სხვა ძველი თბილისი (გამქრალი ქალაქი) 2018, 27 აგვისტო, 20:30 კომუნისტური პარტიიც გავლენით, მაშინდელმა მთავრობამ გამოიწვია თბილისის არაბუნებრივი ზრდა რამაც გამოიწვია ის, რომ საკმაოდ დიდ პერიმეტრზე გაშენებული ძველი თბილისი ერთ პატარა რაიონად იქცა ქალაქის ფონზე.
როგორც ჟაკ ფრანსუა გამბა აღნიშნავდა: ”საკმაო იყო სამი წელიწადი, რომ ძველ ქალაქს, რომელიც მთელი თავისი ნანგრევებით მოწმბდა აზიური თვითნებობის რეჟიმს, მისცემოდა ევროპული ქალაქს… ახალ ქალაქში, სადაც ბევრი თავისუფალი ადგილიც, გაჰყავთ სამოცი ფუტის სიგანის ქუჩები, მშვენიერი მოედნები, ყაზარმები, რომლებიც ააგეს ნაწილი ცეცხლში გამომწვარის და ნაწილიც მზზე გამომშრალი აგურისაგან……..”
მტკვარი და ტივებიძველად თბილისში ტივები აქტიურად გამოიყენებოდა ტვირთის გადასაზიფდად, ქარავნებიდან შემოსული ტვიეთი ამ გზით პირდაპირ შექონდათ ქარვასლებში. დღესდღეისობით უწინდელი ფუნქცია დაკარგა როგორც ტივმა, ასევე მტკვარმაც, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დროს როდესაც აქტიურად მიმდინარეობდა სანაპიროს გაშენება მტკვარს შეეცვალა კალაპოტი, რამაც მდინარეს დაუკარგა რეკრეაციული თვისება. თბილისის გამქრალი კუნძულებითბილისის წისქვილები ძველად მშრალი ხიდის ტერიტორიაზე მტკვარი ორ განშტოებას ქმნიდა და მათ შორის იყო მოქცეული პატარა კუნძულები, ასეთია ორთაჭალის კუნძლები რომელიც ქალაქს ხილით ამარაგებდა, ასევე მადათოვის კუნძულები რომელზეც ხის საამქროები იყო განთავსებული. 977-978 წლებში არაბი გეოგრაფი და მოგზაური იბნ-ჰაუქალი, ავტორი თხზულებისა წერდა: “ქალაქი მდინარე მტკვარზეა გაშენებული. წისქვილები ტფილისში (ისე, როგორც მოსულში და რაკაში ტიგრსა და ევფრატზე) ნავებზე არის გამართული”. ამგვად ვხვდებით რომ წისქვილები ქალაქის უძველესი ტრადიცია იყო, თუმცა ყველაფერი მე-20 საუკუნის 30-იან წლებში შეწყდა როდესაც საბჭოთა კავშირმა წისქვილები აიღო. 1951 წლის 21 იანვარს გაზეთ “კომუნისტში” წერდნენ: “ბედნიერი ცხოვრება ჰყვავის ძველს კუკიასა და ჩუღურეთში”. “ბევრი რამ შეიცვალა. ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ჩამორჩენილ იმდროინდელ უბანს ახლა მრავალი სიახლე ამშვენებს. აღარ არის მტკვრის სანაპიროზე საფრთხობელასებრ აღმართული დიდბორბლიანი წისქვილები. მათ ნაცვლად სანაპიროს საყრდენი კედელი აქვს მტკვარს გავლებული და მალე ბარათაშვილისა და მარქსის რეკონსტრუირებულ ხიდებს შუა ულამაზესი სანაპირო მაგისტრალი გადაიჭიმება.” საკითხავია რამდენა ამახინჯებდა საფრთხობელასებრ აღმართული დიდბორბლიანი წისქვილები ქალაქს. ეკლესიების ქალაქიტურისტების ყურადღებას მალევე იქცწვს ეკლესიების სიმრავლე თბილისში, თუმცა ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ის რაც საბჭოთა მთავრობას გადაურჩა ვინაიდან უამრავი ეკლესია ამ დროს საცხოვრებელ სახლებად გადაკეთდა, რის შედაგადაც ეკლესიებს მთლანად შეეცვალათ იერსახე და დღეს ვერავინ მიხვდება რომ საცხოვრებელი სახლი უწინ ეკლესია იყო. საქართველოში, გასაბჭოებამდე, 1450 ეკლესია და მონასტერი მოქმედებდა. 1923 წლისათვის მათი 90 % დაიხურა, 1939 წლისათვის კი მხოლოდ 5 დარჩა. ბოლშევიკებმა ეკლესიების ნაწილი დაანგრიეს, ნაწილი კი სახელმწიფოს გადასცეს.წყალში დამარხული ქალაქიროდესაც მტკვრის დონე დაიწევს დააკვირდით, თქვენ აუცილებლად შეამჩნევთ ნაშთებს რაც ძველი თბილისის ქარვასლებიდან დარჩა. ყველაფერი თავის დროზე კი ასე გამოიყურებოდა: 250 4-ს მოსწონს
|