რელიგია ისლამური შარიათი ანუ ისლამური კანონმდებლობა 2018, 6 სექტემბერი, 16:07 გამოთქმა "შარიათის კანონი" ტავტოლოგიაა, იმიტომ რომ შარიათი არაბულად თავად კანონს ნიშნავს, ამიტომ მართებული ფორმაა ისლამური შარიათი, იგივე ისლამური კანონმდებლობა. ისლამური კანონმდებლობა მთლიანად ეყრდნობა ისლამის "წმინდა წიგნს" - "ყურანს" და ისლამურ "წმინდა გარდამოცემას" - ჰადისებს. მსოფლიოში ბევრი ქვეყანაა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა არის მუსლიმი, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ მოქმედებს ისლამური შარიათი, ვინაიდან ამ ქვეყნების დიდმა მოაზროვნეებმა და რეფორმატორმა მმართველებმა, მაგალითად, როგორიც იყო თუქეთში მუსტაფა ქემალ ათა-თურქი, აირჩიეს სეკულარიზმი, ანუ ქვეყნის გადაყვანა სამოქალაქო კანონმდებლობაზე და არა რელიგიურ კანონმდებლობაზე. ბევრმა ისლამურმა ქვეყანამ კი სრულად ისლამური შარიათი აირჩია, მაგალითად, ირანი და საუდის არაბეთი. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ სწორედ ისლამურ და ამავე დროს, არასეკულარულ ქვეყნებში მოქმედ კანონმდებლობებს. ეს ის ქვეყნებია, სადაც ისლამის მიხედვით ყალიბდება კანონმდებლობა: ისლამური კანონები კი ასეთია: 1) ქურდობა ისჯება მარჯვენა ხელის ამპუტაციით (ზემოთ). 2) კრიტიკა ან უარყოფა ყურანის რომელიმე ნაწილის არის დასჯადი სიკვდილით. 3) კრიტიკა მუჰამედისა ან იმის უარყოფა, რომ იყო ღმერთის მოციქული, ისჯება სიკვდილით. 4) არამუსლიმი, რომელიც გადაიყვანს მუსლიმს ისლამის გზიდან - ისჯება სიკვდილით. 5) კრიტიკა ან უარყოფა ალლაჰისა (ათეიზმი) ისჯება სიკვდილით. 6) არამუსლიმი კაცი თუკი მოიყვანს ცოლად მუსლიმ ქალს, ისჯება სიკვდილით. 7) კაცს შეუძლია მოიყვანოს ცოლად 9 წლის გოგო. 8) გოგონების კლიტორი უნდა მოიკვეთოს. (მუჰამედის სიტყვები. წიგნი 41, ქითაბ ალ-ადაბი, ჰადისი 5251) 9) ქალს შეუძლია ჰყავდეს მხოლოდ 1 ქმარი, კაცს კი შეუძლია ჰყავდეს არაუმეტეს 4 ცოლისა. (კაცთაგან მხოლოდ მუჰამედს შეეძლო ჰყოლოდა იმდენი, რამდენიც უნდოდა.) 10) კაცს უფლება აქვს, სცემოს ცოლს დაუმორჩილებლობისთვის. 11) კაცს შეუძლია ცალმხრივად გაშორდეს ცოლს, მაგრამ ქალს სჭირდება ქმრის თანხმობა გაშორებაზე. 12) გაშორებული ცოლი კარგავს უფლებას, რომ აღზარდოს მისი ბავშვები 6 წლის ასაკის ზევით. (კარგავს მათი აღზრდის უფლებას, როცა 6 წელს მიაღწევენ) 13) იმისთვის, რომ დამტკიცდეს ქალის გაუპატიურება, სასამართლოში საჭიროა 4 მამაკაცი მოწმის ჩვენება. თუ არის 1, 2, ან 3 მოწმე - გაუპატიურება არ მტკიცდება. 14) ქალს არ შეუძლია მოწმედ წარუდგეს სასამართლოს თავისივე გამაუპატიურებლის (გამაუპატიურებლების) წინააღმდეგ. 15) სასამართლოში ქალი მოწმის ჩვენებას ნახევარი ფასი აქვს კაცი მოწმის ჩვენებისა. ეს ნიშნავს, რომ 2 ქალის ჩვენება უდრის 1 კაცის ჩვენებას. 