x
რატომ ჩამოდის ანგელა მერკელი საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში?

image

რატომ ჩამოდის გერმანიის კანცლერი საქართველოში? - ეს კითხვა, საკმაოდ აქტიურად გაისმის, პასუხად კი არაერთი ვარაუდი გამოითქმის, მათგანი ბევრი საკმაოდ "ხმამაღალია" და ყურს ხვდება.

ამ თემაზე ბევრმა ქართველა ექსპერტმა გააკეთა კომენტარი, თუმცა ჯერ ოფიციალურ პროგრამას გადავხედოთ: გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, მოლაპარაკების დროს განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობა და ეკონომიკური კავშირი, ასევე საგარეო პოლიტიკის საკითხები. საქართველოს მთავრობის განცხადებით კი, ანგელა მერკელის ვიზიტი პოლიტიკურის გარდა ეკონომიკურ კომპონენტსაც შეიცავს.

ვიზიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერთან ერთად თბილისში ჩამოვლენ
გერმანიის ბიზნესწრეების წარმომადგენლები, რომლებიც მრგვალი მაგიდის ფორმატში ქართველ ბიზნესმენებს შეხვდებიან.

მოკლედ, ოფიციალურ განრიგში არაფერია საგანგაშო და დასაფიქრებელი.


ახლა ხალხში მოარულ ხმებს შევხედოთ. საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საქართველოში განთავსების საკითხი იყოს. ამაზე ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ლაპარაკობს,
თუმცა იმის ვარაუდი, რომ გერმანია საქართველოს მოსთხოვს არალეგალი მიგრანტების შეფარებას, ნაკლებ სავარაუდო მგონია. მართალია სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ძალიან მალე აპირებს იდლიბის პროვინციაზე შტურმის მიტანას და ეს მიგრანტების ახალ ტალღასაც გამოიწვევს, მაგრამ მათ შეფარებას საქართველო უბრალოდ ვერ შეძლებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ საქართველოში იძულებით გადაადგილებული 300 ათასამდე ადამიანია, რაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მეათედს შეადგენს და მათი პრობლემებიც არ არის ჯერ მოგვარებული.
გარდა ამისა, ვერც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა შეძლებს მიგრანტების ნაკადს გაუძლოს ეკონიმიკურად ან სოციალურად.

მაშინ რა უნდა მერკელს საქართველოში? განაგრძეთ კითხვა
0
121
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0