ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.
ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს(მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამინურ საქციელს.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერს, ფიზიოლოგს, ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები.
ფსიქოლოგებმა ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სურვილების ამოსახსნელად უამრავი სახალისო ფსიქო-ტესტი შექმნეს, რომელებიც ფანტაზიის უნარის მაქსიმალურ დაძაბვას მოითხოვენ თქვენგან.
უბრალოდ შეხედეთ ფოტოს, ხოლო ის, თუ რას დაინახავთ მასზე პირველს, განსაზღვრავს თქვენს მდგომარეობას.
● თუ პირველად გასაღების
"ხვრელს" დაინახავთ - სიამოვნებით ხვდებით ნებისმიერ ცხოვრებისეულ ცვლილებას. წინათგრძნობა გკარნახობთ, რომ ძალიან მალე შეიძლება წარმოუდგენელი სიახლე მოხდეს, რასაც დიდი სიხარულით ელოდებით.
● თუ პირველას
"მტირალა გამოსახულებას" დაინახავთ - ახლა თქვენ ემოციურ მდგომარეობას განიცდით. მიზეზი შეიძლება იყოს მწუხარება, იმედგაცრუება, მარტოობა. დროა, რომ გრძნობების და ემოციების კონტროლი ისწავლოთ.
იხილეთ აგრეთვე: