x
image
klopka
თუ თქვენს ძროხას კარგად მოექცევით, მეტს მოიწველის

image„ძროხა, რომელსაც სახელს არქმევენ, მეტს იწველის“, — ამბობენ ნიუკასლის უნივერსიტეტის (ინგლისი) მეცნიერ-მუშაკები. თუ კარგად ექცევიან ძროხას, წელიწადში დაახლოებით 280 ლიტრით მეტს მოიწველის. „როგორც ადამიანებს სიამოვნებთ კარგი მოპყრობა, ასევე რეაგირებს ძროხა სითბოზე, — ამბობს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის დოქტორი კათრინ დუგლასი. — გამოკვლევებს ახალი არაფერი გამოუვლენია; ეს ისედაც კარგად იცოდნენ გამოცდილმა ფერმერებმა. თუ მეტ ყურადღებას დაუთმობ პირუტყვს, მაგალითად სახელით მოუხმობ ან ზრდის პროცესში მეტ სითბოს გამოავლენ, მხოლოდ ადამიანებისადმი კი არ განაწყობ დადებითად, არამედ ის უფრო მეტსაც მოიწველის“.

1
165
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:klopka
klopka
165
  
2013, 28 იანვარი, 15:11
საინტერესოა:)
0 1 1