x
ცოტა რამ ვირუსების შესახებ

image კომპიუტერული ვირუსი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენაა, რომელიც კომპიუტერული და ინფორმაციული ტექნიკის განვითარებას სდევს თან; მისი არსი ისაა, რომ პროგრამები იძენენ ცოცხალი ორგანიზმის თვისებებს, თანაც ყველაზე არსებითს - ისინი იბადებიან, მრავლდებიან და იღუპებიან.

კომპიუტერული ვირუსების ისტორია დასაბამს იღებს თანამედროვე თეორიტიკოს ფონ ნეიმანის ნაშრომებში.ნეიმარმა დაამუშავა თვითწარმოქმნის უნარის მქონე ავტომატების მოდელი და მათემატიკურად დაამუშავა ისინი.

ვირუსების გამოჩენისთანავე დაიწყო ბრძოლა მათ წინააღმდეგ. დღეისათვის შექმნილი სიტუაცია ხასიათდება პოლიმორფული ვირუსების გამოჩენით.

პოლომორფული ვირუსებისათვის დამახასიათებელია ის, რომ მათ აღმოსაჩენად ძებნის ჩვეულებრივი ალგორითმი არ გამოდგება, რადგან ვირუსის არც ერთ ასლს არაფერი საერთო არ აქვს თავის "მშობელთან".
ისინი განუწყვეტლივ აფართოებენ თავიანთ არსებობის არეალს, ასე მაგალითად, ამჭამად ცნობილია ვირუსები, რომლებიც უარყოფენ კომპიუტერული დაცვის ძირითად პრინციპეპს. კერძოდ, ამ პრინციპეპის თანახმად, მიჩნეული იყო, რომ კომპიუტერი, რომელიც წინასწარ გასუფთავებული დისკეტით ჩაიტვირთა, არ შეიძლება შეიცავდეს ვირუსს და, ვირუსები მონაცემების ფაილებს არ აავადებენ, მაგრამ თანამედროვე ვირუსებისთვის ამ ბარიერის გადალახვაც არ არის პრობლემა.

0
118
3-ს მოსწონს
ავტორი:ბექა.აია
ბექა.აია
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0