35 წლის წინ, 1983 წლის 1 სექტემბერს წყნარი ოკეანის თავზე, სახალინის მახლობლად დატრიალდა ტრაგედია, რომელსაც ზოგიერთი რუსული გამოცემა დღემდე უსირცხვილოდ "ინციდენტს" უწოდებს.საბჭოთა ავიაგამანადგურებელმა ჩამოაგდო სამხრეთ კორეული სამგზავრო Boeing 747, მთლიანად დაიღუპა 269 მგზავრი, მათ შორის 26 ბავშვი.
დღემდე რჩება კითხვის ნიშნის ქვეშ 2 ძირითადი საკითხი.ვინ გასცა საბედისწერო ბრძანება ხომალდის ჩამოგდების შესახებ და მეორე, რატომ არ დაემორჩოლა "ბოინგი" ბრძანებას დამჯდარიყო რომელიმე საბჭოთა აეროდრომზე?
ემოციურ ფონზე კრემლი ამტკიცებდა, რომ თითქოს და სამგზავრო "ბოინგი" ამერიკელებმა განზრახ გააგზავნეს საბჭოთა საჰაერო სივრცეში, რომ შეემოწმებინათ პოტენციური მოწინააღმდეგის სამხედრო-საჰაერო ძალები, ხოლო აშშ გაიძახოდა, რომ "საბჭოთა კომუნისტებმა" განზრახ ჩამოაგდეს სამგზავრო თვითმფინავი, რომ დაანახონ მსოფლიოს თუ როგორი დაუნდობლად მკაცრები არიან.
"გრიფით საიდუმლო" მოხსნის შემდეგ, "ბოინგის" შავი ყუთების მონაცემების შესწავლისას იკვეთება, რომ მოხდა საოცარი გაუგებრობა, რომელმაც კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა "ცივი ომი".
ტრაგედიის წინაპირობა
ავღანეთსა და პოლონეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ვაშინგტონში რონალდ რეიგანი მოდის ხელისუფლებაში, ხოლო მოსკოვში - იური ანდროპოვი, საბჭოთა ამერიკული ურთიერთობები "კარიბის კრიზისის" შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე ეცემა.
1982 წლის გაზაფხულზე, ორმა ამერიკულმა ავიამზიდის ჯგუფმა შემოუარეს კამჩატკას და შევიდნენ ნეიტრალურ წყლებში ოხოტის ზღვაზე, სადაც მდებარეობდა საბჭოთა წყალქვეშა სარაკეტო ბაზა.
1983 წლის მარტში და აპრილში სამმა ავიამზიდმა სამხედრო გემების მხარდაჭერით ჩაატარა სამკვირიანი წვრთნები ალეუტის კუნძულებზე.
23 მარტს რეიგანმა გამოაცხადა "სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივის"შექმნის შესახებ.
4 აპრილი, 1983 წელი.ექვსი ამერიკული გამანადგურებელი A-7 "Corsair" შევიდა საბჭოთა ტერიტორიულ წყლების საჰაერო სივრცეში მცირე კურილიის კუნძულებზე და იმიტირებული ავიადარტყმა განახორციელეს კუნძულ მწვანეზე.(Зелёный, იაპონურად სიბოცუ-ტო)
საბჭოთა კავშირის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა შოკირებული იყო ინციდენტის დროს საბჭოთა საჰაერო თავდაცვის უსუსურობით. გამოძიების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი უსტინოვმა ბრძანა სასწრაფოდ შეცვალათ სახალინზე და კურილიის კუნძულებზე მოძველებული მიგ- 21 და მიგ -23 უფრო მოწინავე მიგ-31-ით; როგორც მინისტრმა აღნიშნა, " იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ შესაძლო პროვოკაციები".
"მათი მართლაც ყელში ვწვდით", - იხსნებს აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თავდაცვის, მრეწველობის და ტექნოლოგიების დარგში უილიამ შნაიდერი.
თავის მხრივ, საბჭოთა კავშირმა, 1982 წლის 24 ნოემბერს, ევროპაში საშუალო რადიუსის რაკეტების შეზღუდვის შესახებ მოლაპარაკებები დატოვა.
8 დეკემბერს გაემიჯნა ევროპის კონტინენტზე სტრატეგიული იარაღისა და ჩვეულებრივი იარაღის შესახებ მოლაპარაკებებსაც. საბჭოთა დიპლომატიური რიტორიკა იყო "კაცთმოძულე იმპერიალისტების ბოროტი გეგმები".
საპასუხოდ ანდროპოვი 24 ნოემბრის განცხადებაში აშშ-ს დაემუქრა, რომ ჩაშლის ევროპაში "პერშინგის" და "ტომაჰავკის" და ჰიპოთეზური "ვარსკვლავური ომების პროგრამის" წარმოქმნის ეფექტს.
