x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138466
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512088
შემწვარი თევზის ფილე «კოტლეტი»
image


ინგრედიენტები :


ვირთევზას ფილე — 500 გრ.

რძე — 1 ჭიქა


მდოგვი (პასტა) — 2 ჩ. კ.

მარილი — გემოვნებით

პილპილი — გემოვნებით

დაფქული ჯანჯაფილი — გემოვნებით


სოუსი, ამოსავლებად:


ფქვილი — 2 ს. კ.

კვერცხის ცილა — 2 ცალი

სახამებელი — 1 ს. კ.

საფანელი — საჭიროების მიხედვით

მარილი — გემოვნებით

წიწაკა (დაფქული) — გემოვნებით


ზეთი – შესაწვავად


მომზადება:


I. გარეცხეთ და დაჭერით ულუფებად თევზის ფილე > მოათავსეთ თასში და დაასხით რძე > გააჩერეთ 1 სთ.

II. რძე გადაწურეთ > თევზი სამზარეულოს ქაღალდის პირსახოცით კარგად გაამშრალეთ > შეურიეთ მარილი, პილპილი და ჯანჯაფილი > მოაყარეთ თევზის ნაჭრებს ორივე მხარეს, გადაუსვით მდოგვი > მოათავსეთ თასში და გადააკარით სამზარეულოს აპკი > 1 სთ-ით მოათავსეთ მაცივარში.

III. სოუსის მოსამზადებლად, შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, საფანელის გარდა.

IV. თუ საჭირო გახდა, ფქვილი დაამატეთ (სოუსი არაჟნის კონსისტენციის უნდა იყოს).

V. ამოავლეთ თევზი სოუსში > შემდეგ საფანელში > შეწვით ზეთში, საშუალო სიძლიერის ცეცხლზე.

VI. შემდეგ სახურავი დაახურეთ, ცეცხლს დაუწიეთ და კიდევ 5-7 წთ. გააჩერეთ ცეცხლზე.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageკოტლეტი «ასორტი» – ბულგარულად
სეზონის ჰიტი – ბადრიჯნის კოტლეტი (2 რეცეპტი)

ხეკის ფუმფულა კოტლეტები

სოკოს კოტლეტი (სამარხვო და ჩვეულებრივი)

0
230
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0