x
image
თედო16
გურამ კაშია ქართულ მედიას მადლობას უხდის
image

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი, გურამ კაშია, რომელიც ღიად და საჯაროდ უჭერს მხარს "ლგბტ" საზოგადოებას, ქართულ მედიას და ჟურნალისტებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.


"მადლობა ქართულ მედიას და ყველა ჟურნალისტს მხარდაჭერისთვის!

თუ პროფესია არ დამავალდებულებს ინტერვიუს ჩაწერა არ მსურს." - წერს კაშია ინსტაგრამზე.



image


გურამ კაშია რამდენიმე დღის წინ მორიგი შეურაცხმყოფის მსხვერპლი გახდა. რის გამოც ფეხბურთელმა "ფეისბუქის" ოფიციალური ანგარიშიც გააუქმა.

ეს კაშიაზე თავდასხმის ერთადერთი ფაქტი არ ყოფილა. მის მიმართ საწინააღმდეგო კამპანიები მაშინაც დაიგეგმა, როცა გასულ სეზონში ჰოლანდიის კლუბ "ვისტენში" თამაშისას, კაშიამ საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და ლგბტ დროშის ფერებით სამკლაური გაიკეთა.

0
27
1-ს მოსწონს
ავტორი:თედო16
თედო16
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0