საზოგადოება ვაჟა-ფშაველას შთამომავალთა გაუხმაურებელი ტრაგიკული ისტორიები 2012, 5 ივლისი, 0:25 “უცნაური განცდაა, ხომ არსებობს სისხლით, გონებით, მორალით ნათესაობა, მე ვამბობ რომ არსებობს ვაჟათი ნათესაობა, არ შემხვედრია ადამიანი ვისაც ვაჟა ნამდვილად უყვარდეს და არ გავდეს ერთმანეთს ზნეობით, მენტალიტეთით, მისწრაფებით, ფასეულობით” _ ამბობს უდიდესი პოეტისა და მოღვაწის ვაჟა-ფშაველას შთამომავალი ლელა რაზიკაშვილი. პოეტის ძმის, ნიკოს(ბაჩანას) შვილთაშვილი გულწრფელად საუბრობს საზოგადოების ფართო ფენებისთვისჯერ კიდევ უცნობ ისტორიებზე, რომლელიც რაზიკაშვილების გვარმა გამოსცადა მძიმე რეჟიმის პირობებში. წარსულის აღდგენამდე კი ლელა საკმაოდ რთულ აწმყოზე საუბრობს. ლელა რაზიკაშვილი: “ რაზიკაშვილობა მხოლოდ სასიამოვნო მოვალეობა არაა, დიდი ხარჯი და დარდია, რადგან ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი, უამრავი რამაა გამოსაცემი, გამოსაკვლევი. თარგმანები ყველაზე პრობლემატური თემაა, მიუხედავად იმისა რომ მსოფლიო ლიტერატურამ ქართველებიდან მხოლოდ რუსთაველი და ვაჟა აღიარა, მსოფლიოს დიდ ნაწილს წინ აქვს ვაჟას ფენომენთან ზიარების ბედნიერება . თარგმანთან დაკავშირებით ყველაზე მეტი გააკეთეს რუსებმა. ყველა ელიტარული და გამოჩენილი მეოცერ საუკუნის მოღვაწე შეეხო ვაჟას. ნაყოფიერი იყო ზაბოლოვსკის, ცვეტაევას მუშაობა. მაგრამ საკმაოდ დიდი ვაკუუმია ინგლისური თარგმანების, მიუხედავად იმისა, რომ ეიფილდი მეცნიერი და მთარგმნელი წლობით მუშაობდა ვაჟას კათედრაზე. დიდი როლი შეასრულა ვაჟას პოპულარიზაციაში, თარგმნა პროზა და გაიტანა საზღვრებს გარეთ, პოეტური თარგმანის დეფიციტი ყოველთვის იყო. რამდენიმე წლის წინ გიზო ნიშნიანიძემ მომიყვანა ერთი გოგონა ნინო რამიშვილი და მითხრა გენიოსია და ეს დაიწყებს ვაჟას პოეზიის თარგმანსო, მაშინ გადაჭარბებული მეგონა მაგრამ ამ გოგონამ უკვე საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია, თავადაც პოეტია მაგისტრანტი, მუშაობდა ინგლისელ პროფესსორ ქალბატონ ვესტისთან ერთად, რომელსაც მთარგმნელობითი ჯგუფს ხელმძღვანელობს ბაირონის სკოლაში . სხვათაშორის ნინოს შარშანდელი წლისათვის, ვაჟას 150 წლის იუბილისათვის უკვე ნათარგმნი ქონდა 90-მდე ლექსი და სამი პოემა, ჩვენ შევძელით მხოლოდ მცირე საცდელი გამოცემის გაკეთება, სადაც შესულია 20 ლექსი ქართულად და ინგლისურად. ნინო რამიშვილის თარგმანების პოეტური კრებული არის საკმაოდ თამამი მცდელობა, შეიძლება ვინმემ დაიწუნოს, თუმცა ფაქტია რომ უკეთესი ჯერ არ შეგვითავაზებია საზოგადოებისათვის. გვქონდა საკმაოდ დიდი გეგმები, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენი რესურსებით ვერ გამოვცემთ დანარჩენ თარგმანებს. წეღან გითხარით ვაჟას შთამომავლობა ხარჯთან ერთად დარდიათქო და ამას ვგულისხმობდი, როცა ხარჯს ვერ ვწვდებით დარდში ვვარდებით. როცა ვაჟაზეა საუბარი ჩემი აზრით სახელმწიფოს არ უნდა სჭირდებოდეს შეხსენება თუ რაა გასაკეთებელი. თუმცა მე რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ სხვათაშორის როცა მე როცა მივედი მუზეუმში დირექტორად გაპარტახებული იყო. ვაჟაობაც კი ინერციის, რიონულ დონეზე ტარდებოდა. ამას არ ქონდა ორგანიზებული ხასიათი.