x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
რუსეთი ოკუპანტი არ არის – ტერიტორია ეკუთვნის იმ ხალხს, ვინც იქ ცხოვრობს - თბილისში მყოფი რუსი ჟურნალისტი
image


რუსული სახელისუფლებლო გამოცემა “რია ნოვოსტის” პოლიტიკური მიმომხილველის დიმიტრი კოსირევის განცხადებით, რუსეთი ოკუპანტი არაა.
როგორც მან თბილისში მედია ფორუმზე ყოფნისას ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხის განსახილველად საჭიროა დიალოგი. კოსირევი ერთერთი პირველი იყო, რომელიც ფორუმის მონაწილეთაგან სასტუმროს შენობიდან აქციის მსვლელობისას გამოვიდა და ხალხმრავლობის მიუხედავად კართან სიგარეტს ირონიულად ეწეოდა, ჟურნალისტების კითხვებზე აღნიშნავდა, რომ „არ იცის, ოკუპაციის შესახებ“... ამ ფრაზებმა აქციის მონაწილეთა გაღიზიანება გამოიწვია.

.
“ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით, რუსეთი ოკუპანტი არ არის. მე არ ვიცი, ეს ჩემი სპეციალობა არაა, თუმცა მე ეს ასე მეჩვენება. თქვენ შეგიძლიათ დამარწმუნოთ, რომ მე ვცდები, ეს შესაძლებელია, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ასე არ არის, ამას ვგრძნობ. ჩავთვალოთ, რომ ამ ვიზიტიდან მე დავბრუნდები ახალი ინფორმაციით, რომელზეც ვიფიქრებ.

.
რაც შეეხება კითხვას, ვისი ტერიტორიაზე ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ასე უპასუხა:
„მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ტერიტორია ეკუთვნის იმ ხალხს, ვინც იქ ცხოვრობს. ჩვენს ტელევიზიაში ხშირად ეწყობა სპეციალური გადაცემები, რომელშიც მონაწილეობენ ძირითადად უკრაინელები. ტელევიზია მათ აძლევს საშუალებას ისაუბრონ, იჩხუბონ, თუმცა ეს არის დიალოგი, რომელშიც ან მონაწილეობ, ან არა. დიალოგის მიმდინარეობისას ადამიანები იგებენ, თუ რა ხდებ მთელ მსოფლიოში, ვინ რას ფიქრობს. ეს არის ტიპიური სიტუაცია. დასავლური ქვეყნები რაღაცას გამოთქვამენ, შემდეგ იცვლიან საკუთარ მოსაზრებას. ახლა დასავლურ ქვეყნებში მიმდინარეობს იდეური და პოლიტიკური რევოლუციის მსგავსი პროცესი. ახლა დასავლეთის მსგავსად ფიქრი, სამწუხარო სურათია, რადგან ის თავად ახლა იშლება ნაწილებად. აშშ-ში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი, წადით და ნახეთ რა ხდება“, – განაცხადა კოსირევმა.


.
ცნობისთვის, თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასში“ პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული მედია ფორუმი მიმდინარეობს სადაც რუსი, ქართველი და აზერბაიჯანელი ჟურალისტები მონაწილეობენ. აღნიშნულის გამო, სასტუმროსთან დილიდან მოქალაქეები ფორუმის ჩატარებას აპროტესტებდნენ.

1
594
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
594
  
2018, 9 სექტემბერი, 9:14
ოკუპანტი არის მიშა თავისი ნაცხროვით
0 1 1