„რეიტერის“ (ლონდონი)
მიერ მოწოდებულ საინფორმაციო ცნობის თანახმად, რომელშიც ციტირებული იყო ლესტერის უნივერსიტეტის
(ინგლისი) კრიმინალისტიკის ლექტორის ჯეიმზ ტრედუელის სიტყვები, „იაფი ელექტროსაქონლის
შემოტანამ“ ბრიტანელ ქურდები შეიძლება უმუშევრად დატოვოს. მაგალითად, მოპარული იაფფასიანი
DVD-პლეიერის გაყიდვას აზრი თითქმის ეკარგება. მათი „მოპარვა არც კი ღირს“, —
ამბობს ტრედუელი. მაგრამ ფასების ვარდნამ დამნაშავეობა ვერ შეაჩერა. ქურდებმა ამჯერად
უფრო ძვირადღირებული და ადვილად გასაყიდი საქონლის მოპარვა დაიწყეს, მაგალითად მობილური
ტელეფონებისა და აიპოდების (iPod), რომლებიც ხალხს ჩვეულებრივ სულ თან დააქვს. ასე
რომ, ქურდებმა ახლა ჯიბის ქურდობას მიჰყვეს ხელი.