ერთი კია, ვაჟას მიმართ ყველაზე დიდი აქტიურობა ხალხისგან, ქვედა ფენებისგან მოდის.” ლელა განსაკუთრებით ბევრს ფიქრობს თავისი დიდი წინაპრის იდეოლოგიაზე, რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს აქტუალურობა... “ ჩვენ თავიდან დავიწყეთ ვაჟას აღქმა, პოეზიას და პროზას რომ თავი დავანებოთ უაქტუალურესია დღესაც ვაჟას წერილები. ვაჟას წერლი თავისუფლებაზე, კოსმოპოლიტიძმზე და სხვა უამრავ თემაზე 2012 წლითაც შეგვიძლია დავათარიღოთ, იმდენად იდენტურია გამოწვევები, ბევრი რამ გვეცნობა თუნდაც ქართული რეალობიდან. დღეს ჩვენი პოლიტიკოსები რასაც ევროპულ ფასეულობებს ეძახიან და ევროპილ კონვენციებში ეძებენ პუნქტებს, ვაჟამ თავის პუბლიცისტურ წერილებში მეცხრამეტე საუკუნეში ჩამოაყალიბა თეზისებად. ეს დაინახა მსოფლიომ და აღიარა კიდეც. დასანანია რომ სამოქალაქო საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს ამას, სხვათაშორის ქართველმა ხალხმა შედარებით ნაკლებად იცის ვაჟას მოღვაწეობისდა განცდების შესახებ. ეს ძალიან რთული პერიოდია, როცა საქართველო გაყოფილი იყო უმცირესობად და უმრავლესობად. ვაჟას და მისი თანამოაზრეებისთვის მთავარი გამოწვევა იყო ეროვნული დამოუკიდებლობა, საერთო ეროვნული ნიადაგის მომზადება. უმრავლესობისათვის კი მთავარი გამოწვევა კლასთა შორის დაპირისპირების გაღვივება გახლდათ. ეროვნული იდეებისთვის ბრძოლას ფაქტიურად შეეწირა ეს უმცირესობა, ილია მოკლეს, ვაჟა ფაქტიურად გაანადგურეს. სხვათაშორის ვაჟას გარდაცველებასთან დაკავშირებითაც ყოფილა გარკვეული ეჭვი ოჯახში, , ლევან რაზიკაშვილის შვილების, ჩემი ბებოების მოგონებების მიხედვით იყო ვერსია, რომელიც არ მინდა დავიჯერო, თურმე ბოლოს ვაჟა საკმაოდ მომჯობინდა, საავადმყოფოში ტარდებოდა ექიმების კონსილიუმები, რომლებიც სერიზულად განიხილავდნენ ვაჟას საკურორტო ზონაში გადაყვანას რეაბილიტაციისათვის. ოჯახიც ემზად- ებოდა ამისათვის. მის სიკვდილზე არ იყო საუბარი, სიცხეებიც კი არ ქონია იმ DDდღეებში, ამიტომ მისი სიკვდილი შოკისმომგვრელი იყო . ორ დღეში მოულოდნელად დამძიმდა და გამორიცხული არაა რომ განგებ მოეწყოთ. მანმადე ილია მოკლეს, აკაკის სიკვდილამდეც ქონდათ მისი დახრჩობის მცდელობა ცნობილი ფაქტია ესეც. ვერსია რომ ვაჟა თავისი სიკვდილით არ მომკვდარა, ერთგვარად გაამყარდე კომუნისტების მიერ ვაჟას ოჯახის მიმართ გამოჩენილი სისასტიკით. ფაქტიურად სასაკლაო მოაწყვეს, ეს ოჯახი იყო გამადიდებელი ლუპის ქვეშ, განსაკუთრებილი დაკვირვების ობიექტი, რადგან ხიფათის მოლოდინი ქონდათ ამ ოჯახიდან. სასტიკად გაუსწორდნენ ვაჟას ოთხ უახლოეს ნათესავს. მინდა განსაკუთრებულად ვისაუბრო ვაჟას Mმემკვიდრის ლევან რაზიკაშვილის პიროვნების შესახებ, ძალიან ცოტა რამ იცის საზოგადოებამ მასზე, რადგან ტაბუდადებული თემა იყო დიდი ხნის მანძილზე. ვაჟას გარდაცვალების შემდეგ სწორედ ლევანმა გადაიბარა ოჯახი, გორიდან საცხოვრებლად ჩარგალში გადავიდა. ძალიან ლამაზი და ლიდერის თვისებებით გამორჩეული ბიჭი ყოფილა ლევანი, ნამდვილი ლიდერი. მთაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა., არეული დრო იყო, მხრეს პატრონი არ Yყავდა, იმ პერიოდში კი ძალზე გახშირებული იყო ქისტების, ჩრდილო კავკასიელების თავდასხმები, იტაცებდნენ საქონელს ა.