16) ქალ მემკვიდრეს გადაეცემა იმის ნახევარი ქონება, რაც კაცს გადაეცემა. 17) ქალს საუდის არაბეთში აკრძალული ჰქონდა ეტარებინა მანქანა, ვინაიდან ეს ითვლებოდა ფიტნად (გადატრიალებად, რევოლუციად). 18) ქალს აკრძალული აქვს, ელაპარაკოს კაცს პირისპირ, თუკი ეს კაცი არ არის მისი ქმარი ან ნათესავი. 19) საჭმელი ხორცი უნდა იყოს მხოლოდ ისეთი ცხოველის, რომელიც შეწირულ იქნა ალლაჰისადმი, იმისათვის, რომ ჩაითვალოს ნებადართულად (ჰალალად). 20) მუსლიმებმა უნდა აღასრულონ "თაქიია" ანუ მოატყუონ თუკი საჭირო იქნა, იმისთვის, რომ განავრცონ ან დაიცვან შეტევისაგან ისლამი. ალლაჰი არა მხოლოდ ნებას რთავს, არამედ უბრძანებს მუსლიმებს, რომ მოატყუონ არამუსლიმები ისლამური დოქტრინის შესახებ და უთხრან, რომ მიუღებელი რამეები არ წერია ყურანში. "ისლამი ამას არ ეთანხმება, ან "ეს მხოლოდ ალეგორიაა" და ა.შ. და ამით ხელი შეუწყონ ან ისლამის გავრცელებას, ანდა საზოგადოების მხრიდან ისლამზე გარკვეულ პროტესტს და წინააღმდეგობას. 21) მსმელები და აზარტული თამაშის მოყვარულნი უნდა გამათრახდნენ. 22) დაშავებულ მოსარჩელეს შეუძლია დაბეჯითებით მოითხოვოს "კანონიერი შურისძიება", პირდაპირი მნიშვნელობით თვალი თვალისთვის. 23) ისლამში ითვლება, რომ თუკი მუსლიმს უნდა, რომ მოხვდეს სამოთხეში, მისმა კარგმა საქმეებმა უნდა გადაწონოს ცუდი საქმეები, მაგრამ ვინ იცის ეს მოხდება თუ არა, ამიტომ ისლამურ დოქტრინაში მიღებულია ასეთი რამ: თუკი მუსლიმს უნდა, რომ სამოთხეში მოხვდეს გარანტირებულად, მაშინ მან უნდა გააკეთოს ამ 3 რამიდან ერთ-ერთი მაინც: 1. მოკლას არამუსლიმი ადამიანი ბრძოლაში. 2. მისი 2 შვილი მაინც უნდა მოკვდეს ალლაჰისთვის ბრძოლაში. 3. დაიზეპიროს ალლაჰის 99 სახელი. 24) ჰომოსექსუალები სიკვდილით უნდა იქნან დასჯილნი. 25) რწმენისგან განდგომილნი, ანუ მუსლიმები, რომლებმაც უარჰყვეს ისლამი და გადავიდნენ სხვა რელიგიაზე ან გახდნენ უბრალოდ ათეისტები, ცხადდებიან ქააფირებად და ისჯებიან სიკვდილით. მაგალითად აქვე წარმოგიდგენთ სამარცხვინო სიას იმ 13 ქვეყნისა, სადაც ათეისტები ისჯებიან სიკვდილით 2018 წელსაც კი. ასეთი მხოლოდ ისლამური ქვეყნებია: ავღანეთი, ირანი, მალაიზია, მალდივის კუნძულები, მავრიტანია, ნიგერია, პაკისტანი, კატარი (ყატარი), საუდის არაბეთი, სომალი, სუდანი, იემენი და არაბეთის გაერთიანებული ემირატები. 10 აკრძალვა (ჰარამი) ისლამში: 1) ჰარამია, ამოიპუტო წარბები. 2) ჰარამია, რომ ინახავდე სურათებს სახლში. 3) თუ ქალი უარს იტყვის, რომ იაროს პირბადით, მაშინ მუსლიმურმა თემმა (უმამ) უნდა მიიჩნიოს იგი ქმრის მონა ქალად (ხარჭად) და არა ცოლად. 4) ქალებს არ აქვთ გაშლილი თმის ან ნიღბის (რუს. "პარიკი") ტარების უფლება. 5) ქორწინებამდე სექსის გამო მუსლიმი ისჯება ზოგიერთ ქვეყანაში სიკვდილით, ხოლო ზოგ მუსლიმურ ქვეყანაში, სადაც უფრო მეტად რბილ ინტერპრეტაციას ირჩევენ ყურანისა და ჰადისის - 100 როზგით და 1 წლით მუსლიმური საზოგადოებისგან (უმასგან) მოკვეთით, გადასახლებით. 