მედალიონი ---------------------------------- --წამიყვანე შენს სამშობლოში მანახე სად დაიბადე გაიზარდე, აქ ბევრია ქართველი და ქართული ვისწავლე. მომწონს თქვენი ტრადიციები. ჩვენ თურქები ოდითგანვე ვიპყრობდით ქვეყნებს მათ შორის საქართველოც იყო. გადმოცემით ვიცი რომ ლამაზი ქვეყანაა. ჩვენი წინაპრები ომის დროს იტაცებდნენ ქართველებს და აქ ყიდდნენ, ლამაზ ქალებს და ვაჟებს სულთანებს გვრიდნენ საჩუქრად. ბიჭებს მამლუქებად ზრდიდნენ ქალებს კი მონებად იყენებდნენ სასახლეში. -- ბერდია ბევრი რამ გცოდნია საქართველოს შესახებ იქნებ შენც ერთ ერთი იმათგანის თაობა ხარ ვინც მოიტაცეს და გაყიდეს თურეთში. --არამგონია ეგრე იყო. რაღაც მაინც მეცოდინებოდა ამის შესახებ ჩემი წინაპრებიდან. --არა არა შენ რაღაც გაქვს ქართული ამიტმ მეგობრობ აქ სამუშაოდ ჩამოსულ ქართველებთან. როგორც კი მოვრჩები აქ სამუშაო სეზონს რომ წავალ წამოდი და დატკბი ჩემი საქართველოს ღირშესანიშნავი ადგილებით. --გიორგი ისიც გამიგია ღვინო გაქვთ კარგი სანაქებო, განსაკუთრებით კახური. აქ ერთი კახელი მუშაობს მას ჰქონდა მომეწონა ძალია. --შენ არ გაგსინჯავს იმერეთში დაწურული შავი ალადასტურის წვენი თორებ მაგას არ იტყოდი. ჩვენ ყველა კუთხეში ყველაფერი კარგი გვაქვს. თურქეთის ერთ ერთ ქალაქში კერძოდ ბოდრუმში საუბრობს ერთი ქართვლი რომელიც ოჯახს მოშორებულია იმის გამო რომ რაღაც მცირედი გამოიმუშაოს და ცოლშვილი გამოკვებოს, მეორე კი თურქი ბერდია რომელსაც თავის სამშობლოზე მეტად არავინ უყვარს მაგრამ სხვა ქვეყნების ისტორია ზედმიწევნით კარგად იცის. ქართულიც ისწავლა უამრავი თურქეთში მომუშავე ქართველებისგან და ინტერესი გაუჩნდა ენახა ის ქვეყანა საიდანაც ხალხი თურქეთში სამუშაოდ წამოსულიყვნენ როცა კი მათი წინაპრები სისიხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდნენ და თურქებს მონებად არ დადგომოდათ. სამუშაო სეზონი დაუსრულდა გიორგის თურქეთში და ემზადებოდა საქართველოში წასასვლელად ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა.ის თურქი ბერდია რეკავს რომელიც უკვე ამდენი შრომიდან და ნერვიულობიდან აღარც კი ახსოვდა გიორგის. ---გამარჯობა გიორგი როგორ ხარ? -გაგიმარჯოს ბერდია შენ როგორ ხარ, ქართული კარგად გისწავლია ბოლო საუბრის დროს მახსოვს ცოტა გიჭირდა ახლა კი თითქმის ჩემნაირად საუბრობ. ---გიორგი ხომ არ დაგავიწყდა რა დამპირდი? გიორგის ამ სიტყვებზე გაახსენდა ავტობუსში საუბრის დროს რომ შეთანხმდნენ საქართველოში ერთად წასვლის შესახებ. -- არა რას ამბობ წამოდი ორ დღეში მივდივარ მოვრჩი უკვე სამუშაოს. იქნებ მოგეწონოს ჩემი სამშობლო და დარჩე კიდევაც საცხოვრებლად. --არა გიორგი მე ჩემ სამშობლოს ვერ გავცვლი სხვის სამშობლოზე. წამოსვლით