საზოგადოება ვინსენტ კასელი და ტინა კუნაკი დაქორწინდნენ 2018, 24 აგვისტო, 22:40 ცნობილი იყო, რომ ფრანგი მოდელი ტინა კუნაკი და მსახიობი ვინსენტ კასელი 2018 წლის აგვისტოში იქორწინებდნენ და აი, ისიც: ოფიციალური ქორწილი. ცერემონია სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, სოფელ Bidart-ში შედგა. ცნობილ სტუმრებს შორის იყვნენ Blue is the Warmest Color-ის მსახიობი Adele Exarchopoulos და მხატვარი JR. ვინსენტი 51, თინა კი 21 წლისაა, თუმცა, ასაკში სხვაობას წყვილისთვის ხელი არ შეუშლია. მათ შეხვედრები 2016 წელს დაიწყეს და სამწლიანი ურთიერთობა ლამაზად დააგვირგვინეს. ტინას ულამაზესი ვერა ვანგის კაბა ამშვენებდა. Vogue-თან ინტერვიუში ვანგმა განაცხადა: "ეს საპატარძლო კაბა ახალგაზრდობას, შარმს განასახიერებს და მისი უმაღლესი ხარისხის, დახვეწილი დიზაინი ბევრ რამეზე მეტყველებს". მართალია, კასელი ფრანგი მსახიობია, მაგრამ მას ჰოლივუდშიც იცნობდნენ. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმია "შავი გედი". წყვილი ინსტაგრამზე ხშირად აზიარებს პირად სურათებს. მათ ბედნიერებას ვუსურვებთ და გთავაზობთ სხვა ფოტოებსაც. 201 4-ს მოსწონს
|