საზოგადოება ავსტრალიაში გარდაიცვალა დედით ქართველი რუსი ტარზანი,მიხაილ ფომენკო 2018, 23 აგვისტო, 13:14
ფომენკომ ითვლებოდა ქართველი თავადის ასულის, ელიზავეტა მაჩაბელის და რუსი მძლეოსანის, დანიილ ფომენკოს შვილად, თუმცა ამ თეორიის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები არ არსებობდა. ის დაიბადა საქართველოში და რამდენიმე წლის შემდეგ მისი ოჯახი იაპონიაში გაიქცა. მაგრამ სამი წლის შემდეგ, როცა იაპონია 1937 წელს ჩინეთში შეიჭრა, ფომენკოს ოჯახი კვლავ სიდნეისკენ გადავიდა მიხაილ ფომენკო გატაცებული იყო მსუბუქი ათლეტიკით. მან მიიღო მონაწილეობა საველე მძლეოსნობის ოლიმპიადაზე 1956 წელს, რომელიც ავსტრალიაში მელბურნში გაიმართა. ამის შემდეგ, ის მოულოდნელად გადაწყვეტს გაწყვიტოს საზოგადოებასთან კავშირი და წავიდა ჩრდილოეთით, ტროპიკულ ტყეებში. მისი დის განცხადებით, ის შთაგონებული იყო ჰომეროსის ეპიკური პოემა ოდისეით და თავი მიიჩნდა თანამედროვე ოდისეად 1964 წელს ფომენკო სახლში დაბრუნდა. ის დაპატიმრებულ იქნა მაწანწალობისთვის, გადაიყვანეს ფსიქიატრიულ კლინიკაში, გაუკეთეს ნემსები, მკურნალობდნენ ელექტრული შოკით, მაგრამ ის კვლავ ჯუნგლებში გაიქცა. 2012 წელს, სერიოზულად დაავადებული რუსი ტარზანი დაუბრუნდა ხალხს და ცივილიზაციას, რომელიც არ უყვარდა. ბოლო ექვსი წელი გაატარა მოხუცებულთა თავშესაფარში. წინა კვირას მიხეილ ფომენკო გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. 304 1-ს მოსწონს
|