x
image
ჯუზეპე
რატომ ღვინიაშვილი და არა ჭრიკიშვილი?!
ბრატისლავას -90 რეზულტატ

ქართული ძუდოს სამყაროში ბოლო თვეების მანძილზე განვითარებულ კრიზის დაემატა მესამე - ავთანდილ ჭრიკიშვილის განცხადება, სადაც იგი საუბრობდა მის მიმართ დისკრიმინაციასა და ტურნირებზე არ წაყვანის შესახებ. საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მან აღნიშნა რომ შესაძლოა იგი არ დაეყენებინათ -90 კგ წონით კატეგორიაში ბაქოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 2018 წლის 20-27 სექტემბერს იმართება. საკმაოდ დიდი დაძაბულობა გამოიწვია აღნიშნულმა ვითარებამ ძიუდოს სამყაროში. ძიუდოს გულშემატკივართა ნაწილი დაიყო საკუთარი ფავორიტი სპორტსმენებისადმი კეთილგანწყობის მიხედვით და საკმაოდ დიდი დაპირისპირება წარმოიშვა ამ პერიოდში, ხოლო დაპირისპირებამ პიკს 2018 წლის 2 სექტემბერს მიაღწია, როდესაც ავთანდილ ჭრიკიშვილი და ბექა ღვინიაშვილი ერთმანეთს ბრატისლავას ევროპის თასზე დაეჭიდნენ.

საინტერესოა თუ როგორ განვითარდა მანამდე სიტუაცია და როგორია რეალობა რა არის ობიექტური სიმართლე და როგორ გამოიყურება იგი.

-81 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ავთანდილ ჭრიკიშვილი ნამდვილად წარმატებული და ერთ-ერთი უძლიერესი სპორტსმენი “იყო" ძიუდოს სამყაროში (ამჟამად -90კგ.-ში განაგრძობს ასპარეზობას), ამ წონით კატეგორიაში მისი მედლების ყულაბა ითვლის მსოფლიო ჩემპიონის ერთ ოქროსა და ერთ ვერცხლს, ხოლო ევრპის ჩემპიონის სამ ოქროსა და ერთ ვერცხლს. ჯამში სხვადასხვა ტურნირებზე ავთანდილ ჭრიკიშვილს მოპოვებული აქვს 15 ოქროს, 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი. აღსანიშნავია რომ აქედან მხოლოდ ერთი ოქროს მედალი აქვს მას მოპოვებული -90კგ. წონით კატეგორიაში. ავთანდილ ჭრიკიშვილი 2017 წლიდან გადავიდა -90კგ. წონით კატეგორიაში, სადაც ის ჩაერთო კონკურენციაში ბექა ღვინიაშვილთან და უშანგი მარგიანთან ერთად.


ბექა ღვინიაშვილის მედლების ყულაბას რაც შეეხება, ის ითვლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ ოქროს მედალს, ევროპის ჩემპიონატის სამ ოქროსა და მასტერსის ტურნირის ორ ოქროს (აღნიშნულ ტურნირზე მხოლოდ მსოფლიოდან წონის საუკეთესო 16 სპორტსმენი მონაწილეობს). ჯამში ბექა ღვინიაშვილის ყულაბა ითვლის 14 ოქროს, 4 ვერცხლსა და 7 ბრინჯაოს.

მიმდინარე წლის ზაფხულს როდესაც სიტუაცია დაძაბულობის პიკს აღწევდა ავთანდილ ჭრიკიშვილმა საკუთარი ფბ გვერდზე გაოაქვეყნა განცხადება, რომ იგი იწვევდა ბექა ღვინიაშვილს ორთაბრძოლაში და მათში გამარჯვებული გაემგზავრებდა ბაქოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე. აღნიშნულმა გამოიწვია დიდი გაღიზიანება როგორც სპორტსმენებში, ასევე სპორტულ ჟურნალისტებს შორისაც და ხდებოდა გარჩევა ამ შემთხვევის. სტატიაში გთავაზობთ ოფიციალურ სტატისტიკაზე დაფუძნებულ მონაცემებს და იმ რეალობას, რაც ამ ორ სპორტსმენს შორის არსებობს. ძიუდოს ოფიციალურ საიტზე “www.ijf.org"-ზე ყველას შეუძლია ნახოს ნებისმიერ ძიუდოისტზე ინფორმაცია, მის მიღწევებსა და შედეგებზე. აღნიშნულ ველში შესვლისას 2017-2018 წლების მონაცემებს თუ ვნახავთ დავინახავთ, რომ ავთანდილ ჭრიკიშვილს ნაჭიდავები აქვს 7 ტურნირი და მოგებული აქვს მხოლოდ ერთი, ზაგრების გრანპრი 2018 წლის 27 ივლისს, დამატებით მას ნაჭიდავები აქვს საქართველოს ჩემპიონატი, სადაც ფინალური შეხვედრა დათმო ბექა ღვინიაშვილთან და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ამავე წლების პერიოდში ბექა ღვინიაშვილს კი ნაჭიდავები აქვს 13 ტურნირი, საიდანაც მას მოგებული აქვს დუსელდორფის გრან პრი 2017 წლის 23 თებერვალს და მასტერსი 2017 წლის დეკემბერში, ხოლო ორი ვერცხლი აქვს აღებული პარიზისა და აბუ დაბის გრან სლემზე და ერთიც ბრინჯაოს მედალი 2017 წლის ვარშავის ევროპის ჩემპიონატზე.

