x
image
_K_
რატომ არის რთული ქალისთვის ფორმის დაბრუნება მშობიარობის შემდეგ
image

მართალია, ბავშვის გაჩენა ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო მოვლენაა მსოფლიოში, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მშობიარობა ქალის სხეულს ფორმას სრულად უცვლის. იმის მიუხედავად, რომ ზოგი დედა საავადმყოფოს ყოველგვარი გართულებების გარეშე 2-3 დღეში ან 24 საათში ტოვებს, რეაბილიტაციის პროცესი გაცილებით მეტ ხანს გრძელდება.


Bright Side-მა გადაწყვიტა, დაედგინა, რა სირთულეებს უმკლავდება ქალის სხეული მშობიარობისას და რამდენი ხანი სჭირდება მას რეაბილიტაციისთვის.








მუცელი

image


კანქვეშა ცხიმი, რომელიც ბავშვს გარე ფაქტორებისგან იცავს, ქალის სხეულში მნიშვნელოვნად იზრდება ორსულობის დროს. ჰორმონალური ცვლილებები და ირაციონალური კვებაც ხელს უწყობს ამ პროცესს. ამიტომაც არის, რომ მშობიარობის შემდეგ ქალის მუცლის მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი კილო მოიმატა მან ორსულობის დროს.


აბდომინალური კუნთები მშობიარობის შემდეგ 6-8 კვირაში იწყებს დაპატარავებას, საკეისროს შემთხვევაში კი მეტი ხანი სჭირდება. თუ არ არსებობს დიასტაზის რექტთან (ასევე ცნობილი, როგორც მუცლის დაშლა) დაკავშირებული პრობლემები, რაც სამედიცინო ჩარევას მოითხოვს, მაშინ დედას შეუძლია ვარჯიშის დაწყება მშობიარობიდან 1.5-2 თვეში. თუ ქალი არ ივარჯიშებს, მუცლის კუნთების აღდგენას 1-2 წელი დასჭირდება.










მკერდი

image

ლაქტაციის პერიოდში რძისთვის საჭირო სეგმენტების გაფართოების გამო ქალის მკერდი იზრდება. კუნთებს ისე აღარ შეუძლიათ მკერდის დაჭერა, როგორც ორსულობამდე, რადგან ძუძუები 2-3-ჯერ უფრო დიდი ხდება. ამან შეიძლება ფთოზი გამოიწვიოს ან მოშვებულ ძუძუებამდე მიიყვანოს ქალი. ამას გარდა, ძუძუს თავები და მიმდებარე ადგილებიც უფრო ფართოვდება და მუქდება, შეიძლება სისხლძარღვებიც ეტყობოდეს მკერდს, რადგან კანი ამ ადგილებში თხელდება. რაც უფრო მეტი რძე აქვს ქალს, უფრო მძიმეა მისი ძუძუც და დატვირთვის გაზრდის გამო მას კარგი მოვლაც სჭირდება.


რაც უფრო ახალგაზრდაა დედა, უფრო ელასტიურია მისი კანიც. ამას გარდა, რაც უფრო გავარჯიშებული იყო მისი მკერდის კუნთები ორსულობამდე, მით უფრო ნაკლები დრო დასჭირდება მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩასადგომად. სამწუხააროდ, ყოველთვის არ არის შესაძლებელი "ქალწულური" ფორმების დაბრუნება, მაგრამ რაც უფრო მეტს ივარჯიშებს ქალი, მით უკეთეს შედეგს მიაღწევს.


სწორი კვება, A, B, და C ვიტამინების მიღება, მკერდის მასაჟი, კომფორტული ბიუსჰალტერი და, რა თქმა უნდა, ვარჯიში, დაგეხმარებათ კანის ელასტიურობისა და მკერდის სილამაზის შენარჩუნებაში.









კუნთოვანი სისტემა

image

ორსულობის დროს ქალის კუნთოვანი სისტემაა ძლიერ დატვირთვას უმკლავდება, სხეული წარმოქმნის ჰორმონ რელაქსინს, რომელიც პასუხისმგებელია კუნთების ელასტიურობის შენარჩუნებაზე. გაზრდილი დატვირთვა იწვევს ხერხემალში, ქვედა კიდურების სახსრებში, მენჯის ძვლებსა და ზურგის კუნთებში ცვლილებებს. ამ პერიოდის განმავლობაში სხეულში სიმძიმის ცენტრი იცვლება, რამაც შეიძლება დისკომფორტი და ტკივილი გამოიწვიოს ხერხემლის არეში. მშობიარობის შემდეგ პროგესტერონისა და ესტროგენის დონე მნიშვნელოვნად იკლებს, რაც სხეულის მეტაბოლიზმს ანელებს და ცხიმოვანი ქსოვილების გაზრდას უწყობს ხელს.


