სიახლეები გერმანულმა ატელიე Väth-მა რესტავრაცია გაუკეთა Mercedes-Benz 300 SEL 6.3. 2012, 5 ივლისი, 7:58 ძირითადად ატელია Väth აკეთებს ახალი სპორტული მოდელების ტუნინგს, მაგრამ ამ ეტაპზე კომპანიამ დაიწყო ძველი მოდელების რესტავრირება. თავისი ახალი ნამუშევრების ჩვენებბის მიზნით ინჟინრებმა რესტავრაცია გაუკეთეს Mercedes-Benz 300 SEL 6.3-ს, რომელიც გამოდიოდა 1967-1972 წლებში. ინჟინრებმა აღადგინეს კორპუსი და სრულიად გადააწყვეს V8 ტიპის ძრავი, კოდური სახელით M100. ძრავი გამოიმუშავებს 247 ცხენის ძალას და პირველ ასეულ კილომეტრს აღწევს 6, 5 წამში. 90 1-ს მოსწონს
|