x
მეტი
  • 02.10.2024
  • სტატია:137399
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511343
როგორია ქართული ხელმოკლე ოჯახების ყოველდღიური მენიუ?!


imageსაქართველოს მოსახლეობის მესამედი სიღატაკის ზღვარს მიღმაა, უამრავი ადამიანაი შიმშილით იღუპება, რა თქმა უნდა, ამაზე სახელისუფლებო გუნდი თვალს ხუჭავს და ყოველდღიურად საკუთარი მიღწევებით ტკბობასთან ერთად მოსახლეობი“დაბოლებით”არიან დაკავებულნი.
თუმცა ფაქტია მყიდველუნარიანი მოსახლეობა ქვეყანაში საკმაოდ მცირეა, ქართველების დიდი ნაწილი მხოლოდ შიმშილისგან თავის დასაღწევად იბრძვის. საქართველოში საშუალო შემოსავლიან ოჯახად ისეთი ითვლება, სადაც ერთი წევრი მაინც მუშაობს. დამეთანხმებით საკმაოდ რთულია 5 სულიანმა ოჯახმა ამ შემოსავლით ნორმალურად იცხოვროს, ამიტომ პრიორიტეტების არჩევა უწევთ. რა თქმა უნდა, პრიორიტეტების დაგეგმვისას პირველ ადგილზე საკვებია, რომელსად უმეტესად ხელმოკლე ოჯახები ბაზარში ყიდულობენ, ორიოდე კაპიკის დაზოგვის იმედად. უმეტესად კი ღარიბი მოსახლეობის მენიუ ერთფეროვანი და გამოზომილია, ქართველების ყველაზე დიდი პროცენტის კვების რაციონში კარტოფილი, მაკარონი და კვერცხი შედის, რადგან სხვა პროდუქტებტან შედარებით გაცილებით იაფია. ასევე ბაზარში შედარებით კარგად იყიდება კომბოსტო და ლობიო, რომელიც არც თუ იაფია, თუმცა ნოყიერია და საოჯახო სუფრისთვის პირდაპირ მისწრებაა. გაძვირებული ხორცი კი მოსახლეობის დიდი ფენისათვის უკვე კარგახანია დელიკატესად იქცა და მის შეძენას თვეში ერთხელ ან დღესასწაულებზე თუ ახერხებენ. ასევე ფუფუნების პროდუქტი გახდა ყველი და ქათამი. იგივე შეიძლება ითქვას ხილზეც. გაძვირებული ხილი თითო ოროლა კილო თუ იყიდება ბაზარში,
ხილს ვინღა ჩივის, ბაზრობაზე პურის დახლიდან სიცხისაგან ღონემიხდილმა გოგონამ შემომჩივლა, ისე დაეცა პურის გაყიდვა თითქმის განახევრებულიაო. ამასვე ჩივიან ტასაცმელისა და ფეხსაცმელის სექციაშიც ცენტრალურ ბაზრობაზე:
” ზოგჯერ დღე გადის და ერთ შარვალსაც ვერ ვყიდით, როცა წინა წლებში დღეში 5-10 იყიდებოდა, ფეხსაცმელებიც აღარ იყიდება ძველებურად კარგად, რადგან “ციგნების ბაზრობას” რომ ეძახიან იქ ყიდულობენ, რა თქმა უნდა, მისი ხარისხი ძალიან დაბალია, ფეხებზე სუნს აჩენს, აავადმყოფებს, შეიძლება სოკოც გააჩინოს, მაგრამ როცა ადამიანს მეტი თანხა არ აქვს ურჩენია ჯანმრთელობის ხარჯზე გააკეთოს ეკონომია.”
ხელმოკლე ოჯახები უმეტესად მეორადებში ანახლებენ გარდერობებს, მაგრამ ბევრი ამასაც ვეღარ ახერხებს, რაც აისახა მსგავსი მაღაზიების გაყიდვებზე, როგორც მეორადებში ამბობენ, ძალიან უჭირთ უკვე გაყიდვა და ახალი “ფუთების” მოტანა:
“ 10 ლარიან თბილ სვიტრსაც კი ხელის კანკალით ყიდულობენ, უმეტესად კი ყველა გაიძახის დაგვიკელი, დაგვიკელიო, ზოგი ისე გეტყვის რომ შეგეცოდება, თან რომ წარმოიდგენ შენ ტანსაცმელი მაინც გაქვს და სხვას ცივა უკლებ. ასევე ნისისად მიაქვთ თვეობით. ახლა კი ძალიან რომ აცივდა, თუ თბილი კურტკა შეიძინა ვინმემ აღარ დაეძებენ შიგნით რა აცვიათ.
მერე გამოვა პრეზიდენტი და ახალი სავაჭრო ცენტრების მშენებლობას გვახარებს და “ საშოპინგოდ” დაგვპატიჟებს. არარიალურ სამყაროში ცხოვრობენ, მეორადებში ვეღარ ახერსხებს ყიდვას მოსახლეობის დიდი ნაწილი და ვის უშენებენ ტურისტებს? სავაჭრო ცენტრების აგებას და მშენებლობებიდან ფულის ჭამას ჯობს რეალურად იფიქროს ვინმემ ხალხს “საშოპინგო” ფული გაუჩინოს”.


გაზეთი "ქართული სიტყვა"
მაკა დეკანოსიძე

4
642
7-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
642
  
2012, 5 ივლისი, 18:50
+1
კარგად არის დაწერილი, მომეწონა. წეღან წავიკითხე პატარა ინფორმაცია და ვერ მივხვდი რანაირი ქართულით იყო დაწერილი. მსგავსი ჩიქორთული არაფერი წამიკითხავს.
2012, 5 ივლისი, 12:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მაკუნა-ის კომენტარზე
2012, 5 ივლისი, 12:00
სადაა მინუსები მე ვერ ვხედავ ინგა, თან ვერ ვერკვევი აქ შეფასებაში დიდად, მე ვწერ და ინტრიგები აქ არ მაინტერეებს:)
2012, 5 ივლისი, 11:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4