x
image
intermedia.ge
Mediator image
„ძალიან გავბრაზდი და ვუთხარი, რომ დავუმტკიცებდი და შევძლებდი“ - როგორ დაიკლო ნათია ბალანჩივაძემ 42 კილო
image


მეგობრები ძალიან კორექტულად და მოკრძალებულად მეუბნებოდნენ, რომ უნდა დამეკლო. ჩემმა დამ კი დიდი მუდარის და უშედეგო თხოვნის შემდეგ ჩუმად ფოტო გადამიღო, რომელშიც მგონი, იმაზე უფრო დიდი ვჩანდი, ვიდრე ვიყავი და შემახსენა, რომ უკვე ჩემმა წონამ პიკს მიაღწია. ამაზე სიტყვითაც მიმანიშნა. ძალიან გავბრაზდი და ვუთხარი, რომ დავუმტკიცებდი და შევძლებდი...


image


ჩემს მეუღლეს ეშინოდა, რამე არ დამმართნოდა, რადგან ხვრინვის დროს, ფაქტობრივად, სუნთქვას ვწყვეტდი. ჩვენი სიყვარული ძალიან ძლიერია, 14 წლიდან ერთად მოვდივართ და ვიზუალური მხარე ვერაფერს დაგვაკლებდა, მაგრამ ჩემი ჯანმრთელობა ძალიან აღელვებდა.



ზაფხულში 12 წლის უნახავ დედასთან გავფრინდი და თვითმფრინავში ღვედი ვერ შევიკარი, რის გამოც თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი... დედას ვამჩნევდი, რომ ჩუმად უყურებდა ჩემს სხეულს, მაგრამ გული რომ არ მტკენოდა, არაფერს მეუბნებოდა. მალევე მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება და დავსვი წერტილი, ანუ დავიწყე ფიქრი იმაზე, რომელი დიეტა დამეწყო. უცებ გამახსენდა ჩემი სტილისტი, ცოცხალი მაგალითი, რომელმაც "დუკანის დიეტის" მეშვეობით დაიკლო. სწორედ მისგან მივიღე რჩევა-დარიგება და დიეტაც დავიწყე.


11 თვეში 42 კილო დავიკელი. თავიდან შედარებით უფრო სწრაფად ვიკლებდი, ახლა ცოტა მიჭირს, მაგრამ წონაც ნაკლები დამრჩა დასაკლები. აუცილებლად მივალ დასახულ მიზნამდე, რა დრო და ძალისხმევაც არ უნდა დამჭირდეს. მე ამას შევძლებ.


image


ვისაც გახდომა უჭირს და ფსიქოლოგიურადაც არაა შემზადებული დიეტისთვის, ვურჩევ, ეცადონ, პირველი სამი დღე გაუძლონ და სწორად იკვებონ. აუცილებლად მიიღებენ შედეგს, თავიდან მცირეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მისცემთ სტიმულს. როცა რამეზე სული წასძლევთ, დააკვირდნენ თავიანთ სხეულს და იმ ფოტოს, რომელშიც განსაკუთრებით ცუდად და მსუქნად გამოიყურებიან.


კვებიდან უნდა ამოიღონ: შემწვარი, ცომეული, ტკბილეული. ამ დიეტის მიხედვით, ხილიც აკრძალული გვაქვს.
ორგანიზმი მოშიებამდე არ უნდა მიიყვანონ, ეს აუცილებელია. როცა ძალიან არ გშია, ცოტაოდენი წახემსებაც კი განაყრებს. თუ უკიდურესად მოგშივდება, ცხადია, გაგიჭირდება. კარგია ყოველ 2-3 საათში ერთხელ კვება. როცა ორგანიზმს არ შია, ცხიმი კარგად იწვის. არავის ეგონოს, რომ შიმშილით დაიკლებენ, ეს ყოვლად შეუძლებელია. შიმშილის დროს ორგანიზმი ცხიმს ინახავს. ვურჩევ, რომ მიირთვან მოხარშული, შემწვარის ნაცვლად.


კითხვის გაგრძელება + ფოტოები>>>




1
868
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
868
  
2018, 29 აგვისტო, 18:04
ბარაქალა ამ ქალბატონის ნებისყოფას...
0 1 1