მშობიარობის შემდეგ კუნთოვანი სისტემის აღდგენის პერიოდი მაშინვე იწყება და 3-4 თვე გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში ქალს შეიძლება აწუხებდეს ძვლებისა და კუნთების ტკივილი. მშობიარობის შემდეგ სატარებელი სპეციალური ბანდაჟი და ზურგის კუნთების გამაძლიერებელი მასაჟი ტკივილს შეგიმსუბუქებთ. ზემოთხსენებული პრობლემები ქალს იმ შემთხვევაში არ აღენიშნება, თუ მას არანაირი პრობლემა არ ჰქონია კუნთოვან სისტემასთან. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ბევრ ქალს აქვს ისეთი პათოლოგია, როგორიც სქოლიოზი ან ბრტყელი ტერფია.









საშვილოსნოimage

საშვილოსნო ბევრ ცვლილებას გადის როგორც ორსულობის, ასევე მშობიარობის დროს. იმ ქალის საშვილოსნოს წონა, რომელსაც არასდროს უმშობიარია, ჩვეულებრივ 40-დან 60 გრამამდეა, როცა მშობიარობის შემდეგ ქალის საშვილოსნოს წონა საშუალოდ 80 გრამია. ზუსტად მშობიარობის შემდეგ კი 91 გრამსაც აღწევს. ეს ცვლილებები ორსულობის დროს კუნთების ჰიპერტროფიის შედეგია. საშვილოსნოს ქვედა ნაწილი დაახლოებით ჭიპის დონეზე მდებარეობს - ამიტომაც არის, რომ ახლადგამხდარი დედა ისევ ორსულივით გამოიყურება მშობიარობის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში.


პლაცენტას განცალკევების შემდეგ ის ღია ჭრილობას ჰგავს და მშობირობიდან მე-9 ან მე-10 დღეს ინკურნება. პირველი 3-7 დღის განმავლობაში, როგორც წესი, საშვილოსნოს სისხლდენა აღინიშნება ხოლმე, რაც თანდათანობით მცირდება. ამის შემდეგ, მომდევნო 6-8 კვირის განმავლობაში კიდევ არის სისხლდენა, რომელსაც ლოჩიას უწოდებენ. თუ საშვილოსნო ნორმალურად მუშაობს, მაშინ მისი ზომა 10 დღეში 2-ჯერ შემცირდება. მშობიარობიდან 1.5-2 თვეში საშვილოსნო ჩვეულ ზომას დაუბრუნდება, რაც 50-დან 80 გ-მდეა.








საშვილოსნოს ყელი

image
საშვილოსნოს ყელიც ბევრ ცვლილებას გადის. მშობიარობის შემდეგ ის ღია რჩება და მხოლოდ მე-10 დღეს იხურება სრულად. 21-ე დღეს გარე ფარიონიც იხურება. მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს ყელი სამუდამოდ იცვლის ფორმას - ის კონუსურის ნაცვლად ცილინდრული ფორმის ხდება.

ეს ბუნებრივია ყველა ქალისთვის და ცვლილების შემჩნევა მხოლოდ გინეკოლოგს შეუძლია. რა თქმა უნდა, ეს ცვლილებები არ მოხდება საკეისრო კვეთის შემთხვევაში. მშობიარობიდან 3 თვეში საშვილოსნოს ყელი ჩვეულებრივ განაგრძობს ფუნქციონირებას.










მენსტრუალური ფუნქცია

image

ქალის მენსტრუალური ციკლის აღდგენის პროცესზე ბევრი რამ ახდენს გავლენას - როგორი იყო ორსულობა, გართულებები მშობიარობის დროს, ქალის ასაკი, კვება, ქრონიკული დაავადებების არსებობა, ქალის ძილის და დასვენების რეჟიმი და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი.


