x
image
alex999
დღეში 3 ლიტრი წყალი, ერთი კვირის განმავლობაში - სიურპრიზებით აღსავსე ექსპერიმენტი

პროფესორები გვირჩევენ, რომ დღეში საშუალოდ 2 ლიტრამდე წყალი უნდა დავლიოთ. თუმცა ძალიან ბევრ ჩვენთაგანს გვავიწყდება, რომ ზოგჯერ 1 ლიტრაზე მეტს არ ვსვამთ 24 საათის განმავლობაში. რათქმაუნდა ეს ძალიან ცუდი ფაქტია.


სოფი სვიჩოვსკიც ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ზოგჯერ დღეში მხოლოდ 1 ჭიქა წყალს სვავდა. იგი ყავის მოყვარული იყო, დღეში რამოდენიმე ჭიქას მიირთმევდა, ხოლო წყალი შუა დღის საათებში თუ გაახსენდებოდა. ამ პერიოდში სოფის დაეწყო ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები: უძილობა, კანის ნაადრევი დაბერების პროცესი, სტრესი, დაღლილობა, თავის ტკივილი და ა.შ...


მოგვიანებით მან გადაწყვიტა იაპონური მეთოდით ამ პრობლემის მოგვარება - "დღეში 3 ლიტრი წყალი, 1 კვირის განმავლობაში"


image




ექსპერიმენტის დაწყებამდე...


image


ექსპერიმენტის დაწყებამდე სოფიმ მიაკითხა თავის ექიმს და ჰკითხა ექნებოდა თუ არა რაიმე უარყოფითი შედეგი, დღეში 3 ლიტრა წყლის დალევის შედეგად. სოფიმ ექიმისგან დადებითი პასუხი და რეკომენდაციაც მიიღო. ამ ეტაპის შემდეგ იწყება სოფის ექსპერიმენტი....









დღე "I"



image



პირველ დღეს, სოფიმ შუადღემდე მხოლოდ 1 ლიტრა წყალი დალია. საღამოს 9 საათზე მას უკვე შესრულებული ჰქონდა 3 ლიტრა, თუმცა დღის განმავლობაში 12 ჯერ მოუწია საპირფარეშოში გასვლა - ეს სოფისთვის რეკორდული მაჩვენებელი იყო. ძილის წინ სიმძიმეს და საშინელ დისკომფორტს გრძნობდა, ვერ წარმოედგინა, რომ იგივე კიდევ 6 დღის განმავლობაში უნდა შეესრულებინა....




დღე "II"


image


სოფიმ დილა უზმოზე 1 ჭიქა წყლით დაიწყო. დღის ბოლომდე განსხვავებულს არაფერს გრძნობდა, ერთადერთი რამ, რაც მის ცხოვრებაში შეიცვალა, იყო საპირფარეშოში მალ-მალე გასვლა....




დღე "III"


image


ექსპერიმენტის მესამე დღე სოფისთვის საინტერესო აღმოჩნდა - დილას კარგ გუნებაზე გაიღვიძა, მისი კანი შედარებით რბილიც იყო. დღის განმავლობაში მას თითქმის არაფერი მიურთმევია, თუმცა სპორტულ დარბაზში საკმაოდ ენერგიულად გამოიყურებოდა....




დღე "IV"


image


მეოთხე დღეს სოფის ორგანიზმი უკვე შეეჩვია სიტუაციას. ის უკვე აღარ გრძნობდა სიმძიმეს და აღარც საპირფარეშოში უწევდა მალ-მალე სირბილი. გარდა ამისა, მან კიდევ ერთი დადებითი მხარე აღმოაჩინა: - წინა ღამით მას გადაჭარბებული რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი ჰქონდა დალეული, თუმცა დილას თავის ტკივილმა საერთოდ არ შეაწუხა, სოფი შედეგს იღებდა.




დღე "V"


image


მეხუთე დღეს, მან შეამჩნია რომ თვალის ქვეშ მყოფი "ჩანთები" შედარებით შესუსტდა, კიდევ გაოცებული იყო იმ ფაქტით, რომ ის უკვე 3, 5 ლიტრა წყალს სვავდა უპრობლემოდ. თავს უფრო მსუბუქად გრძნობდა...




დღე "VI"


image



კვირის მიწურულს, სოფის უფრო გლუვი კანი აქვს, მეხსიერებაც გაუუმჯობესდა, სახეც თითქოს სულ უბრწყინავდა და რაც მთავარია ამ ყველაფერმა სოფიზე დადებითი ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინა. სოფის აზრით, ერთადერთი უარყოფითი თვისება საპირფარეშოში "სირბილი" იყო....




დღე "VII" და შედეგი


image



ექსპერიმენტით სოფი ძალიან კმაყოფილი დარჩა. მხოლოდ 7 დღეში მისი ცხოვრება შეიცვალა, აღარ აწუხებდა თავის ტკივილები, დაღლილობა და უხასიათობა. უფრო ახალგაზრდულადაც გამოიყურებოდა, მისი აზრით შესაძლებელია ამ მეთოდის სიბერის დაძლევაც. გარდა ამ ყველაფრისა, სოფიმ წონაში დაიკლო 3, 7 კილოგრამით, აღარ აწუხებდა შფოთვები და უძილობა!













სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. რატომ უნდა ჩავაგდოთ მდუღარე რძეში ლეღვი?

2. 17 მიზეზი იმისა, თუ რატომ წვება ქალი მამაკაცთან

3. 11 ფოტო, რომელიც არ საჭიროებს ბევრ ახსნა-განმარტებას - ემოციური კადრები

4. დედები, რომლებიც მშობიარობის მოლოდინში არიან - სახალისო ემოციები

5. მიმდინარე წელს დასრულებული, წლის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერები (II ნაწილი)

6. ვაკანსია - უნდა მოუაროთ 55 კატას, პირობები: უფასოდ სახლი, სამჯერადი კვება და 2000 ევრო ხელფასი

7. იაპონური ექსპერიმენტული პროცედურა: რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 1 თვის განმავლობაში უზმოზე წყალს დალევთ?

8. ამაზონის ტყეებში ახალი არაცივილიზებული ტომი აღმოაჩინეს!

9. საუდის არაბეთი - 17 უცნაური ფაქტი ახლო აღმოსავლეთის ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნის შესახებ!

10. ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ!

1
2139
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
2139
  
2018, 4 სექტემბერი, 23:47
საინტერესოა და რეალურად სასარგებლოც...
0 1 1