x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
რევოლუცია ევოლუციაში

image
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, თუ მშენებლობის დროს, ქანებში გამუდმებით პოულობდნენ ცოცხალი ორგანიზმების ნამარხ ნაშთებს და დროთა განმავლობაში, საკმარისი მასალა დაგროვდა საიმისოდ, რომ მეცნიერები კამერალურ კვლევებზე გადასულიყვნენ და დედდამიწაზე სიცოცხლის განვითარების ისტორია დაეწერათ.

XIX ს. შუა წლებში, ჩ. დარვინი და ალ. რ. უოლესი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ყოველი ახალი სახეობა, მანამდე არსებული სახეობიდან წარმოიქმნებოდა და ამ აღმოჩენის საფუძველზე, ევოლუციის თეორია შექმნეს, რომელიც საზოგადოებამ 1859 წ. გაიცნო, დარვინის წიგნი – «სახეობათა წარმოშობის შესახებ», გამოსვლის შემდეგ.

აღნიშნული თეორიის მიხედვით, ახალი სახეობების წარმოქმნის მიზეზი გარემო პირობების შეცვლა იყო. მაგ., კლიმატის ცვლილება მცენარეული საფარის შეცვლას იწვევდა, რაც უარყოფითად აისახებოდა იმ ცხოველებზე, რომლებიც უკვე გამქრალ საკვებზე იყვნენ მიჩვეულები. ახალი მცენარეების ასათვისებლად, მათ არც კბილები ჰქონდათ შესაფერისი და არც საჭმლის მომნელებელი სისტემა – მხოლოდ ის სახეობები აგრძელებდნენ სიცოცხლეს და გამრავლებას, რომლებიც უფრო სწრაფად ეგუებოდნენ ახალ პირობებს.
გამოდის რომ, არახელსაყრელი პირობები, რომელსაც იძულებულები იყვნენ ცოცხალი ორგანიზმები შეგუებოდნენ – ევოლუციის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. დარვინმა ამ პროცესს «ბუნებრივი შერჩევა» უწოდა.image

მოძრაობა სხვადასხვა მიმართულებით

imageევოლუციის თეორიის მიხედვით, ყველაზე ხშირად, ახალი სახეობები მაშინ წარმოიქმნებოდნენ, როდესაც რელიეფის და კლიმატის სერიოზული ცვლილება ხდებოდა – ახალი მთების წარმოქმნის ან მდინარე კალაპოტს შეცვლის დროს. ამ ცვლილებების შედეგად, ერთი სახეობის სხვადასხვა პოპულაციები ერთმანეთისგან იზოლირებულად ვითარდებოდნენ და არსებულ პირობებს ეგუებოდნენ. გარკვეული პერიოდის (5, 10, 30 ... მლნ. წ.) შემდეგ, ერთი სახეობიდან, გარემო პირობების გავლენით, იმდენი ახალი სახეობა იქმნება, რამდენი განსხვავებული გარემოც იყო. შედეგად, წარსულში ერთი სახეობიიდან წარმოქმნილი, ახალი სახეობები იმდენად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, რომ ერთობლივად ახალი თაობის წარმოქმნა უკვე აღარ შეეძლოთ.image

ისტორიის ცოცხალი წიგნები

imageმატერიკების ისტორიის გაცნობა ადვილად შეიძლება, მასზე ერთმანეთის მონათესავე ცხოველების გეოგრაფიული გავრცელების შესწავლით. მაგ., ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ჯგუფი, რომელშიც უტროპო (ფრენის უნარს მოკლებული) ფრინველები არიან გაერთიანებულები, ყველა კონტინენტზე განსხვავებულია: აფრიკაში – სირაქლენა, სამხ. ამერიკაში – ნანდუ, ავსტრალიაში ემუ, ახ. ზელანდიაზე – მოა. ევოლუციის თეორიის თანახმად, მათ ერთი წინაპარი ჰყავდათ, რომელიც დედამიწაზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც სუპერკონტინენტი პანგეა, ორ ნაწილად – ლავრაზიად და გონდვანად გაიყო. ამიტომ, არ ბინადრობენ ეს ფრინველები ევრაზიის და ჩრდ. ამერილის კონტინენტებზე. ხოლო, გონდვანას დაშლის შემდეგ, ხხვადასხვა კონტინენტებზე, თუ კუნძულებზე, იზოლაციაში აღმოჩენილმა ფრინველებმა ევოლუცია განიცადეს.

ევოლუციის თეორიის თანახმად, უტროპო ფრინველების მსგავსად, მილიონონით წლის მანძილზე, მცენარეები და ცხოველები, იზოლირებულ გარემოში, კუნძულებზე და კონტინენტებზე, გამუდმებით განიცდიდნენ ცვლილებას, და ყოველთვის მარტივიდან რთულისკენ ვითარდებოდნენ (თევზი – ამფიბია – ქვეწარმავალი – ძუძუმწოვარი).


