![ულამაზესი ქართველების ცნობილი
ორეულები image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201808/2018082817182381694.jpg)
მსოფლიოს სხვადასხვა ვებ საიტებზე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს სელებრითების ფოტოები, რომლებიც განსაკუთრებით გვანან ერთმანეთს.. ზოგიერთი ადამიანი ეთანხმება ამ შეთანხმებებს, ზოგი კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება, თუმცა ფაქტია, რომ მსგავსი სტატიები ძალიან პოპულარულია.
წარმოგიდგენთ ცნობილ ქართველებს, რომლებიც ტყუპებივით გვანან ერთმანეთს:
ია ფარულავა და თეო ფერაძე
მსახიობ ია ფარულავას და ბიზნესვუმენ თეო ფერაძეს წლების განმავლობაში ამსგავსებდნენ ერთმანეთს, ამის გამო ისინი ხშირად უხერხულ, თუ კურიოზულ სიტუაციაშიც აღმოჩენილან. როგორც თეო ფერაძე წლების შემდეგ იხსენებდა, სიამოვნებდა რომ ახალგაზრდობის ასაკიდან ია ფარულავას ამსგავსებდნენ, როდესაც ეკითხებოდნენ ვიღაცას მაგონებო, აღარ აწვალებდა ხალხს და პირდაპირ პასუხობდა ია ფარულავას მამსგავსებენ ხოლმეო
ბიზნესვუმენი თეო ფერაძე
![ულამაზესი ქართველების ცნობილი
ორეულები image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201808/2018082817282181694.jpg)
ისინი ერთმანეთს 80-იანი წლების ბოლოდან იცნობენ თუმცა სულ რადენიმე წელია რაც დამეგობდნენ, ქალბატონები ხშირად ერთად ჩნდებიან სხვადასხვა ღონისძიებებზე და ფოტოგრაფებს ისინი არაერთხელ დაუფიქსირებიათ კადრში ერთად.
ია ფარულავა და თეო ფერაძე
მათი გარეგნული მსგავსების აღნიშვნა ორივე ქალბატონს სიამოვნებს, მათ რადენიმე წლის წინ ერთობლივი ფოტოსესიაც გააკეთეს, სადაც მსგავსების უკეთ გამოსაკვეთად ერთი სტილი მოირგეს:
ბელა მირიანაშვილი და ციცინო ციციშვილი
როდესაც ამ ორი სილამაზით განთქმული ქალბატონის ფოტოს უყურებ რთულია განასხვაო ერთმანეთისგან,
ციცინო ციციშვილისა და ბელა მირიანაშვილის მსგავსებაზე თავის დროზე მთელი ქალაქი ლაპარაკობდა..
ციცინო ციციშვილი ფართო საზოგადოებამ 1958 წელს, თენგიზ აბულაძის ფილმში "სხვისი შვილები" შესრულებული დეიდა ნატოს როლით გაიცნო, რომელიც ბწყინვალედ ითამაშა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ ადამიანს დღემდე ჰგონია რომ არ როლს ბელა მირიანაშვილი თამაშობს..
![ულამაზესი ქართველების ცნობილი
ორეულები image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201808/2018082817360881694.jpg)
ციცინო ციციშვილს პროფესიონალური სამსახიობო განათლება არ მიუღია, სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი დაამთავრა შემდეგ კი მის ცხოვრებაში გამოჩნდა კინო.
დეიდა ნატოს თამაშის შემდეგ ის ლანა ღოღობერიძის ფილმში "ერთი ცის ქვეშ" და მერაბ კოკოჩაშვილის "ცხელი ზაფხულის სამი დღე" გამოჩნდა.
ბელა მირიანაშვილმა თავისი ხანმოკლე კარიერის განმავლობაში მრავალი საინტერესო სახე შექმნა ქართულ კინოსა და რუსთაველის თეატრის სცენაზე. მსახიობს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პროფესიაზე უარის თქმა მოუწია, მისი გარდაცვალების შემდეგ კი, როგორც ამბობენ სხივი დააკლდა თბილისს.
![ულამაზესი ქართველების ცნობილი
ორეულები image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201808/2018082817401381694.jpg)
აღვნიშნავს ასევე იმსახურებს ეკა ბალანჩივაძისა და მაკა ასათიანის ფიზიკური მსგავსება. იყო დრო როცა მაკას საკუთარი მოდის სახლი ჰქონდა და ბომონდის წვეულებებსაც ხშირად ესწრებოდა. დღეს საქართველოში არ ცხოვრობს და როდესაც სამშობლოში ჩამოდის ინტერვიუებისგან თავს იკავებს..
![ულამაზესი ქართველების ცნობილი
ორეულები image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201808/2018082817453081694.jpg)
![ულამაზესი ქართველების ცნობილი
ორეულები image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201808/2018082817454181694.jpg)