x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
“მიყვარს საქართველო, არ მესმის რატომ არ შემიშვეს” – რუსი ექსპერტი, რომელსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვს
image

რუსული გამოცემა Tass-ის სამხედრო მიმომხილველი, ალექს ტოკარევი, რომელიც ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო, ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შემოუშვეს, სოციალურ ქსელში ამ ფაქტთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.


ის ამბობს, რომ ვერ გაიგო, რატომ არ შეუშვეს ქვეყანაში, რომელიც ძალიან უყვარს.


“ასეთი ცარიელია თბილისის აეროპორტის დერეფანი, რომლითაც ადიხარ ბორტზე, ზურგს უკან კი პოლიციელები არიან. უსიამოვნო შეგრძნებაა.



მე საქართველოდან დამადეპორტეს, მეათე ვიზიტი ამ ქვეყანაში “ჩავარდა”.


მე პოლიციასთან პრეტენზია არ მაქვს: ისინი ძალიან თავაზიანები იყვნენ და ბოდიშიც მოგვიხადეს, მაგრამ ხელისუფლების გადაწყვეტილება არაკონსტრუქციულია.


მე საქართველოს შესახებ დისერტაცია მაქვს დაცული, ასევე რამდენიმე ათეული ანალიტიკური ტექსტი მედიისთვის, უამრავ საჯარო პირს შევხვედრივარ, მქონია პირადი აუდიენცია საქართველოს პატრიარქთან, აკადემიური წრეებიდან უამრავ ხალხს ვიცნობ, ბოლოს და ბოლოს, მიყვარს საქართველო და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ სავიზო რეჟიმი გაუქმდეს. მინდა, რომ ჩემი მეგობრები ჩემთან სტუმრად ხშირად ჩამოდიოდნენ, ისევე როგორც მე მათთან.


ვერ გავიგე რატომ არ შემიშვეს. ყოველთვის მკაცრად ვიცავ საქართველოს კანონებს, საავტომობილო ჯარიმაც კი მივიღე და გადავიხადე.


ეს არაკოსტრუქციული გადაწყვეტილება, ქვეყნის მიმართ ჩემ დამოკიდებულებაზე გავლენას არ მოახდენს. მე მაინც ვნახავ ჩემ ქართველ მეგობრებს და რუსულ საჩუქრებს გადავცემ, სხვა დროს.


ახლა, უბრალოდ, ძალიან ვწუხვარ, ” – წერს ალექსი და საქართველოს ქართულად ემშვიდობება: “Нахвамдис, Сакартвело”


ალექს ტოკარევი საქართველოში კოლოგებთან ერთად, რუსული მედიაფორუმის ფარგლებში ჩამოდიოდა, რომელიც თბილისში, სასტუმრო “ვერე პალასში” დღეს გაიხსნა. ფორუმი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ფონდიდან ფინანსდება.image


მედიაფორუმის პარალელურად, აქცია გამართეს სამოქალაქო მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” წარმომადგენლებმა. მათ “ვერე პალასთან” ქართული სუფრა გაშალეს და სიმღერები შეასრულეს, იმის გამოსახატად, თუ როგორ ხვდება საქართველო ოკუპანტებს.image



0
83
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0