ევოლუციის თეორიას მისი ავტორის სიცოცხლეშივე ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავდა და ამ დაპირისპირებაში ევოლუციონისტებმა გაიმარჯვეს. მიუხედავად იმისა, რომ თეორია სრულყოფილი არ იყო (არ არსებობდნენ სახეობათა შორის გარდამავალი ფორმენბი), ბევრმა ცნობილმა მეცნიერმა დაუჭირა მხარი დარვინიზმს. ევოლუციონისტები კატეგორიულად უარყოფდნენ და ებრძვოდნენ ყველა მცდელობას, რომელიც ჩრდილს მიაყენებდა მათ სწავლებას. ნებისმიერი ახალი ჰიპოთეზა, ისეთივე აგრესიას იწვევდა მათში, როგორსაც წითელი ქსოვილის ფრიალი იწვევს ხარებში. იყვნენ ისეთებიც, ამ თეორიას რომ არ იზიარებდნენ, მაგრამ ფიქრობდნენ, რომ ნებისმიერ აზრს ჰქონდა არსებობის უფლება.


გადიოდა დრო და ევოლუციის თეორიამ ისე «გაიდგა ფესვები» სამეცნიერო წრეებში და საზოგადოებაში, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერების ყველა აღმოჩენას ამ თეორიას არგებდნენ. ყველა ახალი თეორიის საფუძველს ევოლუციის თეორია წარმოადგენდა, ყელა დიდი აღმოჩენა მისით იწყებოდა და მისითვე მთავრდებოდა.

მაგ., ალფრედ ვეგენერის კონტინენტების დრეიფის თეორიაც, რომელიც ავტორმა 1912 წ. გაასაჯაროვა, მილიონობით წლის მანძილზე, ფლორის და ფაუნის სახეობების და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით დაგროვილი ცოდნის საფუძველზე იყო შექმნილი. რაც იმას ნიშნავს, რომ ვეგენერის თეორიაც ევოლუციის თეორიაზე იყო მორგებული.


imageკონტინენტების გადაადგილება ა. ვეგენერის თეორიის მიხედვით (1929)


იმ შემთხვევაში, თუ არქეოლოგიური აღმოჩენა აღნიშნული თეორიის ჩარჩოებს სცილდებოდა, ასაიდუმლოებდნენ და ანადგურებდნენ... არტიფაქტები, რომლებიც განადგურებას გადაურჩა, დღეს «აკრძალული არქეოლოგიის» კატეგორიაში აერთიანებენ და მათ არსებობას ევოლუციის თეორიის ალტერნატიული თეორიებით ცდილობენ. მაგ., დედამიწაზე სიცოცხლის უცხო პლანეტური წარმოშობის და კოსმოსური მიგრაციებით, მაგრამ მტკიცებულების არარსებობის გამო, ევოლუციის თეორიას სერიოზულად ვერ უპირისპირდებიან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს, აფრიკაში გაკეთებული აღმოჩენის შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა და ევოლუციის თეორიის «საძირკველი» საფუძვლიანად შეირყა.

image2018 წლის დასაწყისში, მანსურის უნივერსიტეტის (ეგვიპტე) მეცნიერებმა საჰარის უდაბნოში აღმოაჩინეს ძვლები, რომელიც აქამდე უცნობი სახეობის დინოზავრს ეკუთვნოდა. ჩონჩხის აგებულების მიხედვით, ქვეწარმავალი ძალიან ჰგავს თავის ევროპელ ნათესავს, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ აფრიკაში დინოზავრები ჩრდ. ევროპის ტერიტორიიდან მოხვდნენ. ეს აღმოჩენა ძირეულად ცვლის თეორიას დინოზავრების მიგრაციის შესახებ გვიანდელ ცარცულ პერიოდში: აქამდე ითვლებოდა, რომ კონტინენტების გაყოფის შემდეგ, უძველესი გიგანტებს არ შეეძლოთ კონტინენტებს შორის გადაადგილება. პალეონტოლოგების ამ აღმოჩენას, ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა...


image


ბურუსით მოცული წარსული


აფრიკაში მობინადრე დინოზავრების უკანასკნელი დღეების შესახებ, მეცნიერებისთვის ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი: გვიანდელი ცარცული პერიოდის (100-დან – 66 მლნ. წლამდე) ნამარხები დიდ იშვიატობას წარმოადგენს ჩრდ. აფრიკის ტერიტორიაზ, რადგან იმ პერიოდის გაქვავებული ნამარხების მოძებნა მეტად რთულია. ფართობის დიდი ნაწილი, სადაც უძველეს დროში, ცხოველები ბინადრობდნენ, ამჟამად ხშირი, გაუვალი მცენარეებით ან უდაბნოს ქვიშით არის დაფარული. არა და, ვეგენერის დრეიფის თეორიის მიხედვით, სწორედ იმ პერიოდში მიმდინარეობდა კონტინენტების ყველაზე აქტიური გადაადგილება.


