სხვა როცა პოლიტიკოსს ქალისკენ გაურბის თვალი-ყველაზე პიკანტური და კურიოზული შემთხვევები 2018, 5 სექტემბერი, 11:06 არიტა ფრანკლინის დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონიალზე, ჟურნალისტებს არ გამორჩათ აშშ-ს ექს-პრეზიდენტი ბილ კლინტონი როგორი გაბრწყინებული თვალებით, გაღიმებული და ავხორცულად უყურებდა ამერიკელ მომღერალს არიანა გრანდეს, რომელიც მის წინ მოკლე ქვედაბოლოთი ფრანკლინის ცნობილ ჰიტს Natural Woman-ს ასრულებდა. მსგავს პიკანტურ სიტუაციაში მრავალი ცნობილი პოლიტიკოსი მოხვედრილა, რომელიც ელემენტარულად თავს ვერ იკავებს თვით ოფიციალურ უმაღლესი დონის შეხვედრებზე და თვალი ლამაზი ქალისკენ გაურბის. ჰელსინკში პუტინი-ტრამპის შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავრომა, რომელიც ყოველთვის თავშეკავებულობით გამორჩევა, მაინც ვერ მოითმინა და აშშ-ს პირველი ლედის მელანია ტრამპის ლამაზი ფეხები დიდი ინტერესით შეათვალიერა. აშშ-ს ექს პრეზიდენტს ბარაკ ობას კინაღამ შეელახა სანიმუშო მეოჯახის რეპუტაცია 2009 წელს, როდესაც თავი ვეღარ შეიკავა და დიდი ინტერესით დააკვირდა ბრაზილიელი ქალის მომრგვალებულ უკანალს. 2013 წელს გერმანიაში ვიზიტის დროს პუტინს FEMEN-ის წარმოადგენელი ქალი მკერდმოშიშვლებული წინ დაუდგა.პუტინის რეაქცია მართლაც ღიმილისმომგვრელია. მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში ხორვატია-საფრანგეთის მატჩის დროს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისე ეკურკურებოდა ხორვატიის პრეზიდენტს კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩის, რომ სულ გადაავიწყდა ყველა და ყველაფერი და მათ შორის იქვე მყოფი საკუთარი ცოლიც. სილვიო ბერლუსკონე რომ ცნობილი მექალთანეა ყველასთვის ცნობილია.... და ბოლოს... კლასიკად ქცეული რეტრო-ფოტო-გენერალური მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი-რომელსაც უყვარდა ავტომობილები, ქალები და...სიბერეში ჩინ-მედლები. იხილეთ მსგავს თემაზე:ცნობილ მომღერალს არიანა გრანდეს მღვდელი დაკრძალვაზე მკერდზე უთათუნებდა ხელს(ვიდეო) 2730 6-ს მოსწონს
|