ივენთები Echowaves Festival იხსნება 2018, 23 აგვისტო, 11:57 23 აგვისტო 2018
11:48
Echowaves Powered by Exit დღეს იხსნება. ახალი მუსიკალური ფესტივალის კარი საღამოს 7 საათზე გაიღება.
ბილეთების შეძენა უკვე კარზეა შესაძლებელი - მულტიპასის ღირებულება 200 ლარს შეადგენს, დღიური ბილეთის კი - 90 ლარს. ფესტივალის ტერიტორიაზე მოქმედებს ტენტზონა. ტენტზონის პასების მეპატრონეებს ფესტივალის ორგანიზატორები რეკომენდაციას უწევენ, ფესტივალის ტერიტორიაზე სწორედ ტენტზონისთვის გამოყოფილი შესასვლელიდან შევიდნენ. პირველი დღის ჰედლაინერი ხუან ატკინსია. Juan Atkins კონსერვატორიის ალტერ ორკესტრთან და Dzijan Emin-თან ერთად საღამოს 10 საათზე წარდგება მსენელის წინაშე. Juan Atkins ელექტრონული მუსიკის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტისტია. Derrick May და Kevin Saunderson -თან ერთად ის ტექნო მუსიკის სულისჩამდგმელად ითვლება - არტისტად, რომელმაც მუსიკაში ტერმინი „ტექნო“ დაამკვიდრა. ფესტივალის ტერიტორიაზე 5 სცენა მოქმედებს - WAVE Stage, KHIDI Stage, TAIYO Stage, EYE Stage, AQUA Stage. KHDI Stage-ზე ისეთ არტისტებს მოისმენთ, როგორებიც არიან Claro Intelecto, Fabrizio Lapiana, Jonas Kopp, EYE Stage-ზე ფესტივალის პირველ დღეს Henrik Shwarz დაუკრავს, TAIYO-ს სცენა კი Henry Saiz-ისა და ბენდის, FOALS-ის დიჯეი სეტის, Dominuk Eulberg-ს მასპინძელია. ფესტივალის ტერიტორიაზე სცენები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. დღის მანზილზე შეგიძლიათ სხვადსხვა სპორტულ ატივობაში ჩაერთოთ - ითამაშოთ ფეხბურთი, კალათბურთი, გაიაროთ ZIP Line-ზე, დაესწროთ ვერქშოფებს. Echowaves Festival-ს ტერიტორიაზე მოქმედებს ქეშლეს სისტემა. ეგრედ წოდებულ ჩასარიცხ პუნქტებში ნებისმიერ მსურველი ბარათიდან, თუ ნაღდი ფულით ფესტივალის სამაჯურში შეძლებს თანხის გადატანას - ფესტივალის ტერიტორიაზე ნებისმიერ სერვისის ანაზღაურებას სწორედ სამაჯურის ჩიპით შეძლებთ. Echowaves Festival ახალი მუსიკალური ფესტივალია, რომელიც 23-იდან 26 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიაში ტარდება. ღონისძიების მხარდამჭერია Check In Georgia. ფესტივალზე ისეთი შემსრულების მოსმენას შეძლებთ, როგორებიც არიან Die Antwoord, Tricky, Solomun, Ben Klock, Marcel Dettmann, NU, Foals (dj set), საერთო ჯამში კი 150-ზე მეტი არტისტი. 10 2-ს მოსწონს
|