შ. ლევანის მეთაურობით ფშავ-ხევსურეთის ლაშქარი ქონდათ შექმნილი, ვაჯკაცურად იცავდნენ ხეობას. როცა გასაბჭოება მოხდა და მთაში შევიდნენ ბოლშევიკები, ფრთხილობდნენ სხვათაშორის, როგორც თბილისში შემოცვივდნენ ფშავ-ხევსურეთში ასე არ მოიქცნენ. ვაჟას შვილსპირდაპირ ვერ დაეტაკებოდნენ, მას ქონდა უზარმაზარი ავტორიტეტი, ამიტომ იარაღ არ ჩამოართვეს, შესთავაზეს გაეგრძელებინა თავისი საქმე და კომისრად დატოვეს. ლევანმა მიიღო ეს წოდება, თუთუმცა თავიდანვე ნათელი იყო რომ სამშობლოს გარდა არავის მსახური არ გახდებოდა. ამ პერიოდში ხეობაში თავი მოიყარეს ქართველმა მოღვაწეებმა, ფაქტიურად აქ დუღდა კულტურული ცხოვრება, ერთ სოფელში იყვნენ, სახალხო მთქმელი მიხა ხელაშვილი, ცნობილი მკვლევარი სერგი მაკალათია, მისი ძმა ნიკო მაკალათია, ვანო ხორნაული. აკაკი შანიძის ბიძის დუქანი იყო სოფელ თვალივში სადაც ხშირად იყო შანიძეც. ინტელექტუალი ელიტა იყო თავმოყრილი და მიდიოდა საუბარრები ბუხრის პირას, სადაც რა თქმა უნდა იყო საუბარი ქვეყნის მომავალზე, თუ როგორ უნდა გამოსულიყო საქართველო ამ მძიმე მდგომარეობიდან. ლევანი მამის იდეების მოზიარე და საქართველოს დამოუკიდებლობაზე მეოცნებე იყო, ეს იცოდნენ ბოლშევიკებმა, გრძნობდნენ საშიშროებას.. ამიტომ მმსტოვრები ყავდათ ბუნებრიავია მიჩენილი, თან ძალიან ახლობლები. ასანთის ღერის გაკვრა იყო საჭირო რომ ცეცხლი აბრიალებულიყო, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის შემოსვლა და მიხა ხელაშვილის ბოლშევიკებთან შეტაკება სწორედ ეს ალი იყო. ლევანი ტყეში გაქცევაში დაეხმარა მიხას, არ მისცა მისი განიარაღების და დაჭერის უფლება. ამით, რა თქმა უნდა, ღიად დაუპირისპირდა წყობას. რაც შეეხება ქაქუცას, მას და ლევანს მეგობრობა აკავშირებდათ, ერთად საწვლობდნენ თელავშიც, შემდეგ სათავადაზნაურო სკოლაშიც. რამდენიმე ვერსია არსებობს ქაქუცასა და ლევანის შეხვედრის შესახებ, ყველაზე გავრცელებული ვერსია კი რომელსაც იხსენებდა ლევანის შვილი ლუკა პაპაც, გახლდათ ქაქუცას სტუმრობა რაზიკაშვილის ოჯახში. მას რაზმი დაუტოვებია საყდრის გორზედა რამდენიმე თანმხლებთან ერთად მთელი ღამე ქეიფში გაუტარებია. ვერსიების მიუხედავად ერთი რამ ცხადია, ლევანმა ქაქუცა გადააცილა პანკისისკენ, გადაარჩინა შეპყრობას. იცოდა რაც მოყვებოდა საქციელს, გააზრებული ჰქონდა ყველაფერი, ფაქტიურად გაწირა თავი ქაქუცასათვის. შეეძლო გაქცეულიყო, მაგრამ ისისც იცოდა როგორ გაუსწორდებოდნენ მის ცოლს- შვილს. ლევანი ელოდა დაჭერას, მაგრამ ოჯახში მაინ დაიბარა სახლიდანგასვლისას რომ თუ მოვიდოდნენ გაეფრთხილებინათ, მაგრამ გაფრთხილების ნაცვლად პირდაპირ სათიბიდან აიყვანეს. თუმცა ბოლშევიკებს შეატყობინეს ლევანის ადგილსამყოფელი, ძალიან ახლობელმა გაყიდა, რომლის ვინაობასაც ვერ ვიტყვი. ამის შემდეგ თიანეთში წაიყვანეს, ვინც აიყვანა მათაც