x
image
alex999
როგორ ინარჩუნებს ჯენიფერ ლოპესი ახალგაზრდულ გარეგნობას? - მეგავარსკვლავი 8 საიდუმლოს გვიმხელს!

ბოლო დღეებში ჯენიფერ ლოპესი საკუთარ ინსტაგრამის ანგარიშზე ვარჯიშის ფოტოებს აზიარებს. იგი 49 წლისაა, თუმცა გამოიყურება როგორც 29 წლის ახალგაზრდა ქალბატონი. მას ნამდვილად საოცარი ტანი აქვს, რაც მის თაყვანისმცემლებს ორმაგად აოცებს.


ჯენიფერმა სოციალურ ქსელში ღიად ამხილა თავის ახალგაზრდობის საიდუმლო, რომელსაც სწორ კვებას და ვარჯიშს უკავშირებს. წარმოგიდგენთ ჯეი ლოს 8 საიდუმლოს, რომელიც მას ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ეხმარება.


image



1. იღვიძებს ადრე და ვარჯიშობს


image


ჯეი ლო ღამეებს არ ათენებს. ის ღამით ადრე იძინებს, რათა დილას ადრე გაიღვიძოს. მისთვის ყოველი დილა იწყება სპორტით, ეს უკვე ჩვეულებად ექცა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯენიფერს სპორტის 2 მასწავლებელი ჰყავს, აქედან გამომდინარე, სპორტი მისი განუყრელი ნაწილია.




2. არ ირუჯება



image


როგორც იცით, ზაფხულის ცხელ დღეებს ცნობილები ზღვისპირა კურორტებზე ატარებენ, თუმცა ჯენიფერი გამონაკლისია. მას კარგად აქვს შესწავლილი მზის სხივის უარყოფითი მხარეები და მაქსიმალურად ცდილობს გარუჯვისგან თავის შორს დაჭერას.




3. არ სვამს ყავას


image


ჯენიფერი საკუთარ თავს სასტიკად უკრძალავს:კოფეინს, სიგარეტს და ალკოჰოლს. რაღაც მომენტებში მას სიგარეტიც მოუწევია და ალკოჰოლიც მიურთმევია, თუმცა ყავა მისი მტერია.




4. დღეში მინიმუმ 9-10 საათი სძინავს


image


როგორც სტატიის დასაწყისში ვახსენეთ, ჯენიფერი დილას ადრე იღვიძებს. წელს ყველაზე გვიან დილის 9 საათზე გაუღვიძია (ჩვენი დროით). აქედან გამომდინარე, ის ადრეც იძინებს, ცდილობს, დღე–ღამეში 9–10 საათი მაინც ეძინოს.




5. ყოველდღე კავდება მედიტაციით


image


2015 წლიდან დღემდე, დღეში 20 წუთს მედიტაციას უთმობს.




6. ხშირად ისუფთავებს კანს


image


ვარჯიშის შემდეგ, 2 წუთის განმავლობაში სახეს წყლით იბანს. რა თქმა უნდა, მაკიაჟით არასდროს დაწოლილა დასაძინებლად.




7. დღეში მინიმუმ 8 ჭიქა წყალს სვამს


image


"ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა აუცილებელია, ამისთვის დღეში მინიმუმ 8 ჭიქა წყალი უნდა დალიოთ" - წერს ჯენიფერი ინსტაგრამის გვერდზე. მისი აზრით, ვარჯიშის წინ წყლის დალევა ენერგიას მატებს.




8. უპირატესობას ანიჭებს ბოსტეულით კვებას


image


იშვიათად ეკარება ხორცეულს და ცომეულს. მისი საყვარელი საკვების 80% თითქმის ბოსტნეულისგანაა დამზადებული. გარდა ამისა, გაზიან სასმელებსაც იშვიათად მიირთმევს!










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. ცოდნა არ გაწყენთ: 13 სხვადასხვა საკვების მონელებისთვის საჭირო დრო

2. "დედაჩემი" - ეს ის სიყვარულია რასაც ვერაფერი შეცვლის (რევაზ ინანიშვილი)

3. როგორ განადგურდება დედამიწა? რა მოხდება მომდევნო 1 ტრილიონი წლის განმავლობაში?

4. 16 აბსურდული რამ, რომელსაც წარსულში ჩვეულებრივად აღიქვამდნენ

5. რამდენად კარგად იცით ქვეყნების დედაქალაქები?

6. Google 20 წლისაა - 20 საინტერესო ფაქტი, მსოფლიოს ყველაზე ცნობილ საძიებო სისტემის შესახებ!

7. "საოცნებო სამსახური" დაიპყრეს! - 6 თვის განმავლობაში, 55 კატის მომვლელი დასაქმებულია!

0
610
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
610
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0