მაკიაჟი და ვარცხნილობა როგორი მაკიაჟი და ვარცხნილობა მოსწონთ მამაკაცებს? 2018, 24 აგვისტო, 17:38 რა შორსაც არ უნდა იყონ მამაკაცები თანამედროვე სილამაზის სტანდარტებისგან, მათ ყოველთვის აქვთ საკუთარი წარმოდგენა ქალის სილამაზეზე, მათ შორის მაკიაჟსა და ვარცხნილობაზე. სწორე ამაზე მოგითხრობთ ამ სტატიაშიც.
როგორი მაკიაჟი და ვარცხნილობა მოსწონთ მამაკაცებს?1. მაკიაჟი ა-ლა ნატურელი ბუნებრივი მაკიაჟი მამაკაცების უმრავლესობას მოსწონს. მათ მოსწონთ, როცა ქალში ნატურალურ სილამაზეს ხედავენ. მაკიაჟის სქელი ფენა კი ისეთ შთაბეჭდილებას უქმნით, თითქოს გოგონას რაღაც ნაკლი აქვს დასაფარი.გაიკეთეთ მაკიაჟი nude-სტილში. ამისთვის ტონალურის თხელი ფენა, ყავისფერი ფანქარი და ბუნებრივი შეფერილობის ტუჩსაცხიც საკმარისია. 2. თვალის მუქი ჩრდილები მრავალი მამაკაცის მოსაზრებით, ე.წ. smokey eyes ძალიან მიმზიდველია. ასეთი მაკიაჟი ქალს იდუმალ იერს სძენს. საღამოს მაკიაჟის ეს ვარიანტი ნამდვილად მოხიბლავს თქვენს კავალერს. 3. სველი ტუჩების ეფექტი ე.წ. “ბლესკი" არამარტო ვიზუალურად ზრდის ტუჩის მოცულობას, არამედ მომაჯადოებლად მოქმედებს ძლიერი სქესის წარმომადგენლებზეც. ის სველი ტუჩების ეფექტს ქმნის, რომლის კოცნაც მოგინდება. 4. წითელი ტუჩსაცხი რასაც არ უნდა ლაპარაკობდნენ კაცები ბუნებრიობის შესახებ, წითელი ტუჩსაცხი მათზე მაინც ისე მოქმედებს, როგორც წითელი ნაჭერი ხარზე. ეს ფერი ქალს თავდაჯერებულობას მატებს, თუმცა შთაბეჭდილების მოხდენას მაშინ შეძლებთ, თუ წითელ ტუჩსაცხს სწორად წაისვამთ და კაშკაშა მაკიაჟს არ შეუხამებთ. 5. გრძელი და ხშირი წამწამები გრძელი წამწამები ძალიან ქალურია, ამიტომაც მოსწონთ მამაკაცებს. ასეთი წამწამები არამარტო თვალს ალამაზებს, არამედ სახესაც აახალგაზრდავებს. 6. მბზინავი კანი დატენიანებული, მბზინავი კანი ახალგაზრდობასა და ჯანმრთელობასთან ასოცირდება. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ მამაკაცებს ასეთი კანი მოსწონთ. მცირე რაოდენობით ბრონზერი, ჰაილაითერი და თქვენც შეძლებთ ისეთ ეფექტს მიაღწიოთ, თითქოს ეს-ესაა 18 წელი შეგისრულდათ. 7. ნათელი თვალები, ღია ფერის ტუჩები სახე, ასეთი მაკიაჟით, ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება. ნებისმიერ კაცს სურს, რომ ძლიერად გამოიყურებოდეს საყვარელი ქალის თვალში და მასზე იზრუნოს, ასეთი “ანგელოზისებრი" მაკიაჟი კი მამაკაცში სწორედ ამის სურვილს აღძრავს. 8. სახის გამოკვეთილი კონტური და რუჟი გამოკვეთილი ღაწვები ბევრ მამაკაცს მოსწონს. მაგრამ რუჟის წასმისას ნუ გადაამლაშებთ: ღაწვები მსუბუქად უნდა გამოკვეთოთ, და არა გაიფერადოთ. 9. კატის თვალები ასეთი მაკიაჟი ძალიან სექსუალურია და მამაკაცებსაც მოსწონთ. ამიტომ, თამამად გამოიყენეთ ისრები მაკიაჟის კეთებისას. ასეთი ისრები და ტუში საკმარისია, რომ მამაკაცი თქვენით აღფრთოვანდეს. 10. გრძელი და სურნელოვანი თმა მამაკაცებს მოსწონთ გრძელი და სწორი თმა. თუმცა, აქ არის ერთი “მაგრამ": თმა მოვლილი, მბზინვარე და სურნელოვანი უნდა იყოს. შამპუნისა თუ კონდიციონერის სასიამოვნო არომატი თმას კიდევ უფრო ალამაზებს მამაკაცის თვალში. 11. ხვეული თმა ხვეული თმა და კულულები მის მფლობელს უფრო მეტ ქალურობას სძენს. ამიტომ, თუ წვეულებისთვის თმის დახვევას გადაწყვეტთ, არ წააგებთ. თუმცა ზომიერება გამოიჩინეთ შესაბამისი საშუალებების ხმარებისას. მამაკაცებს რბილი თმა მოსწონთ და არა ლაქით გახევებული და გაშეშებული. 12. ცხენის კუდი კეფაზე გამონასკვული “ცხენის კუდი" ზოგიერთ გოგონას არაჩვეულებრივად მიმზიდველს ხდის. ასეთი უბრალო ვარცხნილობა ყველგან გამოგადგებათ და ამასთან, მამაკაცებიც მიმზიდველად თვლიან. 13. ვარდისფერი ფრჩხილის ლაქი მამაკაცები მაინცდამაინც დიდ მოთხოვნილებას არ აყენებენ მანიკიურის მიმართ, მთავარია ფრჩხილები მოვლილი იყოს. თუმცა, მათ უმრავლესობას მაინც ურჩევნია, რომ ქალის ფრჩხილებზე მშვიდი ტონალობის მქონე ფრჩხილის ლაქი იხილოს, როგორიცაა ვარდისფერი. 174 1-ს მოსწონს
|