სამხედრო ანალიტიკოსებმა დაუყოვნებლივ გაანგარიშეს, რომ საუბარი იყო საბჭოთა ბირთვული წყალქვეშა ნავების მუდმივ პატრულირებაზე აშშ-ს ატლანტიკის და წყნარი ოკეანის სანაპიროებზე.
ტრაგედია
აი ამ ვითარებაში Korean Air -ის სამგზავრო "ბოინგი-747" რეისი ნიუ-იორკი სეული 1 სექტემბერს ადგილობრივი დროით 03:00 საათზე აფრინდა ანკორიჯის აეროპორტიდან, მარშრუტი წყნარი ოკეანის გასწვრივ მიდიოდა, ბეტელეს რადიოშუქურას გავლისას, (უკანასკნელი პუნქტი რომელიც ამერიკელებისგან კონტროლდებოდა) თვითმფრინავი რატომღაც კურს აცდა 20 კილომტრით და გადაუხვია ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, სიტუაცია არ იყო თავიდან საგანგაშო, თუმცა შემდგომ ბოინგმა განაგრძო ჩრდილოეთის მიმართულებით მოძრაობა და საბოლოოდ ცდომილებამ 500 კილომეტრს მიაღწია.
როგორც მოგვიანებით სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის(ICAO)გამოძიებით დადგინდა ხომალდის ეკიპაჟმა არასწორად დააყენა ავტოპოლოტი, შემდეგ კი პილოტებს აღარც გადაუმოწმებით ხელით კოორდინანტები და მხოლოდ ავტომატიკას ენდნენ.
04 :51 წუთზე "ბოინგი-747" საბჭოთა საჰაერო სივრცეში შეიჭრა და განაგრძო მოძრაობა კამჩატკისკენ, სადაც საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ბაზა იყო განლაგებული.იმ დღეს უნდა გამოეცადათ საბჭოთა ბალისტიკური რაკეტა SS-25, რომელსაც პლესეცკის კოსმოდრომიდან უნდა აეღო სტარტი.
ამ მოვლენებს აკვირდებოდა ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი Р-135, რომელსაც უნდა გადაეცა გამოცდის შედეგები აშშ-ს დაზვერვისთვის, სხვათა შორის Р-135 გარეგნულად თითქმის არაფრით განსხვავდებოდა "ბოინგი-747"-სგან.
მზვერავმა თვითმფრინავმა სამუშაო 02:35 წუთზე დაამთავრა და მოშორდა საბჭოთა ტერიტორიას, საერთაშორისო საჰაერო კორიდორისკენ აიღო გეზი, გზად ორი თვოთმფრინავი ერთმანეთს იმდენად მიუახლოვდა, რომ გადაკვეთაზე რადარზე ერთი ხანობა მხოლოდ ერთი წერტილი ჩანდა, სანაცვლოდ "ბოინგი-747" საბჭოთა ტერიტორიისკენ განაგრძობდა მოძრაობას.
საბჭოთა ოპერატორებმა სადაზვერვო თვითმფრინავად აღიქვეს სამგზავრო" ბოინგი" და სასწრაფოდ 6 ცალი მიგ-23 გაუშვეს, საბჭოთა ეკიპაჟმა მიწას აცნობა, რომ 06:05 წუთზე თვითმფრინავმა საბჭოთა საჰაერო სივრცე დატოვა და განაგრძობს სვლას ოხოტის ზღვისკენ, 06 :13 წუთზე "ბოინგი" ისევ შეიჭრა საბჭოთა სივრცეში, ამჯერად სახალინის თავზე, "დოლინსკ-სოკოლის" ავიაბაზიდან ცაში აიჭრა ორი სუ-15, 06:24 წუთზე პილოტებმა მიიღეს ბრძანება:"მიზანი განადგურდეს".
კაპიტანამა გენადი ოსიპოვიჩმა თვითმფრინავს ესროლა ორი რაკეტა, 12 წუთის შემდეგ "ბოინგ-747" -ის ნამსხვრევები ოკეანეში ჩავარდა.
აცნობეს თუ არა ლოგინად ჩავარდნილ ანდროპოვს ამის შესახებ? ალექსანდრე კორჟაკოვის თქმით, როგორც ჩანს, - კი. მაგრამ ის უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბორის ელცინის მომავალი დაცვის უფროსი(კორჟაკოვი) იმ დროის სუკის(კგბ) მე-9 განყოფილების ჩვეულებრივი თანამშრომელი იყო.
მაშ ანდროპოვი თუ არა, ვინ აიღო თვითმფრინავის ჩამოგდების პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე? საჰაერო თავდაცვის სარდლობამ? შტაბის უფროსმა ნიკოლაი ოგარკოვმა?თუ თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი უსტინოვმა?
პოლიტბიუროს წევრებმა კი არ იცოდნენ ეს!
ფოტოზე:მსხვერპლთა ხსოვნის მეომორიალი(იაპონია)-