სხვა ყავის დადებითი და უარყოფითი თვისებები 2018, 30 აგვისტო, 4:18 ყავა ყველაზე პოპულარული სასმელია მთელ მსოფლიოში და ყავის გარეშე ბევრი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება წრმოუდგენელია.
ბევრს დაობენ ყავის დადებით და უარყოფით მხარეებზე:
დილით ყავის მიღება კარგი გადაწყვეტილება არაა, რადგან იგი აზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და შესაძლოა გასტრიტი გამოიწვიოს, ამიტონ უმჯობესია რომ ყავა მივირთვათ კვებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ.
კოფეინის დღიური ნორმა შეადგენს 400 მილიგრამს, რაც უდრის 3-4 ფინჯანს.
განვიხილოთ ყავის დადებითი და უარყოფით მხარეები: დადებითი მხარეები✔ ხელს უწყობს გონების სიფხიზლეს : შავი ყავის დალევა ვარჯიშამდე ერთი საათით ადრე თქვენ ენერგიას გაზრდის 11-12%-ით. იგი ზრდის ადრენალინის დონეს სისხლში. ✔ ყავა გვეხმარება წონის კლებაში:ყავა შეიცავს მაგნიუმს და კალიუმს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს გამოიმუშავოს ინსულინი, ინსულინი არის ჰორმონი რომელიც ეხმარება ორგანიზმს, რათა დაარეგულიროს შაქრის დონე სისხლში. ✔ყავა გვეხმარება ფხიზლად ყოფნაში. ✔ყავის მომხმარებლები არიან სიკვდილიანობის დაბალ რისკში: კვლევებით დადგინდა, რომ ყავის მომხმარებლებში სიკვდილიანობა 25%-ით უფრო ნაკლებია ვიდრე მათი, ვინც არ სვამს ყავას. ✔ყავა ამცირებს კიბოს რისკს: ყავის მომხმარებელ მამაკაცებში 20%-ით უფრო ნაკლებია პროსტატის განვითარების რისკი, ხოლო ყავის მომხმარებელ ქალებში 25%-ით ნაკლებია საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკი. ✔ყავა ამცირებს პარკისონის განვითარების რისკს. ✔ყავა ამცირებს მეორე ტიპის დიაბეტის რისკს. ✔ყავა იცავს ტქვენს ტვინს: კოფეინი ამცირებს ალცჰაიმერის განვითარებას. ✔ყაავა აუმჯობესებს ხასიათს, გვეხმარება დეპრესიასთან ბრძოლაში, და ამცირებს სუიციდის რისკს. უარყოფითი მხარეები✘უძილობა ✘თავის ტკივილი ✘ნერვოზი ✘ტაქიკარგია ✘კუჭის პრობლემები ეს ის პრობლემებია რომელიც შესაძლოა ყავამ გამოიწვიოს იმ შემთხვევაში თუ ყავის დღიური ნორმა (3-4 ჭიქა) აღემატება დაშვებულ რაოდენობას, ამირომ აუცილებელია მისი დღიური ნორმის კონტროლი. 165 4-ს მოსწონს
|