x
image
თამილა გურაშვილი
ბილ გეითსის 7 წინასწარმეტყველება
image
ძალიან ხშირად თავის გამოსვლებში და ინტერვიუებში ბილ გეითსი აკეთებს პროგნოზებს მომავალზე. გთავაზობთ, ბილ გეითსის 7 ყველაზე საინტერესო პროგნოზს.

1. მომდევნო 15 წლის განმავლობაში პათოგენური შემთხვევების გამო 33 მილიონი ადამიანი დაიღუპება

მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე გეიტსმა განაცხადა, რომ "ეპიდემიოლოგები საუბრობენ ჰაერწვეთოვანი გზით სწრაფად გავრცელების საშიშ პათოგენის შესახებ, რომელიც წელიწადში 30 მილიონზე მეტ ადამიანს მოკლავს". ეს შეიძლება იყოს მუტაციის, ავარიების ან ტერორისტული საფრთხეების გამო.

მსგავსი შემთხვევები:


- შავი სიკვდილი ანუ ჭირი, რომელმაც შუა საუკუნეებში ევროპის ერთი მესამედი გაანადგურა ( XIV საუკუნის შუა რიცხვებში) - ესპანეთის გრიპი, რომლის დროს დაიღუპა 50-დან და 100 მილიონმდე ადამიანი, . ეს მოხდა პირველი მსოფლიო ომის დასასრულს (1918).


2. აფრიკა თვითონ უზრუნველყოფს საკვებით თავის მოსახლეობას

საუკეთესო სასუქებისა და მზარდი შემოსავლების გამოყენება ხელს შეუწყობს მოსახლეობის კვების გაუმჯობესებას, რაც გაზრდის პროდუქტიულობას

ინფრასტრუქტურის მიმდინარე ცვლილებები, როგორიცაა გზების გაფართოება, გაზრდის ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას განაში. ასევე გამშვები საკონტროლო პუნქტები დაიხურება, რაც იწვევდა სენეგალში ტრანსპორტირების შეფერხებას.

სატელეფონო კავშირის გავრცელება გააუმჯობესებს ინფორმაციის გაცვლას, ამინდის პროგნოზირებას და საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციების მიღებას


3. დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანების ცხოვრება შეიცვლება მობილური ბანკინგის გამოყენების გამო.

ელექტრონული საბანკო სისტემები საშუალებას მისცემს დაბალშემოსავლიან ადამიანებს შეინახოთ და დაიცვან ფული ციფრული ფორმით. ბილ გეიტსი აცხადებს, რომ 2030 წლისთვის, 2 მილიარდი ადამიანი, ვისაც არ აქვს საბანკო ანგარიში, ფულს შეინახავს და გადაიხდის ტელეფონების საშუალებით


4. 2035 წლისთვის აღარ იქნება ღარიბი ქვეყნები.

გეითსი საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეიცვალა მსოფლიო გასული საუკუნის მანძილზე - საბჭოთა კავშირის დაშლისაგან და ნაციონალური გაერთიანებისგან, რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს. ცვლილების პოტენციალი უზარმაზარია.

2014 წელს, მან დაწერა, რომ დახმარება არის ფანტასტიური ინვესტიცია და ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი. ეს ძალიან ეფექტურად ინარჩუნებს და აუმჯობესებს სიცოცხლეს გრძელვადიან ეკონომიკურ პროგრესისთვის.


5. 2030 წლისთვის იქნება გარღვევა სუფთა ენერგიის სფეროში, რომელიც იქნება ჩვენი მსოფლიო რევოლუცია

2016 წელს გეითსი არ აქცევდა განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების ნებისმიერ არსებულ გზას. მაგრამ ის მიიჩნევს, რომ გასაღების მომენტს ტექნოლოგიების განვითარებაში ინვესტირება ახდენს. ამის მაგალითია:- მისი 2 მილიარდი დოლარი ალტერნატიულ ტექნოლოგიებში.


6.ავტომატურად გაქრება ბევრი სპეციალობა

კვარცისთვის მიცემულ ინტერვიუში ბილ გეითსი ხედავს სამყაროს, სადაც ადამიანებს რობოტები შეცვლიან. თუმცა, მან აღნიშნა, რომ მაღალი ალბათობით გაიზრდება იმ დასაქმების დაფინანსება, სადაც მხოლოდ ადამიანებისთვის შეიძლება მუშაობა. მაგალითად, მოხუცებზე ზრუნვა ან ბავშვების აღზრდა.


7. პოლიომიელიტი შეიძლება აღმოიფხვრას 2019 წლისთვის

2013 წელს ბილ გეითსმა ისაუბრა სტატისტიკასთან დაკავშირებით, რაც გვიჩვენებს, რომ პოლიომიელიტის გავრცელება მცირდება და დღესდღეობით პრობლემა მხოლოდ მსოფლიოს სამ ქვეყანაში არსებობს.

მისი აზრით, პრობლემის გადაჭრის გასაღები შემდეგშია :- უნდა გაატაროთ ზუსტი ზომები და შექმნათ გარემო, სადაც შეიძლება პრობლემები ღიად განიხილებოდეს, ისე, რომ ეფექტურად შეაფასოთ ის, რა მუშაობს რეალურად და რა არ მუშაობს"


0
865
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
865
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0