სხვა ცნობილი და დამაფიქრებელი გამონათქვამები სიყვარულზე 2018, 30 აგვისტო, 22:17 1. სიყვარული ისაა, როცა გინდა ვიღაცასთან ერთად წელიწადის ოთხივე დრო გაატარო. გინდა ვინმესთან ერთად გაზაფხულის ქარიშხლებს გაექცე, ფეხქვეშ კი იასამნები გეფინოს, ზაფხულობით ხილი შეაგროვო და მდინარეში იბანაო. შემოდგომაზე ერთად მოხარშოთ მურაბები და სიცივისას ფანჯარა მიხუროთ. ზამთარში, გაციებაში და გრძელი საღამოების გადატანაში ერთმანეთს დაეხმაროთ“ - რეი ბრედბერი
2. „სიყვარული - ის ერთადერთია, რაც გონებას ანვითარებს, შემოქმედებით ფანტაზიას აღვიძებს, ის, რაც გვწმენდს და გვანთავისუფლებს“ - პაულო კოელიო 3., , სიყვარული არ არის გრძნობა, რომელიც იცვლება მაშინ, როდესაც მისი ალტერნატივა ჩნდება. შეიძლება ცხოვრება გართულდეს და ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ ნამდვილი სიყვარული მუდამ უცვლელი რჩება“ – უილიამ შექსპირი. 4. “ყველა მშვენიერებისათვის არსებობს თვალი, რომელიც მას დაინახავს. ყოველი სიმართლისათვის ყური, რომელიც მას გაიგონებს და ყოველი სიყვარულისათვის გული, რომელიც მას მიიღებს“ – ივან პაპინი 5. “თითო ყვავილი, რომ მომცა ყველა იმ წუთისათვის, რომელიც შენზე ფიქრში გავატარე, ალბათ შევძლებდი ყვავილების ბაღში მესეირნა“ – ალფრედ ლორდ ტენისონი 6.“მიყვარხარ იმიტომ, რომ მთელი სამყარო ხელს მიწყობდა შენ, რომ მეპოვნე“- პაოლო კოელიო (ალქიმიკოსი) 7. ნამდვილი სიყვარული მოჩვენებას გავს. ყველა საუბრობს მასზე, მაგრამ ცოტაა ისეთი ვისაც თავისი თვალით უხილავს იგი“ – ფრანსუა დე ლაროშფუკო 8. “მირჩევნია მქონდეს თვალები, რომელიც ვერ ხედავს, ყურები, რომელსაც სმენა არ აქვს, ვიდრე მქონდეს გული, რომელსაც სიყვარული არ შეუძლია’’ – რობერტ ტიზონი. 9. სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე. ს ტ ე ნ დ ა ლ ი 10. რა არის სიყვარული? – ვნება, რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელ დედამიწას, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს. ნ ა პ ო ლ ე ო ნ ი 89 1-ს მოსწონს
|