კი მინდა წამოვიდე და მოვინახულო საქართველო. ჩემი მეგობარი არის კიდევ ერთი რომელსაც სურს წამოსვლა მინდა ისიც წამოვიყვანო. ------სიამოვნებით ბერდია წამოიყვანე. მზად ვარ მასპინძლობისთვის. ორი დღის შემდეგ ორი თურქი და ერთი ქართველი ოჯახზე მონატრებული საქართველოს გზას დაადგნენ. ბერდია ყვებოდა საქართველოს ისტორიას და გიორგი გაოგნებული ისმენდა თუ საიდან იცოდა ამდენი თურქმა საქართველოს შესახებ. ბერდია ყვება:--- ტრაპიზონის დაცემის შემდეგ, 1461წ, სამთავროებად და საათაბაგოებად დაქუცმაცებულ საქართველოზე გალაშქრება მხოლოდ დროის საქმე იყო. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ოსმალ-ქართველთა საუკუნოვანი ბრძოლა. სჯულის დასაცავად სისხლიანი ბრძოლები უწევდათ. სეიდ ფაშა გოგიტიძე - ყარსის მეციხოვნე, მოსახლეობის განსაცდელისაგან თავის დასაცავად თვითონ იღებს მაჰმადიანობას და ამით უხანგრძლივებს ხეობას ქრისტიანობას. მაგრამ ვერც ამით დაიცვა ქრისტიანული სარწმუნოება, ხანგრძლივი სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ იძულებული გახდა აჭარაში, სოფ. ვაიოში გადასახლებულიყო და იქედან ებრძოდა ოსმალეთს. კაპადოკიის ქართველური ტომი - ხალიბები ხომ იმდროინდელი მსოფლიოსათვის ყველაზე სრულქმნილ ოსტატებად, მეტალურგიის „კლასიკოსებად“ იყვნენ მიჩნეულნი. კაპადოკია ბიზანტიის ერთი პროვინცია იყო. იმპერატორმა კონსტანტინემ აქამდე დევნილი ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. მოინათლა კაპადოკიაც, აქ განსაკუთრებით გაიშალა ბერ-მონაზვნული ცხოვრება, დღემდე შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი უამრავი ტაძარი, ლავრა და დაყურებულ ბერთა სენაკი, სადაც შემორჩენილი უნიკალური მხატრვრობის ნიმუშები გადმოგვცემენ წარსულ დიდებას. დღესდღეობით კაპადოკია თურქეთის სახელმწიფოს ნაწილია. გიორგი კვლავ ვერ მალავდა იმ აღტაცებას რასაც განიცდიდა ბერდიას მონათხრობზე. ამ საუბარშიც და დრო გავიდა სარფის საზღავრ მიუახლოვდნენ. ახლა მეორე თურქმა დაიწყო რომელიც მთელი გზა ჩუმათ იყო და ყურს უგდებდა ბერდიას მონათხრობს. ---სარფის მოსახლეობის უმრავლესობა ლაზები არიან. სარფი ორად არის გაყოფილი თურქეთის და საქართველოს გამყოფ საზღვრად. მთელი გზა ორი თურქი ჰყვებოდნენ საქართველოს ისტორიას. გიორგი კი ისევ ისმენდა და მათგან პირველად გაიგო ბევრი რამ რაც ჯერ კიდევ არ იცოდა მისი საქართველოს შესახებ. გიორგის ოჯახში სიხარულით შეხვდა მონატრებული ცოლ შვილი. სტუმრებიც მიიპატჟეს. სუფრა გაიშალა ქართულ მამა პაპური. გიორგის მეზობლებმა რომ გაიგეს გიორგი ჩამოვიდა და მას ორი თურქი მოჰყვა მოვიდნენ და ლხენა გამართეს. თურქი ბეგი და ბერდია ზედმიწევნით საუბრობდნე