ქალი და მამაკაცი 45 წლის ალფონსი ამერიკიდან ქალებს ხვდებოდა ჭამის გამო 2018, 30 აგვისტო, 18:44
ლოს ანჯელესში გაასამართლებენ 45 წლის პოლ გონსალესს, რომელსაც ბრალად ედება თაღლითობა, მამაკაცი იცნობდა ქალებს და შემდეგ იმათ ხარჯზე ჭამდა, იუწყება Gizmodo.
აღსანიშნავია, რომ მამაკაცმა "გადააგდო" მინიმუმ 10 ქალი, იგი ინტერნეტით იცნობდა ქალებს, უნიშნავდა პაემანს რომელიმე რესტორანში, გულუხვად აძლევდა შეკვეთებს, როცა გაძღებოდა, იმიზეზებდა ტუალეტში გასვლას ან დარეკვას და რესტორნიდან იპარებოდა.გადასახადს კი მარტო დარჩენილ ქალს აკისრებდა.
ერთ-ერთმა ქალმა აღნიშნა, რომ როდესაც გონსალესი სახლში დაპატიჟა, მამაკაცმა წინასწარ უთხრა, რომ იგი ათლეტიკითაა დაკავებული და სჭირდება ბევრი კალორია, ქალმა სუფრისთვის 100 დოლარი დახარჯა, სტურმად მისულმა გონსალესმა როგორც კი დაიკმაყოფილა შიმშილის გრძნობა მაშინვე აორთქლდა. გონსალესმა მთლიანად ქალები 950 დოლარით აზარალა, ახლო მომავალში მას გაასამართლებენ თაღლითობის და გამოძალვის მუხლით, რაც 13 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
418 8-ს მოსწონს
|