6) ჰარამია ყვითელი ფერის რაიმეს ტარება. 7) მუსლიმმა თავი უნდა შეიკავოს დამთქნარებისგან. მუჰამედმა თქვა: მთქნარება იბლისისგანაა (სატანისგანაა). 8) ძაღლები უნდა დაიხოცნონ ან არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოლიონ ადამიანებმა და გააგდონ სახლიდან. "ეს დაწყევლილი და ალლაჰისთვის საძულველი ცხოველია." 9) მუჰამედმა ქალებს ურჩია, ძუძუთი კვებონ ის კაცები, ვისთან მეგობრობაც სურთ, ვისთან ლაპარაკიც სურთ ისევე გახსნილად, როგორც ოჯახის წევრებთან საუბრობენ. თუ ქალი კაცს ძუძუთი გამოკვებას, მაშინ ის კაცი უკვე ითვლება ოჯახის წევრად და ქორწინების უფლება აღარ აქვთ ასეთ ქალს და კაცს. 10) ჰარამია ისლამში გულაღმა წოლა, თუ ამავდროულად თავქვეშ გაქვს ამოდებული ხელები და ფეხები კი - გადაჯვარედინებული. ირანში 1979 წელს ისლამური რევოლუცია მოხდა. იქამდე ირანი სეკულარული სახელმწიფო გახლდათ, იგი იმართებოდა სამოქალაქო კანონმდებლობით და არა რელიგიური კანონმდებლობით. მას მართავდა შაჰი, რომელსაც კარგი ურთიერთობების დამყარება სურდა დასავლურ სამყაროსთან. ეს შაჰი გადააგდეს რელიგიურმა ლიდერებმა და ქვეყანაში გააუქმეს სეკულარიზმი, ირანი გახდა თეოკრატიული სახელმწიფო და დღემდე (2018 წლამდე) იმართება თეოკრატიით (ბერძ. "თეოს" -ღმერთი, "კრატოს" - მმართველობა). აი შედეგიც: 1996 წლის სექტემბერში, როცა ავღანეთში, ქაბულში თალიბანის მმართველობა დამყარდა, რადიო "შარიათმა" ყველა ავღანელისთვის სავალდებულო 16 მითითება გამოაცხადა. ქვეყანაში ახალი ეპოქა იწყებოდა: 1. ქალებს ეკრძალებათ შილიფად ჩაცმა. მძღოლებს არ აქვთ უფლება, თავდაუბურავ ან გამომწვევად ჩაცმულ ქალებს, რომლებიც თანმხლები მამაკაცის გარეშე არიან, მოემსახურონ და ტრანსპორტში ასვლის ნება მისცენ. ვინც ასე მოიქცევა - დააპატიმრებენ. ქუჩაში შემჩნეული თავისუფლად ჩაცმული ქალის ქმარი დაისჯება და მათი სახლი გაიჩხრიკება. 2. იკრძალება მუსიკა. მაღაზიებში, სასტუმროებში, ყველანაირ ტრანსპორტში იკრძალება მუსიკა და კასეტების რეალიზაცია. თუ რომელიმე მაღაზიაში დაფიქსირდება კასეტებით ვაჭრობის ფაქტი, ის მაღაზია დაილუქება და მფლობელი დაპატიმრდება. 3. იკრძალება წვერის გაპარსვა. ყველა მამაკაცს, რომელიც წვერს გაიპარსავს ან შეიკრეჭს, დააპატიმრებენ და ციხეში დარჩება მანამ, სანამ წვერი მუშტის სიგრძეზე არ მოეზრდება. 4. კანონი ლოცვის შესახებ. ლოცვის დაკანონებული ჟამნი მკაცრად იქნას დაცული ქვეყნის ყველა რეგიონში. ლოცვების ზუსტი დრო გამოცხადებულ იქნება "წესრიგის დამყარებისა და ცოდვათა დაძლევის სამინისტრო" -ს მიერ. ლოცვის დაწყებამდე 15 წუთით ადრე და მერეც, მთელი ლოცვის განმავლობაში მკაცრად იკრძალება ნებისმიერი სახის ტრანსპორტის გადაადგილება. მამაკაცებს, რომლებიც ამ დროს მაღაზიებში ან სადმე სხვაგან იქნებიან შემჩნეულნი - დააპატიმრებენ. 