როგორც წესი, ქალებს, რომლებიც ძუძუთი არ კვებავენ შვილს (და ზოგჯერ ისინიც, ვინც კვებავენ), პირველი მენსტრუაცია მშობიარობის შემდეგ 6-8 კვირაში მოსდით, თუ რამე მნიშვნელოვანი დარღვევა არ არსებობს. ხშირად იმ ქალის მენსტრუაცია, რომელიც ძუძუთი კვებავს შვილს, ნორმალურ რეჟიმს მას შემდეგ უბრუნდება, რაც ძუძუთი კვებას დაამთავრებს. ეს ლაქტაციის გამო ხდება და პათოლოგიად არ მიიჩნევა, რადგან მენსტრუალური ციკლის აღდგენის დრო მაინც ინდივიდუალურია.








საშო

image

ვაგინა (საშო) კუნთოვანი ორგანოა, რომელიც ასევე ბევრ ცვლილებას გადის მშობიარობის დროს. მისი კუნთები იჭიმება და კარგავს ელასტიურობას, მაგრამ ამ სიტუაციაში ეს სრულიად ნორმალური პროცესია. მიუხედავად ამისა, ბევრი ქალი ნერვიულობს იმაზე, რომ მშობიარობის შემდეგ მათი ვაგინის ზომა გაიზრდება და ეს ცუდად აისახება მათ ინტიმურ ცხოვრებაზე. სანერვიულო არაფერია - ვაგინა ფორმას მხოლოდ დროებით კარგავს!


მშობიარობიდან 3-4 დღის შემდეგ შეშუპება ქრება და ორიოდე კვირის შემდეგ ყველა ნაკაწრი და იარა ინკურნება (თუ მძიმე ტრამვა და ჭრილობები არ იყო), ამიტომ ვაგინას კედლებიც ღია ვარდისფერ ფერს უბრუნდება. მხოლოდ კედლის სტრუქტურა იცვლება სამუდამოდ - იმ ქალების ვაგინის კედლები, რომლებსაც შვილი გაუჩენიათ, სხვებთან შედარებით უფრო მოსწორებული და გლუვია. სინამდვილეში, ეს ილუზია დგას იმ ფიქრის უკან, რომ მშობიარობის შემდეგ ვაგინის ზომა იზრდება.


ვაგინის "რესტავრაციის" პერიოდი მშობიარობიდან 6-8 კვირამდე მერყეობს. ეს პროცესი დამოკიდებულია ქალის ინდივიდუალურ გართულებებზე და სხეულის თვისებებზე. თუმცა, საჭიროა, ამ პერიოდის განმავლობაში ქალმა ინტიმური ცხოვრებისგან თავი შორს დაიჭიროს, ინფექციების თავიდან ასაცილებლად. არსებობს სპეციალური ვარჯიშები, რაც ვაგინის ფორმის დაბრუნების პროცესს დააჩქარებს.









ფსიქოლოგიური და ემოციური დატვირთვა

image

მშობიარობის შემდეგ პერიოდში ახალგაზრდა დედები ხშირად უმიზეზოდ შფოთავენ, დაღლილობას გრძნობენ და ცუდ ხასიათზე არიან. ქალი უმკლავდება უზარმაზარ ფსიქოლოგიურ დატვირთვას, მუდმივად აწუხებს თავისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არ სძინავს საკმარისად, ამ ყველაფერმა კი შეიძლება მისი ფსიქომოტორული რეაქციები შეამციროს.


ზოგ ქალს მშობიარობის შემდგომი დეპრესია აქვს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს თავის დადანაშაულება დროის სიმცირის გამო ან სხვა რამ. ასეთ სიტუაციაში საჭიროა ექსპერტების დახმარე თუ არა, ფსიქოთერაპევტთან კონსულტაცია მაინც, რომელიც დედას დაეხმარება პრობლემების გადალახვაში და ასწავლის, როგორ მიიღოს სიამოვნება დედობისგან.


ზოგადად რომ ვთქვათ, ქალს, რომელიც დედა ხდება, სჭირდება მეგობრების და ოჯახის წევრების დახმარება, თანადგომა, მხარდაჭერა, ყურადღება, გაგება, სუფთა ჰაერზე სეირნობა და დაბალანსებული კვება.










ბონუსი

image


ლაურა ფრაი (Laura Fry) ამერიკელი ქალბატონია, რომელმაც მშობიარობის შემდეგ ქალის ორგანიზმის ჩვეულ ფორმაში დაბრუნების სიძნელის მაგალითი თავის Facebook-გვერდზე გააზიარა. მან აჩვენა, რომ თეფში 22სმ-იანი დიამეტრით ტოლია მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოში პლაცენტის მიერ დატოვებული ჭრილობის საშუალო ზომის.









image


0
2291
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
2291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0