა
image

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ლეგალური გახდა ერთი სქესის ადამიანებს შორის სექსი.


ამ საეტაპო ვერდიქტით, ზემო ინსტანციის სასამართლომ უარყო 2013 წლის სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც კოლონიური ეპოქის დროინდელ კანონს ეყრდნობოდა. ეს კანონი, რომელსაც 377-ე სექციის სახელით იცნობენ, ერთი სქესის ადამიანებს შორის სექსუალურ კავშირს “არაბუნებრივ დანაშაულად” მიიჩნევდა.


377-ე სექცია ერთ-ერთი უძველესი კანონია, რომელიც გეისექსს კრძალავდა. მის გაუქმებაზე ინდოეთი აქამდე უარს ამბობდა.



უზენაესმა სასამართლომ დედაქალაქ დელიში ვერდიქტი 6 სექტემბერს გამოაცხადა. სასამართლოს წინ შეკრებილი ქვიარ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები გადაწყვეტილებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ბოლო წლებში ისინი აქტიურ კამპანიას ეწეოდნენ 377-ე სექციის წინააღმდეგ, რომელიც 10-წლიანი პატიმრობით ემუქრებოდა ქვიარ ადამიანებს.


“სექსუალური აქტის კრიმინალიზება ირაციონალური, თვითნებური და აშკარად არაკონსტიტუციურია”, განაცხადა მოსამართლემ თავისი ვერდიქტის კითხვისას.


აქტივისტების თანახმად, ასეთი კანონის არსებობა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის მტკიცებულება იყო. იმის მიუხედავად, რომ, შესაძლოა, ამ კანონით გასამართლება იშვიათი ყოფილიყო, 377-ე სექცია ხშირად გამოიყენებოდა ქვიარების დასაშანტაჟებლად, მათ კიდევ უფრო მეტად მარგინალიზაციას უწყობდა ხელს და, ამავე დროს, ხელს უშლიდა აივ-ინფექციასთან და შიდსთან ბრძოლას.image

2
91
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
91
  
2018, 7 სექტემბერი, 12:51
კარგია, მივესალმები, სოკოებივით მრავლდებოდნენ და ცოტა შეაფერხებს გამრავლებას. :)
0 1 2