კი უმძიმდათ. ვაჟას ხომ განუზომმელი ავტორიტეტი ქონდა, ღმერთად მიაჩნდა მთის მოსახლეობას. მაგრამ საქმე შემდეგ ისე შეკერეს, თითქოს თვითონ ლევანი გამოცხადდა თიანეთში. სწორედ ამით აპელირებდნენ როცა დელეგაცია დელეგაციაზე მიდიოდა შეწყალების თხოვნით. ნატო ვაჩნაძე, ვერიკო ანჯაფარიძე სხვა ცნობილი ქართველები თხოვდნენ ორჯონიკიძეს არ დაეხვრიტათ ვაჟას შვილი, რომელზეც უპასუხია თავად ვაჟაც რომ იყოს, მასაცც დავხვრეტდიო. სხვათაშორის ფშავ-ხევსურეთში 53 კაცმა მოაწერა ხელი ლევან რაზიკაშვილის გათავისუფლების თხოვნას. ეს იყო Eუდიდიესი გამბედაობა, დასახვრეტად გამზადებული კაცის შეწყალებას ითხოვდნენ. გაქცევის ვერსიებზეც საუბრობდნენ, მაგრამ საბოლოდდ ვაკის პარკის ტერიტირიაზე დახვრიტეს 1922 წელს. არავინ იცის სადაა მისი საფლავი. ლევანს დარჩა სამი შვილი ლუკა(სახელი თავად ვაჟამ დაარქვა მუცლადყოფნისას.), პეპელა და ქეთო, რომლებიც გორში დაბრუნდნენ, მათ დედა აფრთხილებდათ გვარი არ გაემხილათ და ეთქვათ მთვარელიძეები ვართო, რადგან ხალხის მტრის შვილებად მიიჩნეოდნენ. რაზიკაშვილების დევნა ამით არ დასრულებულა, ბოლშევიკებმა 22 წელშივე მოაკვლევინეს ვაჟას ძმა თედო, რომელსაც გორში უდიდესი გავლენა ქონდა. თედო ვაჟას ოჯახს ყოველთვის ეხმარებოდა ფინანსურად. გარდა იმისა რომ სახალხო მთქმელი იყო საკმაოდ წარმმატებული აგრონომი და გავლენიანი მოღვაწე გახლდათ. მისი დაჭერა საკმაოდ ძნელი იყო, ამიტომ დაახვედრეს, მიუქსიეს სოფლის კრიმინალები, რომლებმაც ხანჯლით 56 ჭრილობა მიაყენეს. ვაჟას ქალიშვილი თამარი თიანეთში იყო გათხოვილი ძალაინ მდიდარ გლეხს შალვა მეწუკლიშვილს ყავდა, რომელმაც უმაღლესი განათლება გერმანიაში მიიღო, მაგრამ ისევ მთაში დაბრუნდა და ფრაკის ნაცვლად ჩოხა მოირგო. როგორც ამბობენ ვაჯა და თავის მძახალი გეჯა მეწუკლიშვილი ერთმანეთსახავრებდნენ, ერთი დასცინოდა მდიდარი ხარო, მეორე კი დასცინოდა ღარიბი ხარო, ვაჟა ხუმრებოდა თურმე შენი ქონება დაილევა და აღარავის ემხსოვრები, მაშინ როცა ჩემს სახელს განადიდებენო. სწორედ თამარის ქმარი შალვა ყავდათ ბოლშევიკებს სალიკვიდაციოთა სიაში შეყვანილი, იცოდნენ მისი განწყობა, ასეთი ისტორიაც არსებობს, თიანეთისკენ მიმავალს Gგზაზე კომკავშირელები შეხვდერიან, ქეიფობდნენ, შალვას თხოვეს ისეთი სადღეგრძელო დაგვილიე ჩვენ რომ არ გვექნება დალეულიო. შალვას Uუთქვამს, თქვენ ქაქუცას სადღეგრძელოს არ დალევდით და მოდით ქაქუცას გაუმარჯოსო. რამდენიმე დღეში ის გაყვანეს სახლიდან რის შემდეგაც გაქრა, არც მისი დახვრეტის ოქმია სადმე და არც რაიმე მტკიცებულება. 37 წელსი დახვრიტეს მიხა რაზიკაშვილი, ვაჟას დისშვილი, რომელიც ძმასავით გაზარდეს და რაზიკაშვილად მიაჩნდათ. ვაჟას შვილებიდან მხოლოდ ვახტანგი იყო მისაღები ბოლშევიკებისათვის, რომელიც მეორე ცოლიგან ჰყავდა. ვახტანგი პირველ თაობაში ერთადერთი გამონაკლისი იყო რაზიკაშვილების გვარში, რომელიც გახდა აქტიური კომკავშირელი და სხვათაშორის 70 წლის განმავლობაში ფაღტო საზოგადოებას აცნობდნენ როგორც ვაჟა-ფშაველას ერთადერათ შვილს.” მაკა დეკანოსიძე გაზეთი “ქართული სიტყვა” 1237 4-ს მოსწონს
|