x
image
ნოდარ ხვედელიძე
ყველაზე გაყიდვადი ბრენდები
10) ARMANI

შეიქმნა 1975 წელს, იტალიაში, არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მოდის ბრენდი. ცნობილია კრეატიული დიზაინის ტანსაცმელით, სხვადასხვა სახის აქსესუარებით, კოსმეტიკით და სხვა. არმანის მოდის სახლს მრავლი ხაზი აქვს: ემპორიო არმანი, ჯორჯო არმანი, არმანი ჯუნიორი, არმანი კოლეზიონი დაა სხვა.

image


9) FENDI


ფენდი დაარსდა 1925 წელს იტალიაში, აწარმოებს: სუნამოებს, ბეწვსა და ტყავის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სათვალეებს, ბრენდი განსაკუთრებულად ცნობილია ბეწვის ტანსაცმლისა და აქსესუარების წარმოებით.


image


8) GIANNI VERSACE

ცნობილი როგორც ვერსაჩე, იგი ჯანი ვერსაჩემ დააარსა 1978 წელს იტალიაში, მას აქვს საყოველთაოდ აღიარებული მოდის ბრენდის სახელი თავისი განსაცვიფრებეელი პროდუქციით, 1997 წლიდან როდესაც ჯანი ვერსაჩე მოკლეს, ვერსაჩეს მოდის სახლს სათავეში ჯანის და დონატელა ვერსაჩე ჩაუდგა.

image


7) BURBERRY

ბრიტანული მდიდრული მოდის სახლი დაარსა თომას ბარბერმა 1956 წელს. აწარმოებს: ქურთუკებს, აქსესუარებს, კოსმეტიკას, სათვალეებს, სუნამოებს და სხვა.

image


6) RALPH LAUREN

ამერიკული კორპორაცია, ერთ-ერთი არაჩვეულებრივი კოლექციებით წარმოდგენილი ბრენდი მსოფლიოში.


image

5) CHANEL

პარიზული მოდის სახლი, დააარსა კოკო შანელმა 1909 წელს, კოკო შანელმა შემოიტანა მამაკაცური სტილი ქალის ტანსაცმელში, მან გაათავისუფლა ქალები მჭიდრო ტანსაცმლისა და კორსეტებისგან, მანვე შექმნა პირველად შარვლის მოდელები ქალებისთვის.

image

4) PRADA

იტალიური მაღალი მოდის სახლი, აწარმოებს:ფეხსაცმელს, ტყავის აქსესუარებს, პარფიუმერიას, სამოგზაურო აქსესუარებსა და სხვა. პრადა მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბრენდად ითვლება.


image


3) HERMES

ფრანგული მაღალიი მოდის თვალსაჩინო წარმომადგენელი, შეიქმნა 1837 წელს, აწარმოებს: სახლის ავეჯს, საათებს, საიუველირო ნაწარმს, სუნამოებს და სხვა.


image


2) GUCCI

ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი იტალიური მოდის სახლი, ცნობილია ტყავის ნაწარმით, დააარსა გუჩიო გუჩიმ 1921 წელს ფლორენციაში, იგი იტალიაში ყველაზე გაყიდვადი ბრენდია.

image


1) LUIS VUITTON

ფრანგული მოდის სახლი რომელიც 1958 წელს ლუი ვიტონმა დააარსა, აწარმოებს: მდიდრულ ჩემოდნებს, სათვალეებს, ფეხსაცმელს, საათებს, წიგნებსა და სხვა. ბრენდი 50 ქვეყანაში მოღვაწეობს და 460 მაღაზიას ფლობს.


image

0
212
4-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ხვედელიძე
ნოდარ ხვედელიძე
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0