მხატვრობა დედობის ემოციური მომენტები - სასიამოვნო ილუსტრაციები 2018, 22 აგვისტო, 18:07 კარა ვესტერნი ახალგაზრდა დედაა, რომელიც თავისი ცხოვრების უდიდეს ნაწილს მცირეწლოვან ვაჟთან ერთად ატარებს. სწორედ ამან შთააგონა, შეექმნა სასიამოვნო ილუსტრაციები ახალგაზრდა მშობლების შესახებ. მართალია, მისი ნამუშევრები ძალიან მარტივი და ადვილად აღსაქმელია, მაგრამ სიტუაციები მაინც ნაცნობი იქნება ყველასთვის, ვისაც შვილი ჰყავს.
სტატიაში გთავაზობთ კარას შექმნილ ილუსტრაციებს დედობის სრულიად ჩვეულებრივი, მაგრამ უძვირფასესი წუთების გადმოსაცემად. ბავშვი ყოველთვის კომფორტულად გრძნობს თავს დედის მკლავებში.როცა 2 წლის ბავშვთან ერთად ხატავ და აფრთხილებ, რომ ფლომასტერებით არ შეგეხოს.პედიატრთან ვიზიტი ყოველთვის ასე გამოიყურება.განტვირთვის და დასვენების მცდელობა არასდროსაა წარმატებული.ყოველი გასეირნება თავგადასავლებით სავსე მოგზაურობას ჰგავს.როცა მისი ხელში დაჭერა აღარ შეგიძლია.მისთვის თმის წარმატებულად შეჭრა ხომ ნამდვილი გამარჯვებაა.სპორტი და ბავშვები 2 ერთმანეთთან შეუთავსებელი ცნებაა.ძილი შეიძლება სრულიად მოულოდნელად და მტკივნეულადაც შეგიფერხდეთ.ის ყოველთვის მზადაა თქვენს დასახმარებლად.აი, ასე გამოიყურება იდეალური ღამე.მაგრამ ბავშვი არასდროს რჩება თავის ადგილზე.უნდა დაივიწყოთ, რას ნიშნავს კარგი ძილი.განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენს პატარას კბილები ამოსდის.როცა იმედოვნებ, რომ ბავშვი ვერ გაიგებს, რა ხდება "სამეფო კარის თამაშების" სერიაში.ბავშვს ყველაზე კარგად შეუძლია იმის შეხსენება, რომ აწმყოთი უნდა ისიამოვნოთ და გამუდმებით მობილურში არ უნდა იყუროთ.შვილი კარგი შესაძლებლობაა ახალი "ენის" შესასწავლად.ასევე დაგაინტერესებთ:1. ნამდვილი ბედნიერება - ოჯახური ილუსტრაციები, რომლებიც გულს გაგითბობთ 2. რატომ არის რთული ქალისთვის ფორმის დაბრუნება მშობიარობის შემდეგ 3. უჩვეულო ფაქტები სამყაროზე, რასაც ენციკლოპედიაში ვერ იპოვით 294 5-ს მოსწონს
|