image


დინოზავრების ერის გარიჟრაჟზე, მთელი ტრიასული პერიოდის მანძილზე, და იურულ პერიოდშიც, კონტინენტები ერთიანი მატერიკის, — პანგეას ნაწილებს წარმოადგენდნენ. მაგრამ ცარცულ პერიოდში სუპერკონტინენტმა დაშლა დაიწყო და ეს პროცესი არ შეჩერებულა, ვიდრე დედამიწის ზედაპირმა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფორმა არ მიიღო. დიდი ხნის მანძილზე, მეცნიერებს არ შეეძლოთ იმის დადგენა, თუ რამდენად ახლოს იყო აფრიკის კონტინენტი სხვა კონტინენტებთან და არსებობდა, თუ არა «ხიდები» კონტინენტებს შორის. ამის ცოდნა დიდმნიშვნელოვნად განსაზღვრავს სახეობათა ევოლუციის პროცესის მიმდინარეობის ახსნას მატერიკზე. ახლა კი, პალეონტოლოგები იმედოვნებენ, რომ საჰარაში აღმოჩენილი დინოზავრის Mansourasaurus shahinae-ის კვლევის შედეგების საფუძველზე, ამ პროცესის აღწერას, უფრო დეტალურად შეძლებენ.


«Mansourasaurus shahinae — ყველაზე დიდი აღმოჩენაა, ბოლო პერიოდში აღმოჩენილი ახალი სახეობის დინოზავრებს შორის. ის ძალიან მნიშვნელოვანია ეგვიპტის და მთელი აფრიკის პალეონტოლოგიისთვის, — აღნიშნავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ერიკ გორსაკი (Erik Gorsak). — ამ აღმოჩენის საშუალებით, ჩვენ ბევრი რამის გაგებას შევძლებთ იმ პერიოდის ფლორისა და ფაუნის შესახებ და უფრო ნათელი გახდება სახეობათაშორის კავშირები».



ევროპელი


Mansourasaurus ჩონჩხის შესწავლის შემდეგ, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ საჰარელი დინოზავრები — უძველესი ევროპელი და აზიელი დინოზავრების ახლო «ნათესავები» იყვნენ. ამის საფუძველზე, პალეონტოლოგებმა დაასკვნეს, რომ ცარცული პერიოდის ბოლოს დინოზავრები, აფრიკისა და ევრაზიის კონტინენტებს შორის თავისუფლად მიგრირებდნენ. რაც კონტინენტებს შორის, კავშირის არსებობას ამტკიცებს და კლიმატის ცვლილების შემთხვევაში, რასაც ავტომატურას ფლორის ცვლილება მოჰყვებოდა, ფაუნის წარმომადგენლებს შეეძლოთ, მათთვის შესაფერისი გარემოს მოძებნა.imageMansourasaurus shahinae-ს ჩონჩხის სავარაუდო აგებულება


როგორც ერიკ გორსაკმა განაცხადა, «ცარცული პერიოდის ბოლოს, აფრიკაში მცხოვრები დინოზავრები, ფართოდ გავრცელებული აზრის მიუხედავად, სრულიად იზოლირებულები არ იყვნენ. ამ ქვეწარმავლებს ყოველთვის «ჰქონდათ ურთიერთობა» ევროპასთან».

ასევე შესაძლებელია, რომ არც სხვა კონტინენტები იყო ერთმანეთისგან სრულიად იზოლირებული და ცხოველებს ერთი კონტინენტიდან მეორეზე გადასვლის შესაძლებლობა ჰქონდათ. ეს კი სერიოზულ წინააღმდეგობაში მოდის ფაუნის სამყაროს სახეობათა ცვლის თეორიასთან, რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, გარემოს იზოლირებული მდგომარეობა არის.

imageimageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესი იქნება:
image* ადამიანი-გიგანტები – უძველესი მოსახლეობა ჩვენს პლანეტაზე (3 მზე და კავკასიური რასა)
* ცივილიზაციების გზის გასაყარზე. ნასკას პლატო ისევ ყურადღების ცენტრშია

* უცნაური ობიექტი კავკასიონზე

* ეგვიპტის პირამიდები ჩვენი ცივილიზაციის მიერ არ არის აშენებული

* უკვე ცნობილია, თუ ვინ ააშენა პირამიდები, ატლანტიდის არსებობის ზუსტი პერიოდი და დაღუპვის მიზეზი

0
84
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0