5. იკრძალება მტრედების მოშენება და ფრინველთა პაექრობების მოწყობა. ზემოაღნიშნული გატაცება უნდა აღმოიფხვრას. ფრინველები, რომლებსაც მოაშენებენ პაექრობებისთვის - გაიჟლიტება. 6. კანონი ნარკოტიკებისა და მათი მომხმარებლების წინააღმდეგ. ნარკოტიკის მოხმარებაში შემჩნეულ ყველა პირს დააპატიმრებენ. ასევე მიღებული იქნება ზომები წამლის შენახვის ადგილისა და მისი გამსაღებლის ან გამსაღებელთა გამოსავლენად. 7. კანონი ფრანის აკრძალვის შესახებ. ფრანით გართობას ასევე სავალალო შედეგებამდე მიჰყავს ახალგაზრდა თაობა, როგორიცაა სანაძლეოს დადება, გაკვეთილების გაცდენა და ბავშვთა სიკვდილიანობა. მაღაზიები, რომლებიც ფრანს გაყიდიან - დაიკეტება. 8. იკრძალება სურათები. ყველა ტრანსპორტი, მაღაზია, სახლი, სასტუმრო და სხვა ადგილები, გაიწმინდოს სურათებისა და პლაკატებისგან. იქ არსებული ყველა სურათი განადგურდეს დაწესებულებათა მფლობელების მიერ! 9. იკრძალება აზარტული თამაშები. ყველა სათამაშო დაწესებულება და მათი მფლობელები 1 თვის ვადით იქნან დაპატიმრებულნი. 10. იკრძალება ევროპული ვარცხნილობა. ყველა გრძელთმიან მამაკაცს დააკავებენ და გადასცემენ "წესრიგის დამყარებისა და ცოდვათა დაძლევის სამინისტრო" -ს, სადაც მას გაკრეჭენ, თმის შეჭრის ხარჯებს კი თავად დაკავებული დაფარავს. 11. იკრძალება პროცენტის აღება ვალად გაცემულ თანხაზე, ფულის გადახურდავებისას ან გადაცვლისას. 12. იკრძალება მდინარის პირას, მდინარის წყალში სარეცხის რეცხვა. ქალებს, რომლებიც ამ კანონს დაარღვევენ, ყველა ისლამური წესის დაცვით დააკავებენ და მიჰგვრიან ქმრებს, რომლებიც შესაბამისად, პასუხს აგებენ ცოლის დანაშაულზე და მკაცრად დაისჯებიან. 13. იკრძალება მუსიკა და ცეკვა ქორწილებსა და ნიშნობებზე. ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში, ოჯახის უფროსი დაპატიმრდება და შესაბამისად დაისჯება. 14. იკრძალება დოლზე დაკვრა. სასჯელს იმ პირთა მიმართ, ვინც ამ კანონს დაარღვევს და დაუკრავს ზემოაღნიშნულ ინსტრუმენტზე, უხუცესთა რელიგიური საბჭო განსაზღვრავს. 15. მკერავებს ეკრძალებათ ქალის ტანსაცმლის კერვა და შეკვეთების მიღება. რომელიმე სამკერვალოში მოდური ჟურნალების აღმოჩენის შემთხვევაში, მკერავი დაუყოვნებლივ დაპატიმრდება. 16. იკრძალება მკითხაობა. ამ თემაზე შექმნილი ყოველი წიგნი დაიწვება. ზემოაღნიშნული საქმიანობით დაკავებული ყველა პირი დაპატიმრდება და პატიმრობაში იქნება მანამ, სანამ არ მოინანიებს. შარიათის კანონების მიღება ევროპაში მიგრანტებად შესულმა მუსლიმებმაც მოინდომეს. ისინი მოითხოვენ უამრავ რაიმეს და რაც უფრო იზრდება მათი რიცხოვნობა და პროცენტულობა მოსახლეობაში, უფრო და უფრო მკაცრად ითხოვენ მთავრობისგან სხვადასხვა ისლამური კანონის დაკანონებას ბრიტანეთის, საფრანგეთის და სხვა ევროპული სახელმწიფოების მიერ. ლონდონის ქუჩებში უკვე შექმნილია შარიათის პოლიცია, რომელიც მოძრაობს და ავიწროებს ყველას, ვინც ეწევა, სვამს ალკოჰოლურ სასმელს, აცვია ხალვათად, ავიწროებენ სექსუალურ უმცირესობებს და ა.