x
მარილის დადებითი და უარყოფითი მხარეები
image


მარილი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მას ხშირად ვიყენებთ, თუმცა არ ვიცით რა დადებითი და უარყოფითი შედეგები აქვს მას. ბუნებაში უამრავი მარილი არსებობს, მაგრამ ჩვენ ყველაზე ხშირად ვიყენებთ სუფრის მარილს. ამ პოსტში მინდა გაგაცნოთ სუფრის მარილის როგორც სასარგებლო, ისე მავნე შედეგები.


მარილს მეცნიერები „თეთრ სიკვდილს“ ეძახიან. ადრე მათ მიაჩნდათ რომ ადამიანს დღეშ მაქსიმუმ 10-15 გრამი მარილი უნდა მიეღ, მაგრამ მოგვიანებით ეს რიცხვი უფრო დაპატარავდა. დღეს მეცნიერებს მიაჩნიათ რომ დღიური მარილის მასაა 6 გრამი, რაც ჩაის კოვზს უდრის.


ადამიანი დღეში 12 გრამ მარილს იღებს. მისი დიდი ნაწილი ორგანიზმში საკვებით ხვდება ხოლო 15%-ს სუფრაზე ვამარილებთ.



ექიმები ირწმუნებიან: მარილის სისტემატიურად დიდი რაოდენობით მიღებისას, მაღალი სისხლის წნევა, გულისა და თირკმელების დაავადებები და მარილების დაგროვება გარანტირებულია!


მარილი შედგება ნატრიუმით, რომელიც ორგანიზმის სრულყოფაში დიდ როლს ასრულებს. ის კუჭის ფერმენტების გამომუშავების პროცესში მონაწილეობს, წყლის ბალანსს არეგულირებს და იცავს. თუ ორგანიზმში ნატრიუმი არასაკმარისია, ინსულინის გამომუშავება ირღვევა, კაპილარები იკუმშება, რაც არტერიული წნევის ისევ მომატებას იწვევს.


ბევრი ადამიანი უმარილო დიეტის მომხრეა, რასაც ექიმები ეწინააღმდეგებიან, რადგან როგორც მარილის დიდი რაოდენობა, ასევე მისი უქონლობაც მავნებელია. კარდიოლოგები ამბობენ, რომ პაციენტებმა, რომლებმაც რაციონში მარილის რაოდენობა შეამცირეს, ისევე აწუხებთ გულის დაავადებები, როგორც მათ ვინც მარილის დიდ რაოდენობას იღებს.


იმედია პოსტი დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ როგორც ყველა ექიმი მეც ასევე მოგიწოდებთ რომ აკონტროლოთ მარილის მიღება.






0
221
შეფასება არ არის
ავტორი:ილია გოგალაძეე
ილია გოგალაძეე
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0