x
image
intermedia.ge
Mediator image
„რეჟიმი - 55“ - წონაში კლება შიმშილის გარეშე, მარიანა იოსებაშვილი დეტალურ ინსტრუქციას გვიზიარებს
image


„ვცხოვრობ ისრაელში, შვილებთან და მეუღლესთან ერთად. მაქვს როგორც სამედიცინო, ასევე პედაგოგიური განათლება, თუმცა ამჟამად სპეციალობით არ ვმუშაობ.
ჯგუფი “რეჟიმი-55" მარისგან, წონაში კლება შიმშილის გარეშე“, ოფიციალურად 1 წლის წინ ჩამოყალიბდა.
დაახლოებით 15 წლის წინ ერთ-ერთ რუსულ საიტზე

სწორი კვების სისტემა აღმოვაჩინე და გადავწყვიტე, ჩემებურად გადამეკეთებინა. იმ რეჟიმს გრაფიკის გამო ვერ შევეგუებოდი. ამიტომ მოვიფიქრე ისეთი კვების რეჟიმის შედგენა, რომლის დროსაც მშიერი და დასტრესილი არ ვიქნებოდი.


image



დროთა განმავლობაში დავაკვირდი, როგორი მენიუ უფრო უხდებოდა ადამიანის ორგანიზმს. ძირითადად, ამის საფუძველზე შეიქმნა ახალი "რეჟიმი -55", რომლის მეშვეობითაც ადამიანებმა წარმატებით დაიწყეს წონაში კლება. მე მჯეროდა, რომ ყველაფერი გამოვიდოდა და ის 25-კაციანი ჯგუფი დღეს 27.000 ბედნიერი ადამიანისგან შედგება. ჩემი მოდერატორები ძალიან მეხმარებიან, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო.


ყველა ადამიანს სჭირდება განსხვავებული მენიუ. გააჩნია, ორგანიზმი ჯანსაღია თუ პრობლემური. ამ კვებამ ადამიანებს ჯანმრთელობის პრობლემებიც მოუგვარა. კერძოდ, დიაბეტი, ნაღველი და კიდევ ბევრი რამ, რაც აქამდე აწუხებდათ.


image


მ რეჟიმის პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა რეჟიმული სწორი კვება უნდა ისწავლოს. რაც მთავარია, უნდა ვიცოდეთ, რასთან რა სახის საკვებია დაშვებული.
რეჟიმი რთული არაა, არ შიმშილობ და სასწაულად იკლებ.
ჩვენთან გოგოებმა 55 კილოც კი დაიკლეს. უამრავი ადამიანია საოცარი შედეგით. თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ, გადაავლოთ თვალი ალბომებსა და ვიდეორგოლებს. ასევე იქმნება "იუთუბგვერდი", იმავე სახელით. სადაც იქნება ახსნილი სათითაო დეტალი და მთლიანად მიეძღვნება ადამიანების ჯანმრთელობასთან და სილამაზესთან დაკავშირებულ თემებს. მინდა ბევრმა გაიგოს ამ რეჟიმის შესახებ, რათა აღარ იტანჯებოდნენ. ვაპირებ წიგნის გამოცემასაც, სადაც 300 მენიუ იქნება შეტანილი".


რ ე ჟ ი მ ი - 55
დღის განმავლობაში დალიეთ 2 ლ წყალი. დილით უზმოზე მიიღეთ1 ჭ წყალი, ოთახის ტემპერატურის. წყლის დალევიდან 20 წუთის შემდეგ მიიღეთ ზეითუნის ზეთის და ლიმონის ნაყენი.
( 1 ჩ.კ. ლიმონის წვენს+1.ს.კ. ზეითუნის ზეთი)


პ.ს. ვისაც პრობლემა გაქვთ თირკმელზე & კუჭზე, თქვენ ეს ნაყენი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ 1 კ. ზეითუნის ზეთით. 20 წუთის შემდეგ ისაუზმეთ. ყოველი მე5 დღე უნდა იყოს ცილოვანი, ანუ მთელი დღის განმავლობაში იღებთ მხოლოდ ცილის შემცველ საკვებს, როგორიცაა:
რძე, ხაჭო, მაწონი, ხორცი, თევზი.


გაითვალისწინეთ, რომ ხორცს და თევზს არ ვაყოლებთ არაფერს
( ხორცი/თევზი - მოხარშული ან ღუმელში უცხიმოდ შემწვარი)
თევზს შეგიძლიათ მოასხათ ლიმონის წვენი ან ძმარი. ქათმის ხორცს კანი გააცალეთ და ისე მიირთვით. სასურველია, ყოველ მე-2 დღეს გამოიყენოთ სკრაბი და პრობლემური ზონები 5-5 წუთის მანძილზე დაიმასაჟოთ.
დღის განმავლობაში სასურველია 1 საათი ჩქარი ნაბიჯებით სიარული.
ყველი დღის განმავლობაში დაშვებულია მხოლოდ 50 გრამი, დაბალპროცენტიანი.
რძის პროდუქტები დაშვებულია 5%-მდე. სადილსა და ვახშამზე აკრძალულია ტკბილი, ასევე, გაზიანი სასმლის და გაზიანი მინერალური წყლის მიღება.


საუზმე უნდა მიირთვათ 9 საათამდე
სადილი 2 საათამდე
ვახშამი 6 საათამდე


6 საათის შემდეგ დაშვებულია მხოლოდ: წყალი, უშაქრო ჩაი & უშაქრო ყავა. რაოდენობა არ არის შეზღუდული. კვებებს შორის ინტერვალში თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ასევე მხოლოდ წყალი, უშაქრო ჩაი & უშაქრო ყავა.
დაშვებული ხილია: ანანასი, ვაშლი, ალუჩა, გრეიპფრუტი, ფორთოხალი, მანდარინი, კივი, შავი ქლიავი, საზამთრო (შეგიძლიათ ვახშამზე მიირთვათ).
დილით 9 საათამდე დაშვებულია ნებისმიერი ხილი.
სადილზე აკრძალულია ყველანაირი ხილი.


image


ვახშმიდან ამოღებულია: ბურღულეული, მანანი, ბრინჯი, წიწიბურა
პორცია უნდა იყოს 300-350 გრამი
სასურველია, ყველა კვება იწონიდეს ერთსა და იმავეს
საუზმე 9 საათამდე - კვება თავისუფალია, მიირთვით, რაც გნებავთ.
პური საუზმეზე დაშვებულია ნებისმიერი.
თუ თეთრ პურს მიიღებთ, სასურველია, ღუმელში გამომშრალი იყოს.
კარტოფილი დაშვებულია 5 დღეში ერთხელ საუზმეზე.
შოკოლადი 30 გრ. ტორტი/ნამცხვრები სასურველია მიიღოთ 5 დღეში ერთხელ. ცომეული სჯობს 5 დღეში ერთხელ მიირთვათ.
ყავა - შეგიძლიათ საუზმეზე დალიოთ 1 ჩ.კ. შაქრით.


სადილი 2 საათამდე - კითხვის გაგრძელება>>>




1
13713
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
13713
  
2018, 28 აგვისტო, 12:35
შოკისმომგვრელია
0 1 1