შ. ამ ვიდეოში ნაჩვენებია თუ რა ხდება ინგლისურ ქალაქ ლუტონში 2012 წელს, სადაც მუსლიმები აპროტესტებდნენ ტერორისტის ცოლის და მისი ხელშემწყობი ქალის დაკავებას და სკანდირებდნენ "ბრიტანული პოლიცია ჯოჯოხეთში დაინთქას!". "ბრიტანეთი ჯოჯოხეთში დაინთქას!" მათი რიცხვი ძალიან იზრდება დასავლეთ ევროპაში. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები, როდესაც ისინი მოსახლეობის ნახევარს ან მეტს შეადგენენ... აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა კი უარი განაცხადეს, მიეღოთ მუსლიმი მიგრანტები და ამის გამო მათ ევროკავშირი სანქციებით ემუქრება. თუმცა მაგალითად პოლონეთმა უკან არ დაიხია. პოლონელი ხალხი ადგა და გარეთ გამოვიდა. მათ ხელისუფლებაში ეროვნული, კონსერვატული ძალები მოიყვანეს. აი, როგორი განცხადებით წარდგა ერთ-ერთი პოლონელი ულამაზესი ახალგაზრდა პატრიოტი ქალი ამ აქციაზე: "ანჟემ ჩუდარი, რომელიც ცნობილი გახდა დიდ ბრიტანეთში შარიათის კანონების შემოტანის მოთხოვნით, თქვა რომ "ერთ დღესაც შარიათის კანონები პოლონეთშიც დაინერგება", ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებელია, ყველა მჩაგვრელი რეჟიმი განადგურდეს და როცა ხალხი ვიღაც სხვისგან იმართება, თუნდაც ალლაჰისგან, ეს უკვე იღებს ზეწოლის სახეს. მადლობა ჩვენს პოლიტიკოსებს... თქვენი რეჟიმი სულ მალე დაემხობა!!! და ამით ხალხი გაიხარებს! თქვენნაირი ხელმძღვანელების გარეშე... თქვენ - მუსლიმო იმამებო! ჩვენს მიწაზე არ შეგეძლებათ შემოიტანოთ თქვენი ისლამური წესები! ეს პოლონეთია! ჩვენი სამშობლო! ჩვენი სახელმწიფო! ჩვენი წესები და ღირებულებები... იესო ქრისტე მეფობს ჩვენთან! ჩვენ არ გვაინტერესებს ევროკავშირის დავალებები! არც იმიგრაციის წესები... მე ვიმეორებ: ეს არ არის ჩვენი ომი, ეს არ არის ჩვენი კულტურა, ეს არაა ჩვენი რწმენა და ესენი არ არიან ჩვენი იმიგრანტები! როდესაც ევროპას უდიდესი საფრთხე დაემუქრა, კვლავ აღდგა ის ერი, რომელიც ისტორიულად ცნობილია იმით, რომ უპირსპირდება აბსოლუტურად ყველა ანტისაკაცობრიო იდეოლოგიას, რაც კი ადამიანის ტვინს შეუქმნია. არ წყდება ეროვნულ ფესვებს და არ ივიწყებს ადამიანურ, ჰუმანურ, უკვდავ ფასეულობებს, რომლებიც არ ძველდება, ყავლი არ გასდის და არის სამარადისო. პოლონელები ეწინააღმდეგებოდნენ ფაშიზმს, ნაციონალ-სოციალიზმს. პოლონელები ეწინააღმდეგებოდნენ ებრაელთა, როგორც ეთნოსის დევნას, პოლონელები ეწინააღმდეგებოდნენ რუსულ ცარიზმს და იმპერიალიზმს... ისინი ომს აგრძელებდნენ მაშინაც, როდესაც იცოდნენ, რომ გამარჯვების არანაირი იმედი აღარ არსებობდა და ჰოი, საოცრებავ - მაინც იმარჯვებდნენ.... ისინი ომობდნენ მორალური