მსოფლიო ვაცლავ ჰაველი- კაცი, რომელიც ძალაუფლებამ ვერ გარყვნა 2018, 27 აგვისტო, 1:22 ალბათ ძალიან ცოტა პოლიტიკურ ლიდერს თუ ხვდომია წილად ისეთი გულწრფელი ცრემლები, ემოციები და სიყვარული, რაც ჩეხმა ხალხმა გამოამჟღავნა ყოფილი პრეზიდენტის, ინტელექტუალის, მწერლის, დისიდენტის, კომუნიზმის დაუძინებელი მტრის და “ხავერდოვანი რევოლუციის“ ერთ-ერთი თანაავტორის, -ვაცლავ ჰაველის მიმართ.
საბჭოთა კომუნიზმის დამარცხების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა ვაცლავ ჰაველი 2011 წლის 18 დეკემბერს გარდაიცვალა. ჰაველი დაიბადა 1936 წლის 5 ოქტომბერს, შეძლებული ანტრეპრენერის ოჯახში, თუმცა 1948 წელს ჩეხეთის ხელისუფლებაში კომუნისტები მოვიდნენ და ოჯახს ყველაფერი ჩამოართვეს. ისინი იძულებული გახდნენ, მუშაობა დაეწყოთ თავიანთ ყოფილ საწარმოში, ჰაველს კი რეჟიმმა განათლების მიღების უფლება არ მისცა, როგორც ბურჟუაზიული წარმოშობის ახალგაზრდას. მიუხედავად მთელი ამ დაბრკოლებებისა, ის ახერხებს ღამის სკოლაში ჩაწერას, და იღებს უმაღლესი ტექნიკური განათლების დიპლომს, დღის განმალვლობაში კი ქიმიური პროდუქტების ქარხანაში მუშაობს. 50 -იანი წლების ბოლოს ახალგაზრდა ჰაველი კინომ ძალიან გაიტაცა. ის პრაღის ერთ-ერთ თეატრში იწყებს მუშობას, სადაც მის მომავალ მეუღლეს, ოლჰა ჰავლოვას გაიცნობს. ეს შეხვედრა 1964 წელს ქორწინებით დასრულდა. ამავე პერიოდში ის პიესების წერს. თეატრი მისთვის თვითგამოხატვის და დემოკრატიული იდეალის გავრცელების ერთგვარი საშუალება იყო. 1968 წლის მოვლენებმა, რომელიც “პრაღის გაზაფხულის “ სახელით არის ცნობილი, ჰაველი აიძულა უფრო ღიად და მძაფრად დაპირისპირებოდა კომუნისტურ რეჟიმს. როგორც ვიცით, 1968 წელს პრაღაში კომუნისტური რეჟიმის “დასაცავად“ კბილებამდე შეიარაღებული საბჭოთა არმია შეიჭრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 1975 წელს ჰაველმა ღია წერილით მიმართა პრეზიდენტ ჰუსაკს, სადაც ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს დაუფარავად აყენებდა. მსგავსი მოქმედებებით ის თანდათან იპყრობდა რეჟიმის ყურადღბას, რაც მისი დაპატიმრებით დასრულდა 1977 წელს. 1977 წლიდან 1989 წლამდე დისიდენტური აქტივიზმისთვის ვაცლავი სამჯერ მოხვდა ციხეში. ჰაველი მხოლოდ პოლიტიკური ფიგურა არ ყოფილა, უდიდესი მოაზროვნე და ინტელექტუალიც იყო . მან არაერთი პიესა, მნიშვლელოვანი წერილი და წიგნი გამოსცა, რომელთა შორისაც არიან “წასვლა “(მისი უკანასკნელი პიესა) და წიგნი პოლიტიკურ ძალაუფლებაზე - “ძალა უძალოთა“. “თანამედროვე ადამიანის ტრაგედია ის კი არ არის, რომ საკუთარი ცხოვრების აზრს არ უღრმავდება, არამედ ის, რომ ამაზე სულ უფრო და უფრო ნაკლებად ფიქრობს“- წერს