საზოგადოება "აიკრძალება ბიუსჰალტერის გარეშე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარული" – მორიგი წინასაარჩევნო დაპირება გიორგი ასათიანისგან 2018, 30 აგვისტო, 14:53 მართალია წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 29 აგვისტოდან დაიწყო, თუმცა პრეზიდენტოპის ზოგიერთი კანდიდატი თავის ამომრჩეველს ბევრად ადრე აძლევდა დაპირებებს მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში. ასეთი გახლდათ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი – გიორგი ასათიანი. რომელიც ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენელ და სასაცილო დაპირებებს იძლევა. გუშინ მან კიდევ ერთი დაპირება გაავრცელა თავის ფეისბუქის გვერდზე, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ: "ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში პირობას გაძლევთ, რომ აიკრძალება ბიუსჰალტერის გარეშე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარული, რისთვისაც ორი მარტივი მიზეზი არსებობს. პირველი ის, რომ მამაკაცებს ცოდვის ჩადენისკენ უბიძგებენ გამომწვევი მკერდით და მეორე უკარგავს ქალის მკერდს მის ქალურ სილამაზეს." – წერს გიორგი ასათიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 354 2-ს მოსწონს
|