საქართვლოს ისტორიაზე. იმასაც ამბობდნე რომ ჩვენ თურქები სხვისი უბედურებით მოვედით ამ დრომდე. ათასობით ქართვლი არის ტყვედ აყვანილი და გაყიდული. ბევრი ქართული თუ ბერძნული კუთხე არის თურქეთის მფლობელობაში უკვე. ბეგიმ დაამატა რას იზამ ეს ჩვენ სისხლის ფასად ბრძოლით მოვიპოვეთ და ვერასრდოს გადავცემთ თავის ადრინდელ მფლობელს. ეს სიტყვები ცოტა არ იყოს არ მოეწონათ ქართველებს და ლამის შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. ბერდიას რომ არ დაეწყნარებინა ირგვლივ მყოფი ადამიანები. მეორე დღეს ბერდია ბეგი და გიორგი საქართველოს კუთხეების მოსანახულებლად წავიდნენ. აღფრთოვანებას ვერ მალავდენ თურქი სტუმრები საქართველოს სილამაზეზე. --- აი თურმე რატომ სურდა ჩემ წინაპარს მთლიანად დაეპყრო საქართველო თქვა ბეგიმ. ფოტოებს უღებდნენ ძეგლებს ნანგრევებს იხსენებდნე მათ ისტორიას. ბეგი რაც უფრო ეცნობოდა საქართველოს ისტორიას მით უფრო ახსენდებოდა მისი ბაბუის ნაამბობი და ფიქრს მიეცემოდა რაღაცით უკავშიებდა თავის წინაპრების ცხოვრებას საქართველოს. ამას კი ვერა და ვერ ხსნიდა როგორ და რატომ. ბეგის და ბერდიას დრო არ ჰქონდათ საქართველოში ხანგრძლივათ ყოფილიყვნენ ხუთი დღთ ესტუმრნენ მეგობრის სამშობლოს. ამიტომ სამი დღის მანძილზე რაც მოასწრენს ნახეს საქართველოს ლამაზი ადგილები ესეც საკმარისი არმოჩნდა მათთვის რომ კიდევ უფრო გაეგოთ თუ როგორი ტრადიციებს და კულტურის მატარებელი იყო ქართვლი ერი. სახლში დაბრუნდა თავისი მეგობრებით გიორგი და მხუცმა მეზობელმა მამაკაცმა დაპატიჟა თავის ოჯახში თურქი სტუმრები.იქაც სუფრა გაიშალა სანაქებო. დაიწყო ქართული სადღეგრძელოების წარმითქმა ღვინოს ყანწებით სვამდნენ არც ეს თურქები იხევდნენ უკან და ისე იქცეოდნენ როგორც ქართველბი. თამადას მოხუცმა სთხოვა დაეთმო ერთი სადღეგრძლო მისთვის. ყანწი შეავსო და დაიწყო. მინდა ერთიანი მთლიანი საქართველოში გვეცხოვროს ის ტერიტორიები რაც დაკარგული გვაქვს დაგვებრუნებინოს და ის ადამიანები ვინც ჩვენ გულში არის და ვერ ვპოულობთ გვეპოვოს ყველა დაბრუნებოდეს თავის ფესვებს, თავსი მამა პაპურ ოჯახს, გამაჰმადიანებულები კვლავ დაბრუნებოდეს თავსი ქრისტიანულ სარწმუნოებას და ეცხოვროთ როგორც ნამდვილ ქრისტიანს ქართველს შეჰფერის. ცოტა ხანს შეყოვნდა და ისევ განაგრძო. ჩემმა ბაბუამ იცოდა მოყოლა ჩმეთვის იმ მედალიონ შესახებ რაც ტრადიციად გადაეცემა ჩემ უფროს ბიჭს ჩემი სიკვდილის შემდეგ. თურმე ორი ბიჭი ჰყოლია ჩემ წინაპარს მამა ოსტატი ყოფილა მეტად სანაქებო. მედალიონებს ამზადებდა. ორი მედალიონი შეუქმნია და მედალიონის უკან მხარეს ბიჭების სახელები ამოუტვიფრავს, დავითი და დემეტრე. დავითი ჩემი შვილია რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა ეს სახელი, დემეტრე კი თავისი მედალიონით დაკარგულია, იმასაც ამბობდა ბაბუაჩემი ბიჭები მედალიონს სულ თან დაატარებდა და როცა თურქები ხალხას ტყვედ იჭერდა და თურქეთში ჰყიდდნენ, შესაძლებელია დემეტრეც ამ ისტორიის მსხვერპლი იყოს რადგან სამწყესურში საქლონელს მწყევსავდა. იქ წასული დემეტრე დაიკარგა ისე რომ ვერანაირ კვალს ვერ მიაკვლიეს. ერთი მედალიონი ჩვენ ოჯახშია მეორე კი დაკარგულია დემეტრესთან ერთად, ეს არ ვიცი რამდენად სწორია მაგრამ მე ამის მჯერა იმ დემეტრეს შემდეგი თაობა კვალავ არის სადღაც და ვერ ვპოულობ სამწუხაროდ. შემდეგ ღმრად ამისუნთა და ყანწი დაცალა. ამ საუბარ უსმენდა თურქი ბერდია და ბეგი ყურადრებით. ბერდიასთვის ეს ახალი ისტორია იყო ქართველებსა და თურქებს შორის, ბეგის კი ბევრჯერ ჰქონდა მონასმენი ოღონდ თურქულად მისი ბაბუიდან ეს ისტორია და უფროსი შვილისშვილი იყო ოჯახში რომელიც მედალიონს ატარებდა მისთვის გაურკვეველი იეროგლიფით. ბეგიმ მოხუცს სთხოვა ეჩვენებინა ის მედალიონ რაზეც მოხუცი საუბრობდა, მოხუცმა გულზე დაკიდებული მედალიონი მოიხსნა და აჩვენა თურქს, თურქმა ბეგიმ ყელიდან მოიხსნა მედალიონი და შეადარა მოხუცის მედალიონს. მედალიონებს მსგავსება ყველასთვის შესამჩნევი იყო. მოხუცმა მოახერხა და ამოიკითხა ბეგის მედალიონზე დემეტრე. მოხუცს ხმა აუკანკარდა, გაოგნებული უყურებდა ორივე მედალიონს და ვერ იჯერებდა რომ მის წინ იდგა თურქი ადამიანი რომელსაც მისი ჯიში და სისხლი ჰქონდა. ბეგიმ მაშინვე მიხვდა რაც ხდებოდა მის თავს და მოხუცს ჩაეხუტა. ----მე არ ვიცი რამდენად ვართ ჩვენ ერთი სისიხლის მაგრამ ორი მედალიონი რაც ჩვენს ხელში არის და თაობიდან თაობას გადაეცემა და ეს ამას ამტკიცებს. მე მოხარული ვიქნები თუ მართლაც ქართველი არმოვჩნდები. ბეგიმ და მოხუცმა ზედმიწევნით გაიხსენეს ის ისტორია რაც ამ ორ მედალიონს ჰქონდა და ორივეს ისტორია ერთმანეტს დაემთხვა ეს კიდევ ადასრურებდა რომ ისინი მართლაც ერთი სისიხლის იყვნენ. იმ საღამოს იმ ოჯახში კიდევ ერთი სადღეგრძელო დაილი ფესვების. ფერვების რომელსაც მოულოდნელად დაუბრუნდა ბეგი. ამ ამბის შემდეგ ბეგი ცოტა ხნით კიდევ დარჩა საქართვლოში მის ახალ ოჯახში. ბერდია კი მეორე დღესვე წავიდა. შემდეგ ბეგიც დაემშვიდობა მოხუც და მის შვილებს იმ დაპირებით წავიდა თურქეთში რომ ის აუცილებლად დაუბრინდებოდა თავის ფესვებს. ეს ამბავი მთელმა სოფელმა გაიგო და მოხუცს ულოცავდნენ დაკარგული წინაპრის პოვნას. რამდენიმე წლის შემდეგ მოხუცი გარდაიცვალა მედალიონი კი თავის უფროს ვაჟს გადაეცა, მათი სახლის გვერდით ახალი ოჯახი ცხოვრობდა. თურქი ბეგი ქართველად მონათლილი ქრისტიანი დემეტრე მას ქართველი ცოლი შეერთო და გოგო ბიჭს ზრდიდა თავის ფესვებზე.