x
image
თამილა გურაშვილი
ვინ არის რუსეთის N1 ქურდი ოლეგ შიშკანოვი, იგივე "შიშკანი" ?
image
სანამ ქვეყნის მთავარი ქურდი ზახარი კალაშოვი (შაქრო მოლოდოი) კოლონიაში სასჯელს იხდის, კანონიერი ქურდი მოსკოვის რაიონში, ოლეგ შიშკანოვი (შიშკანი), რომელიც მკვლელობისა და გაუპატიურების ბრალდებით არის ნასამართლევი, დანიშნულია რუსეთის ქურდული სამყაროს N1 ბოსად. ის არის მეცენატი და ფეხბურთის მოყვარული.

გასულ კვირას რუსეთის კრიმინალურ სამყაროს მაფიოზური კლანები ბჭობდნენ, თუ ვინ დაიკავებდა ქვეყნის მთავარი ქურდის ტახტს "შაქრო მალადოის" ნაცვლად, რომელაც მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის სასჯელს. ქურდული სამყაროს შეკრება დაიწყო 2017 წლის იანვრიდან, როცა გახდა ცნობილი, რომ ზახარი კალაშოვი( შაქრო მალადოი) ციხიდან მალე ვერ გამოვიდოდა.

წელიწადნახევრის განმავლობაში ნელა მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და კონსულტაციები კრიმინალურ სამყაროს კანდიდატების შესახებ, მაგრამ ახლა მაფიის ბოსებს მოუხდათ სწრაფად მიეღოთ გადაწყვეტილება.ამისთვის არსებობდა მიზეზი. მალე განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიიდან "შავი დელფინი" გათავისუფლდება მაფიის დიდი კლანის ლიდერი, 60 წლის ტარიელ ონიანი(ტარო), რომელიც ითვლება ქურდული სამყაროს რუსეთის ტახტის მთავარ პრეტენდენტად.image

როგორ ჩატარდა შიშკანის არჩევა ქურდულ შეკრებაზე



როსბალტის სააგენტოს მონაცემებით, რუსეთის ქურდული სამყაროს შეკრებაზე გაიმარჯვა 56 წლის მოსკოველმა კანონიერმა ქურდმა, ოლეგ შიშკანოვმა (შიშკანი).ის იქნება ახლა მთლიანი რუსეთის ქურდული სამყაროს "ობშიაკის" განმკარგავი, "შიშკანი" მოაგვარებს სადავო საკითხებს, რომლებიც წარმოიშვება მაფიის კლანებსა და კანონიერ ქურდებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ "შიშკანი" ნასამართლევია მკვლელობისა და გაუპატიურებისთვის, მას აქვს კრიმინალურ სამყაროში დიდი ავტორიტეტი და ითვლება ძველი ქურდული ტრადიციების მიმდევრად.

"შიშკანის" კორონაციას ორგანიზება გაუწია კანონიერმა ქურდმა მიხეილ ვოევოდინმა (მიხაილ ლუჟნეცკი). გარდა ამისა, შიშკანის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები - ვასილ ხრისტოფოროვი (ვასია ვოსკრესი), დიმიტრი ჭანტურიას (მირონი), ალექსეი პეტროვი (პეტრიკი), სერგეი აკსიონოვი (აქსენი), ბადრი კოღუაშვილი (ბადრი ქუთაისკი), კახაბერ პარპალია (კახა) ელგუჯა თურქაძე (გუჯა ქუთაისკი), მერაბ გოგია (მელია).

