ქალი და მამაკაცი დაქორწინებული წყვილების მთავარი პრობლემები - იცით, როგორ მოიქცეთ თქვენ? 2018, 29 აგვისტო, 16:22 თითოეული წყვილის ცხოვრებაში დგება კრიზისი - მცირე თუ დიდი. წყვილის უმრავლესობა ოჯახური თანაცხოვრების წესს ვერ ეთავსება და შორდებიან; განსაზღვრული ნაწილი კი ეგუება და იტანს იმ პირობებს, სადაც თავს ბედნიერად მაინც ვერ გრძნობს; მხოლოდ ბრძენ წყვილს შეუძლია იყოს ბედნიერი და გამართლება საერთოდ არაფერ შუაში არ არის.
მოდით, გადავხედოთ იმ პრობლემებს, რომელიც ყველა დაქორწინებულის ოჯახში ხდება, თუმცა მხოლოდ ბრძენი წყვილი უმკლავდება ადვილად. 1. წყვილების უმრავლესობა დაქორწინების შემდეგ წონაში მარტივად იმატებს. გლაზგოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დაქორწინებიდან პირველ წელიწადში წყვილები საშუალოდ 1, 5-2 კგ-ს იმატებენ, ყველაზე მეტი კი 6 კგ დაფიქსირდა. ეს ცვლილება კი დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან, რადგან პარტნიორები ენდობიან ერთმანეთს, თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობენ ერთად. როგორ მოვიქცეთ? მსგავს შემთხვევაში, აუცილებელია წყვილებმა აკონტროლონ ერთმანეთის წონა (ეს კი უნდა მოხდეს ძალიან რბილად და ტაქტიანად), ხშირად იაროთ ველოსიპედით, ფეხით ისეირნოთ საღამოს ძილის წინ. უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ მამაკაცები უფრო მარტივად იკლებენ წონაში, ვიდრე ქალები და ამის გამო, მცდელობას, დაიკლოთ ზედმეტი წონა, არ უნდა დანებდეთ. 2. ახლადშეუღლებულების ოჯახში ბავშვის დაბადების შემდეგ ფინანსური პრობლემები იწყება. NerdWallet-ის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მშობლები თითქმის ყოველთვის მოუმზადებლები არიან შვილის დაბადებისთვის და ეს სულაც არ არის დამოკიდებული ოჯახის ფენასა და კლასზე. როგორ მოვიქცეთ? სანამ დაგეგმავთ ბავშვის ყოლას, მანამდე დაიწყეთ დანაზოგის გაკეთება ზედმეტი ხარჯებისთვის: საბავშვო ეტლი, ტანსაცმელი და სხვა. 3. "რძალ-დედამთილის და სიძე-სიდედრის" თემა, დღემდე აქტუალურია დრამატურის თუ ანეკდოტების ფორმატში. 3-დან 2 დედამთილი უკმაყოფილოა რძლით და ასევე 3-დან 2 რძალი მტრულ დამოკიდებულებაშია დედამთილთან. იაპონელი მკვლევარების კვლევებით დადგინდა, რომ ქალები, რომლებიც ცხოვრობენ დედამთილებთან ერთად, ხშირად იტანჯებიან გულის იშემიური დაავადებებით. როგორ მოვიქცეთ? კონფლიქტების თავიდან ასაცილებელი, ყველაზე კარგი გამოსავალი ცალკე ცხოვრებაა. ხოლო, როდესაც არ არის ცალკე ცხოვრების საშუალება, აუცილებელია ცოლი ქმარს დაელაპარაკოს იმის თაობაზე, რომ დედამისთან ცხოვრება არ არის მარტივი, ქმარი კი დიპლომატიურად მიუდგეს ამ საკითხს და განმუხტოს დაძაბულობა დედასა და ცოლს შორის. 4. პარტნიორის გულმავიწყობას ხშირად მივყავართ გულისტკენამდე. ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეუძლია მას პირველი კოცნის, ქორწინების თარიღის და თქვენი დაბადების დღის დავიწყება. გამოდის, რომ თითქმის იდეალურ ადამიანებსაც შეუძლიათ დაივიწყონ მნიშვნელოვანი რაღაცები. მეუღლეებს შორის მთავარი არა კალენდარზე აღნიშნული დღეები, არამედ მათი ურთიერთობაა. როგორ მოვიქცეთ? ეცადეთ დაიმახსოვროთ ის რამდენიმე თარიღი, რომელიც მნიშვნელოვანია თქვენი პარტნიორისთვის, რათა გაუხარდეს და იფიქროს, როგორი მნიშვნელოვანია ის თქვენთვის. ზოგჯერ, ბედნიერება ასეთ წვრილმანებშია. 5. ხშირად, ქორწინების პირველი წელი თაფლობის თვეა, თუმცა შემდეგ რომანტიკული საღამოები, გასეირნება, ალერსი, გულიანი საუბრები წყვილებს შორის- დროსთან ერთად ნელდება ან ქრება. შესაბამისად, მოლოდინი რეალობისგან სრულიად განსხვავდება. იყონ ბედნიერი, მხოლოდ ბრძენ და ცხოვრებაში გამოცდილ წყვილებს შეუძლიათ. როგორ მოვიქცეთ? შეყვარებული წყვილები დაქორწინებულებისგან ძალიან განსხვავდებიან, რადგან ქორწინებაში მყოფებს უკვე აქვთ საერთო საზრუნავი, საერთო შვილები, საერთო იპოთეკა და ა.შ, რის გამოც ნაკლები დრო რჩებათ რომანტიკული დღეებისთვის და თარიღების აღნიშვნისთვის. ფსიქოლოგების თქმით, ოჯახური ცხოვრება უკავშირდება წყვილებს შორის გარკვეული გრაფიკისა და პასუხისმგებლობის განაწილებას. თუ დაგეგმილი და რომანტიკული შეხვედრები, კინოთეატრსა და თეატრში სიარული აღარ არსებობს ქორწინების შემდეგ, წყვილებს შორის სიყვარულის ნაპერწკალი ქრება. 6. დილით გაღვიძების რეჟიმი, ყველა ადამიანში განსხვავებულია. ადამიანთა ნაწილს ალიონზე ადგომა მოწონს, ნაწილს კი შეუძლია ბუსავით ღამის ცხოვრებით იცხოვროს და შემდეგ დილის ძილით გამოიძინოს. ბევრი წყვილია, რომელთაგან ერთი მათგანი ჩვეული რიტმით იძინებს და იღვიძებს, ხოლო პარტნიორი ღამის ცხოვრებას ეწევა, რაც ასევე მავნებელია ჯანმრთელობისთვის. როგორ მოვიქცეთ? სხვადასხვა ბიოლოგიური რიტმი, ფაქტობრივად არაფერში არ უშლის ხელს წყვილს ბედნიერებაში. უბრალოდ პარტნიორი უნდა წავიდეს კომპრომისზე, რომ სანამ მას სძინავს, მისი მეუღლე ღამით გააკეთებს ოჯახის საქმეებს. 7. მიუხედავად იმისა, რომ ვცხოვრობთ XXI საუკუნეში, წყვილებს ჯერ კიდევ აქვთ შემორჩენილი სტერეოტიპები შრომის დანაწილების შესახებ: ქალი უნდა იყოს სახლში და მიხედოს ოჯახსა და შვილებს, კაცმა კი იმუშაოს და შეიტანოს ოჯახში ფული. ამ მდგომარეობას კი შეუძლია ხშირად გამოიწვიოს უთანხმოება მათ შორის. როგორ მოვიქცეთ? ყველა საკითხი განიხილეთ ქორწინებამდე. ჭურჭლის სარეცხ მანქანას, პურის საცხობ დანადგარს და სხვა, შეუძლია ბევრ საქმეს აგარიდოთ, რაც თქვენს დროს უფრო დაზოგავს. იმუშავეთ შეთანხმებით, თუ ცოლს გამოუჩნდა სამსახური, რომელიც მეუღლის სამსახურზე შემოსავლიანია, უარი არ უნდა ეთქვას. ასევე, როდესაც ცოლი თანამშრომლებთან კორპორაციაზე ან კლასის ქეიფზე მიდის, ქმარმა უნდა დაიტოვოს შვილები და მისცეს საშუალება მას, რომ განიტვირთოს. 3840 20-ს მოსწონს |
მე ვთვლი ოჯახის სიმყარისათვის თუნდაც გარკვეული ხნით ცალკე უნდა იცხოვროს...