x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მამაკაცის დაავადების ალბათობა საყვარელთან სექსის დროს უფრო მაღალია,ვიდრე ცოლთან
image
ასე დასკვნა გამოიტანეს ფლორენციის უნივერსიტეტის(University of Florence) პროფესორებმა ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ.
კვლევის შედეგები ჟურნალ Journal of Sexual Medicine-ში გამოქვეყნდა.
როგორც აღმოჩნდა, ქორწინების გარეთ კავშირს რამდენიმე უარყოფითი ასპექტი გააჩნია:ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური და მათ შორის სექსუალურიც.ღალატის დროს მამაკაცი განიცდის სტრესს, რომელიც ნელ-ნელა ანადგურებს მას, დანაშაულის გრძნობა და "გამჟღავნების" შიში იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს, რომელსაც ინფარქტამდე და ჰიპერტონიულ კრიზისამდე მიყავს.
ამასთანავე როგორც წესი, მამაკაცი უმეტესად საყვარელთან სექსის წინ მსუყე საკვებს და ალკოჰოლს უთავსებს. იტალიელი სპეციალისტების დასკვნებს ადასტურებენ მათი გერმანელი და ამერიკელი კოლეგებიც, რომლებმაც უფრო ადრეული დაკვირვების შედეგად დაასკვნეს, რომ მოულოდნელი სიკვდილის მესამედი მამაკაცებში სექსის დროს საყვარელთან ატეროსკლეროზმა გამოიწვია. მაპროვოცირებელი მიზეზი სტრესი, გადატვირთვა და ალკოჰოლი გახდა.
რამდენიმე ათასი მამაკაცის მონაცემების შესწავლის შემდეგ დადგინდა საინტერესო სტატისტიკა:აღმოჩნდა, რომ მამაკაცების მხოლოდ 20% დაიღუპა ცოლებთან ალერსის დროს - ყველა სხვა ტრაგიკული შემთხვევა, თითქმის 80% მოხდა მაშინ, როდესაც მამაკაცები საყვარელთან ან მეძავთან ერთობოდნენ.
თუმცა მთლიანობაში იტალიელმა მეცნიერებმა ისიც აღნიშნეს, მამაკაცის გარდაცვალების ალბათობა ინფარქტით სქესობრივი კავშირის დროს ძალზე მცირეა-1%-ზე ნაკლები.
კვლევის ხელმძღვანელი, პროფესორი ალესანდრა ფიშერი (Alessandra Fisher)) მიუთითებს, რომ ხშირ შემთხვევაში "მრუშობით" გამოწვეულ სიკვდილიანობას წინ უძღოდა უხვი საკვები და უხვი ალკოჰოლი.
0
130
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0