როგორც აღინიშნა, კანონიერი ქურდების შეხვედრაზე ასევე გადაწყვიტეს, რომ შიშკანის მარჯვენა ხელი 'ობშიაკის" კონტროლის გახდება 46 წლის ნიჟნი ნოვგოროდელი კანონიერი ქურდი, ვასია ვოსკრესი და მელია. სანამ "შაქრო მოლოდოის" საქმე გამოძიებაში იმყოფებოდა, ვასია ვოსკრესი დროებით იყო პასუხისმგებელი რუსეთის ქურდული სამყაროს მთავარ ოფისში. "ლაიფის"ინფორმაციით მელიას მხარდაჭერა დაეხმარა" შიშკანს", რომ დაეკავებინა რუსეთის ქურდული სამყაროს ტახტი. როგორც ექსპერტები ამბობენ, ისინი ერთმანეთს" შაქრო მალადოიმ" გააცნო.image

ქუთაისელი კანონიერი ქურდი, მერაბ გოგია იგივე "მელია", ვასია ვოსკრესისგან განსხვავებით, გასული საუკუნის 80-იან წლებში აკურთხეს ქურდად და ის ითვლება ავტორიტეტულ ქურდად. მან თითქმის საუკუნის ერთი მეოთხედი გაატრა გისოსებს მიღმა ქურდობის, ყაჩაღობის, საკრედიტო და საბანკო სექტორში აფიორის გამო.1990-იანი წლების ბოლოს მელია ესპანეთში დასახლდა, იქ გახდა "რუსული მაფიის" საქმის ნთავარი ფიგურა. 2007 წელს ის ექსტრადირებულ იქნა საქართველოში და მიხეილ სააკაშვილის მეორე წინასაარჩევნო კამპანიისთვის დიდი ოდენობის თანხის გამოყოფის შემდეგ . მალევე გამოვიდა თავისუფლებაზე. 2008 წელს მელია თბილისიდან მოსკოვში გადავიდა.


ოლეგ შიშკანოვის ბიოგრაფია


"შიშკანი" კრიმინალურ სამყაროში დამსახურებულ ადამაიანად ითვლება. 1982 წელს 18 წლის ასაკში გასამართლდა მკვლელობის და გაუპატიურების გამო. გამოძიების ინფორმაციით, შიშკანოვმა მეგობრებთან ერთად გააუპატიურა და მოკლა გოგონა. დანაშაულის კვალი რომ დაემალათ, ცხედარი დაწვეს. როდესაც ოლეგ შიშკანოვი დააპატიმრეს, ახალგაზრდა მამაკაცმა ბრალი საკუთარ თავზე აიღო დაადასტურა ეს სასამართლოში.

კრიმინალურ სამყაროში არსებობს ლეგენდა, რომ 18 წლის შიშკანს, ფაქტობრივად, არ მიუღია მონაწილეობა ამ დანაშაულის ჩადენაში. მან დანაშაული თავის თავზე აიღო, რათა, ავტორიტეტული უფროსი ქურდები გარეთ დარჩენილიყვნენ. ამ ბრალდების საფუძველზე, მას 10 წელი მიესაჯა.

ათი წლის განმავლობაში "შიშკანი" იყო საბჭოთა კავშირის ყველაზე მძიმე ციხეებში - მორდოვსკის, ვლადიმირსკის ცენტრალურ და ჩისტოპოლსკის განსაკუთრებული რეჟიმის ციხეებში.ის ყველგან იცავდა ქურდულ კოდექსს.მას ხელი ვერ შეუშალა იმ ფაქტმა, რომ გაუპატიურების მუხლით იყო ნასამართლევი, რაც კრიმინალურ სამყაროში მიუღებლად ითვლება.

1992 წელს თავისუფლებაზე გამოსვლის შემდეგ, ერთ წელიწადში, ქურდულ შეკრებაზე, სასტუმრო "იზმაილოვ"-ში 28 წლის "შიშკანი" კანონიერი ქურდი გახდა. "შიშკანი" ქურდად აკურთხა "შაქრო მალადოიმ".ასე რომ, კრიმინალურმა სამყარომ "შიშკანს" კეთილშობილური საქციელი დაუფასა "- განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წყარომ . აქედან გამომდინარე, მიიღო მან რუსეთის მთავარი ქურდის გვირგვინი. "შიშკანი" იქნება მანამდე, სანამ გათავისუფლდება "შაქრო მალადოი".



0
567
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
567
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0