ღირებულებებისთვის, და ამიტომაც ცნობილნი არიან ევროპაში, როგორც დონ კიხოტების ერი. დღეს ეს 40-მილიონიანი დიადი ერი ერთ მუშტად, ერთ სულად და ხორცად შეკრული აღდგა კიდევ რამდენიმე ანტისაკაცობრიო იდეოლოგიის - ნეო-ლიბერალიზმის, მულტიკურალიზმის და ისლამური შარიათის წინააღმდეგ. "დიდება პოლონელ ერს! დიდება სიმართლეს და კაცობრიობის უკეთეს მომავალს!" გაისმოდა პოლონელთა შეძახილები იმ აქციაზე, რომელმაც ევროპაში ახალ, ეროვნულ ეპოქას დაუდო სათავე. ასევე დაგაინტერესებთ: 1) მუსტაფა ქემალ ათათურქი - კაცი, რომელმაც თურქეთი შარიათისგან იხსნა 2) ქალთა დისკრიმინაცია ისლამში 3) ისლამი - მშვიდობის რელიგია თუ თავად ტერორიზმი? 4) ისლამი და პედოფილია 5) ალაჰი - მთვარის წარმართული ღმერთის სახელი 6) დონალდ ტრამპის ლექსი მიგრანტების შესახებ 7) გერთ ვაილდერსი - ნაციონალიზმის აღმავლობა დასავლეთ ევროპაში 8) ავღანელმა მიგრანტებმა ფრანგი გოგო სასტიკად სცემეს ხალვათად ჩაცმულობის გამო 9) საქართველოს მოქალაქეობის მიღება რთულდება 10) ევროპული ნაციონალიზმი კვლავ ძლიერდება 11) მუჰამედის მიერ გამართული სისხლისმღვრელი ბრძოლები ავტორი: თორნიკე ფხალაძე 5036 4-ს მოსწონს |
• Criticizing Muhammad or denying that he is a prophet is punishable by death.
• Criticizing or denying Allah, the god of Islam is punishable by death.
• A Muslim who becomes a non-Muslim is punishable by death.
• A non-Muslim who leads a Muslim away from Islam is punishable by death.
• A non-Muslim man who marries a Muslim woman is punishable by death.
• A man can marry an infant girl and consummate the marriage when she is 9 years old.
• Girls' clitoris should be cut (Muhammad's words, Book 41, Kitab Al-Adab, Hadith 5251).
• A woman can have 1 husband, who can have up to 4 wives; Muhammad can have more.
• A man can beat his wife for insubordination.
• A man can unilaterally divorce his wife; a woman needs her husband's consent to divorce.
• A divorced wife loses custody of all children over 6 years of age or when they exceed it.
• Testimonies of four male witnesses are required to prove rape against a woman.
• A woman who has been raped cannot testify in court against her rapist(s).
• A woman's testimony in court, allowed in property cases, carries ½ the weight of a man's.
• A female heir inherits half of what a male heir inherits.
• A woman cannot drive a car, as it leads to fitnah (upheaval).
• A woman cannot speak alone to a man who is not her husband or relative.
• Meat to eat must come from animals that have been sacrificed to Allah - i.e., be "Halal".
• Muslims should engage in Taqiyya and lie to non-Muslims to advance Islam.