ტურნირების ნაკლებობა ავთანდილ ჭრიკიშვილთან მართლაც თვალში საცემია, მაგრამ აღნიშნული ფაქტი გამოწვეული არ უნდა იყოს მისი “ჩაგრულობის" გამო, არამედ აღნიშნული სტატისტიკის მიზეზი გამოწვეული ხელზე გაკეთებული ოპერაციიდან გამომდინარე, როდესაც მას არ შეეძლო ეასპარეზა ტურნირებზე. თუმცა რებილიტაციის შემდგომ იგი დაუბრუნდა ტატამს და დაბრუნების შემდგომ ბოლო ორი წლის მანძილზე მან გააკეთა საერთაშორისო ტურნირზე ერთი შედეგი, ხოლო 2 სექტემბრის მდგომარეობით ორივე სპორტსმენს მიემატა თითო შედეგი და ამ უკანასკნელი დაპირისპირებიდან ავთანდილ ჭრიკიშვილის ანგარიშზე ირიცხება ვერცხლის მედალი, ხოლო ბექა ღვინიაშვილისაზე - ოქროს მედალი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბექა ღვინიაშვილსა და ავთანდილ ჭრიკიშვილს შორის პირადი ანგარიშ გახლავთ 2:0 ბექას სასარგებლოდ. ხაზ გასასმელია მედლების საშუალო მაჩვენებელი ტურნირების მიხედვით, სადაც საშუალოდ 60%-ით უკეთესი შედეგი აქვს ბექა ღვინიაშვილს (ცამეტ ტურნირზე 5 მედალი, ხოლო ავთანდილ ჭრიკიშვილს შვიდი ტურნირიდან 1 მედალი).

სტატიაში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე ნათლად ჩანს ის აშკარა უპირატესობა, რაც ამ ორ ფალავანს შორის არსებობს და აღნიშნული კიდევ ერთხელ დამტკიცდა 2018 წლის 2 სექტემბერს ბრატისლავაში გამართულ ევროპის თასზე. განცხადება, რომ ხდებოდა დისკრიმინაცია პიროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ჭრიკიშვილის მიმართ ამ მონაცემების გაცნობის შემდგომ საეჭვო ხდება განცხადების მართებულობა. მითუმეტეს გასათვალისწინებელი გვაქვს მსოფლიო რეიტინგიც, სადაც ბექა ღვინიაშვილი მე-3 ადგილზეა მსოფლიო რეიტინგში, ხოლო ავთანდილ ჭრიკიშვილი 51-ე ადგილზე. მსოფლიო რეიტინგი კი ჰაერზე არ დგება და მითუმეტეს მარტივი მისაღწევი შედეგი არ არის წონაში მესამე ნომრად ყოფნა.

სტატიაში მოყვანილი ოფიციალური სტატისტტიკა დათვლილია ძიუდო საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური საიტიდან “www.ijf.org" 2018 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, ხოლო სტატისტიკური მონაცემები აღებულია შესაბამისი ლინკებიდან:

ავთანდილ ჭრიკიშვილი - https://www.ijf.org/judoka/1709/results?results_rank_group=all

ბექა ღვინიაშვილი - https://www.ijf.org/judoka/8167/results?results_rank_group=all

აქვე შეგიძლიათ იხილოთ სტატისტიკის ამსახველი ფოტო მასალა.

ჭრიკოტაისონა



3
295
1-ს მოსწონს
ავტორი:ჯუზეპე
ჯუზეპე
295
  
2018, 5 სექტემბერი, 22:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ჯუზეპე-ის კომენტარზე
2018, 5 სექტემბერი, 22:07
ნამდვილად გეთანხმები, მაგრამ კადრებით ავთომ იკადრა სამწუხაროდ ის რაც არ ჯდება სპორტის და კაცობის წესებში. ბექასგან ინტერნეტში ძებნისას და არც ჭორის დონეზე არაფერი არ მინახავს და მსმენია აუგი (ჟურნალისტის ტემას თუ არ ჩავთვლით და ისიც ავთოს არ ეხებოდა). წონის გდებას რაც შეეხება იზრდება ორგანიზმი და რთულია წონის დაგდება. იგივე დაემართება რაც შავდათუაშვილს დაემართა 2014 წლის მსოფლიოზე, როდესაც ზედმეტი წონის კლების გამო -66 კილოგრამში გადაეწვა ორგანიზმი და იძულებული გახდა -73-ში გადაენაცვლა. ეს კარგი მაგალითი იყო ბიჭებისთვის და ამიტომაც მასე აღარ გადაიწვავენ ორგანიზმს. არა ადვილი ყოველი ტურნირის წინ 7-8 კილოგრამის კლება. იმედია ისწავლიან ქვეყნის ინტერესების წინ დაყენებას და კაცურ მოქცევას, რომ ეს ბარდაკი აღარ იყოს და მოგვარდეს პრობლემები.
2018, 5 სექტემბერი, 17:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3