ის. 1989 წლის დეკემბერში ჩეხეთში “ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად კომუნისტური რეჟიმი ემხობ, ჰაველი კი ერთხმად აირჩია ჩეხმა ხალხმა პრეზიდენტად. ის ერთ-ერთი იშვიათი პრეზიდენტი იყო მათ შორის, რომელიც ძალაუფლების წყურვილის გარეშე მოხვდა ამ ტანამდებობაზე და თან -ოთხგზის. მან გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკა ეტაპობრივად საბაზრო ეკონომიკაზე გადაიყვანა. ბუნებრივია, ჰაველს, როგორც ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ჰყავდა კრიტიკოსებიც. პირველად თანამდებობა 1992 წელს დატოვა ჩეხოსლოვაკიის დაშლის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, თუმცა მოგვიანებით თითქმის ყველამ აღიარა, რომ პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. 1993 წელს კვლავ ბრუნდება ხელისუფლებაში. ის იყო ცალსახად პროევროპელი ლიდერი, რომელმაც მნიშვნელოვანად მოუმზადა საფუძველი ჩეხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც 2004 წელს მისი საბოლოო ინტეგრაციით დასრულდა. ჰაველი ხელისუფლებას 2003 წელს ჩამოშორდა. “ ნაკლები სახელმწიფო“ -ხშირად ისმოდა მის საუბარში. ეს სიტყვები ჟღერს პიესაშიც “წასვლა“. ჰაველი იყო ავტორიტარიზმის წინააღმდეგ დაუძინებელი მებრძოლი პოლიტიკოსი, კაცი, რომელიც ძალაუფლებამ ვერ გარყვნა. მისი პრეზიდენტობის დროს ჩეხეთში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით სახარბიელო ვითარება იყო, თუმცა ამის გამოც ხშირად ხდებოდა კრიტიკის ობიექტი. ამბობდნენ, რომ მას, როგორც მდიდარი ოჯახის შვილს, სოციალური პრობლემები უფრო ნაკლებად აღელვებდა, ვიდრე სამოქალაქო უფლებები. მემარჯვენეები მემარცხენედ თვლიდნენ და, - პირიქით, თუმცა თვითონ ამბობდა : “ “მე იდეოლოგიებით შეპყრობილობის ყველა ფორმის ოპონენტი ვარ, ვინაიდან სწორედ ასეთ შეპყრობილობას მივიჩნევ ყველაზე საშიშად საზოგადოებრივ ფენომენებს შორის “ უკანასკნელი პიესა, რომელიც მან დაწერა, ესაა “წასვლა“. პესაში ის ხაზს უსვამს, თუ როგორ უჭირს პოლიტიკოსს ძალაუფლებასთან გამომშვიდობება. გაურკვეველი სახელმწიფოს კანცლერ რიგერს, რომლის ვადაც ამოიწურა, რეზიდენციის დატოვება ეძნელება. პიესაში გამჟრავნებულია ძალაუფლებით შეპყრობილი კაცის ტრაგედია, თუმცა ეს გრძნობა თვითონ ჰაველისთვის უცხო იყო. საოცარია, რომ იმ სამყაროში, სადაც არსებობდა ჰაველი, ლეხ ვალენსა და ერთი-ორი ნამდვილი ლიდერი, რომელმაც საზოგადოებისთვის სიკეთის მოტანა სისხლისა და ცხედრების გარეშე შეძლო, არსებობენ ადამიანები, რომლებიც წესრიგის დასამყარებლად პირსისხლიანი ტირანების წამოდგომას ნატრობენ. ეს უკვე თვითმგვემი კაცის ერთ-ერთი სიმპტომია. 344 7-ს მოსწონს 1-ს არა
|