x
დონალდ ტრამპი უკვე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ემუქრება

image

შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და მოქმედებები უკვე აღარავის უკვირს. მეტიც, ამ ყველაფერმა უკვე ჩვეულებრივი სახე მიიღო. ამის მაგალითია პრეზიდენტის "ტვიტერი", ოფიციალური განცხადებები თუ ინტერვიუები.

ბოლო ასეთი გაუგებარი სიტუაცია დონალდ ტრამპმა სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შექმნა. თეთრ სახლზე ამერიკის დროშის დაშვება-აწევაზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, თუმცა ეს ამბავი არაფერია პრეზიდენტის ბოლო მუქარასთან შედარებით.

"ბლუმბერგისთვის" მიცემულ ინტერვიუში ტრამპი დაიმუქრა, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას დატოვებს, "თუ ის აშშ-ს უკეთ არ მოეპყრობა". მან
ისიც აღნიშნა, რომ 1994 წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დაარსება ყველაზე უფრო ცუდი სავაჭრო გარიგებაა, რომელიც ოდესმე გაფორმებულა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტრამპი საერთაშორისო შეთანხმებების ან ორგანიზაციების მისამართით მკაცრ განცხადებებს აკეთებს და მათი დატოვებით იმუქრება. მუქარის ფორმულირებაც ხშირად ერთმანეთის მსგავსია.

გავიხსენოთ "ირანის ბირთვული შეთანხმება".
ეს შეთანხმება ტრამპმა მაისში დატოვა და აცხადებდა, რომ ესეც ასევე საშინელი შეთანხმებაა და მისი შენარჩუნება არ შეიძლება. შეთანხმებიდან გასვლამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის დაზვერვის მონაცემების პრეზენტაცია მოაწყო და ამტკიცებდა, რომ "ირანის ბირთვული შეთანხმება" არ არის შედეგიანი და ირანელები მის პირობებს არღვევენ. ალბათ ამანაც იმოქმედა ტრამპის გადაწყვეტილებაზე - დაეტოვებინა შეთანხმება, თუმცა...

არადა, გუშინ გამოქვეყნდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ახალი დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანი ასრულებს 2015 წელს გაფორმებული შეთანხმების პირობებს და მის მიმართ დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში რჩება.
რა გამოდის - ამერიკის პრეზიდენტი იტყუება თუ საერთაშორისო ორგანიზაცია?
თუ გავითვალისწინებთ, რომ "ირანის ბირთვულ შეთანხმებაში" შემავალი სხვა ქვეყნები - საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ევროკავშირი ასევე ადასტურებენ, რომ ბირთვული შეთანხმება მუშაობს და პროდუქტიულია, დასკვნის გაკეთება მკითხველს არ გაუჭირდება...
ვიდრე შეერთებული შტატების პრეზიდენტი არსებულ მსოფლიო წესრიგს წყალს უყენებს, საერთაშორისო ორგანიზაციების დატოვებით იმუქრება და ახალ სანქციებს აწესებს (ზოგიერთი ქვეყნის, მაგალითად, თურქეთის მიმართ სანქციებს ჩვენც ვეთანხმებით), ვნახოთ, რა ხდება მის მოწინააღმდეგე მხარეს. განაგრძეთ კითხვა
0
74
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0